ომეგა 3
  • ომეგა 3
  • ომეგა3

ომეგა 3-სამი. 30კაფსულა:

19,00 GEL
Включая налог

ომეგა 3 სასარგებლო თვისებები

გამოიყენება სამკურნალოდ გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ჰიპერტონიის, იშემიის, კაპილარების, ტელ: 579143811

რაოდენობა შეფუთვაში: 400 კაფსულა.


კაპსულის წონა: 1000 მლ.


ფასი ცალობით: 30 კაფსულა - 19 ლარი.


ფასი კოლოფის: 400 კაფსულა - 252 ლ.


შეძენის პირობები : 30 ან 60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება სპეციალურ - დახურულ პარკში.


პროდუქტის მწარმოებელი
მწარმოებელი კომპანია : KirKland.
მწარმოებელი კომპანია დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში.
მწარმოებელი უშვებს მაღალ ხარისხიან , ეკოლოგიურად სუფთა და მხოლოდ ნატურალურ ( მცენარეულ ) - პროდუკტებს.


შეკვეთილი პროდუქტის მოწოდება ხდება უშუალოდ ადგილზე მიტანით.
ადგილზე მიტანა ხდება იმავე დღეს.
ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.


შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე: 579-14-38-11

ომეგა 3 სამკურნალო თვისებები

აღწერილობა
ომეგა-3-ის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იყო ცნობილი და მას ზრდის პროცესისათვის აუცილებელ ელემენტად თვლიდნენ.
თუმცა მისი სასარგებლო თვისებების ფართო სპექტრის აღმოჩენა დანიელ მეცნიერს – დაიერბერგს ეკუთვნის. მეცნიერი დაინტერესდა იმ ფაქტით, რომ ესკიმოსები იშვიათად ავადდებიან გულის დაავადებებით, იმ დროს როცა მათი რაციონის ძირითად ნაწილს საკმაოდ ცხიმიანი საკვები შეადგენდა (თევზი და სელაპის ხორცი).
თავის კოლეგებთან ერთად დაიერბერგი ესკიმოსების სისხლის შემადგენლობას სწავლობდა და 2 წლიანი თავდაუზოგავი შრომის შემდეგ მათ გამოიყვანეს ორი ცხიმოვანი მჟავა – ეიკოზაპენტაენური (EPA) და დოკოზაჰექსაენურ (DHA). სწორედ ეს აღმოჩენა გახდა დასაბამი, ცნობილი გამხდარიყო ომეგა-3-ის ყველა სასარგებლო თვისებების შესახებ. ომეგა-3 – არის ნახევრად არანაჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფი, რომელიც არ გამომუშავდება ორგანიზმში, მათი დეფიციტი კი იწვევს სხვადასხვა ბიოქიმიურ და ფიზიოლოგიურ დარღვევებს.


ფარმაკოლოგიური თვისებები
თევზის ქონის სარგებელო თვისებებს ვიტამინი A და D განსაზღვრავს. ვიტამინ A აუმჯობესებს ზრდას და კანის უჯრედების რეპროდუციას, ლორწოვან გარსს,მხედველობით პიგმენტებს. ამ ვიტამინების წყალობით, თევზის ქონი ძალიან სასარგებლოა თმისთვის, ფრჩხილებისა და კანისთვის. ვიტამინების ნაკლებობის ნიშნებია კანის, თმის სიმშრალე, ფრჩხილების განშრევება. D ვიტამინი ამცირებს ნერვულ აგზნებადობას, გასტროკნემიის კუნთში კრუნჩხვის მიდრეკილება, ხელს უწყობს უჯრედებში კალციუმისა და ფოსფორის შეღწევადობას.


ომეგა -3 ის ჯგუფში შემავალი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები– ყველაზე ძვირფასი რამაა, რაც ამ პროდუქტის შემადგენლობაში შედის. ეს მჟავები თავიდან იცილებენ გულ–სისხლძარღვთა დაავადებებს, ამცირებენ მავნე ქოლესტერინის დონეს (იხილეთ ასევე - კარგი ქოლესტერინის - რას ნიშნავს ეს), და ამით ამცირებს ათეროსკლეროზის გაჩენის რისკს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს თრომბის წარმოქმნას, დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე,ხელს უშლის არითმიის წარმოქმნასა და განვითარებას . ეს მჟავები ამცირებს ანთებით პროცესებს, ხელს უწყობს ორგანიზმის ქსოვილების კვებას.
ომეგა-3 ამცირებს ინსულინისადმი მდგრადობას და დიაბეტის გაჩენის რისკს, მის გარეშე შეუძლებელია უჯრედის მემბრანის,ნერვული ბოჭკოს მფარავი მიელინის ზედაპირისა და შემაერთებელი ქსოვილების ფორმირება. ომეგა -3ის ცხიმოვანი მჟავა ჰაერთან შეხების დროს ძალიან სწრაფად ჟანგდება და მისი შემცველი პროდუქტიც როდესაც ისინი ჰაერთან კონტაქტში შედიან სრულიად გამოუსადეგარნი ხდებიან. ჟელატინის კაფსულები იცავენ პროდუქტს ჟანგვისგან და ხელს უწყობენ ვარგისიანობის ხანგრძლოვობას.

თევზის ქონი და დიეტა
თევზის ქონი წვავს ცხიმებს. ამიტომ,დიეტოლოგები ჭარბ წონასთან საბრძოლველად ხშირად რეკომენდაციას უწევენ თევზის ქონის გამოყენებას.ავსტრალიაში ჩატარებული კვლევების შედეგად ადამიანები რომლებიც იღებენ ყოველდღიურად 6 გრამი თევზის ქონს და ამასთან 45 წუთი ვარჯიშით იყვნენ დაკავებული, ლიპიდური მაჩვენებელი შედარებით გაუუმჯობესდათ.ვარჯიშისა და თევზის ქონის გამოყენებამ ხელს შეუწყო სხეულის მასის საგრძნობლად კლებას.

ალცჰეიმერის დაავადება
მეცნიერებმა გამოიკვლიეს თევზის ქონის სარგებლობა,ალცჰეიმერის დაავადებისთავიდან ასაცილებლად ადრეულ ეტაპზე. შედეგებმა აჩვენა, რომ თევზის ქონი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ტვინის ფუნქციასა და უნარს სწავლისკენ. აქედან გამომდინარე, თევზის ქონის ერთი კაფსულა დღეში - საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.

თევზის ქონი სტრესსა და დეპრესიასთან საბრძოლველად
თევზის ქონი ზრდის სეროტონინის შემცველობას ორგანიზმში, რომელიც, როგორც ვიცით, წარმოადგენს "კარგი განწყობის"ჰორმონს, საუკეთესო დამხმარეა დეპრესიის დროს. გარდა ამისა, თევზის ქონი ამცირებს აგრესიულობას.იაპონელი მეცნიერების აზრით, მსგავსი ქონი თრგუნავს სტრესის ჰორმონების გამოყოფას, რომელიც გულის არტერიის სპაზმს იწვევს.

თევზის ზეთი კურტურიზმის მოყვარულთათვის(სხეულის შენება)
აღნიშნული პროდუქტი პოპულარულია კულტურისტებს შორის, ის ხომ "სწორ ცხიმს"წარმოადგენს, რომელიც უზრუნველყოფს სპორტსმენებისთვის უამრავ რესურსს ვიტამინებისა და მიკროელემენტების სახით, და ამით არ აქვს მავნე ზეგავლენა ჯანმრთელობაზე. კულტურისტებსთვის თევზის ქონის კაფსულა წარმოადგენს ძალიან მოსახერხებელ და სწრაფ საშუალებას რესურსების შესავსებად.

ომეგა-3 და ადამიანი გულ–სისხლძარღვთა სისტემა.
ჯერ კიდევ 1970 წლის დასაწყისში, დანიის ექიმმა იორნ დუერბერგმა (Jorn Dyerberg) აღნიშნა, რომ გრელანდიის ესკიმოსებს იშვიათად აწუხებთ სისხლძარღვთა დაავადებები.აღმოჩნდა, რომ ისინი ძირითადად იკვებებოდნენ ცხიმიანი თევზით.
სწორედ ამიტომ ომეგა -3 პირველად ჩაიწერა ისტორიაში როგორეც გულ–სისხლძარღვთა საუკეთესო საშუალება დაავადებებთან საბრძოლველად.
ომეგა–3 ადამიანის ორგანიზმისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან პოლიუჯერი ცხიმმჟავებს მიეკუთნება ორი გრძელი ჯაჭვური ცხიმოვანი მჟავა,რომელიც რაოდენობით ატომური ჯაჭვის, 20 და 22ის ტოლია. ეიკოზაპენტათენისა(EPA) და დეკოზაჰექსაენის (DHA) მჟავა.პირველ რიგში, EPA და DHA შეუძლია შეამციროს სისხლში ლიპიდების რაოდენობა.მეორე, ისინი არეგულირებენ ანთებითი ფაქტორებისა და კარდიომიოციტების (შესაბამისად, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება)კონცენტრაციას.მესამე, ენდოთელური უჯრედებზე მოქმედებით, იგიაფართოებს სისხლძარღვებს. აქვს ანტიარითმიული თვისება. ომეგა-3ის ცხიმოვანი მჟავები ამცირებს სტრესის ჰორმონების მიერ სისხლძარღვთა კედლის დაზიანების რისკს.ომეგა -3 ამცირებს სისხლის სიბლანტეს, ასევე თრომბის წარმოქმნის რისკს. მასში შემავალი მჟავები ხელს უწყობს არტერიულ წნევის შემცირებას, სისხლში ლიპიდური შემადგენლობის ნორმალიზებას.ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები ამცირებენ გულის კორონარული დაავადების გაჩენის რისკს.ომეგა -3 ამცირებს მწვავე მიოკარდისა და ინფარქტის განვითარების რისკს.

ომეგა-3 როგორც მძლავრი ონკოპროტექტორი .
ომეგა-3 შ შემავალ ცხიმებზე საუბრისას, უნდა არინიშნოს, მათი გავლენა ონკოლოგიასა და კანცეროგენეზის პროცესებზე. სხვადასხვა კვლევები და სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ეიკოზანოიდებს,რომლების ომეგა–3 ის ცხიმებიდან წარმოიქმნება, ახასიათებთ დამთრგუნველი ეფექტი ადამიანის უჯრედების გადრაქმნაზე.მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ომეგა -3 ცხიმებს შეუძლიათ შეაჩერონ რამოდენიმე სახის კიბოს განვითარება,როგორიცაა: პროსტატის კიბოს, მკერდის კიბოს, მსხვილი ნაწლავის კიბო.მაგალითად,შვედეთში 30 წლის განმავლობაში ჩატარებულ კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც საეთოდ არ ჭამდნენ თევზს 2-3-ჯერ უფრო დაავადნენ პროსტატის კიბოთი, ვიდრე ისინი, ვინც თევზს საშუალო ან დიდი რაოდენობით იღებდნენ. ითვლება, რომ ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებს შეუძლია დათრგუნოს კიბოს უჯრედები და ხელს შეუშალოს ახლის წარმოქმნას. ასევე დადგინდა, რომ მკერდის კიბოთი დაავადებულთა ქალების უმრავლესობას ომეგას-3 ცხიმების ორგანიზმში შემცველობა გაცილებით დაბალი აქვთ, ვიდრე მათ ვინც ჯანმრთელია. სტატისტიკამ აჩვენა, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს,რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ დიდი რაოდენობით თევზს,აღენიშნებათ მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადების დაბალი რისკი. ომეგა-3ში შემავალი პოლიუჯერი ცხიმმჟავების ანტიკანცეროგენული ეფექტი მრავალი ფაქტროთაა განპირობებული.მაგალითად, არაქიდონის მჟავის შემცირებით - პროსტაგლანდინის E2, თრომბოქსანის A2, რომლებიც ხელს უწყობენ სიმსივნურ ზრდას. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ზღუდავენ (ანუ, აჩერებენ) გარკვეული ფერმენტების საქმიანობას, რომელიც ხელს უწყობს სიმსივნურ ტრანსფორმაციას.
ომეგა -3 ცხიმების ონკოპროთექტორული მოქმედების ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს(ანუ, სიმსივნისაგან დამცავი) წარმოადგენს მათი უნარი დაიცვან ომეგა–6ის ცხიმები მემბრანაში.ომეგა -3 მჟავები აფერხებენ ონკოგენებისა და ანგიოგენეზის გამოვლენას (ახალი სისხლძარღვების ფორმირება), ასტიმულირებენ აპოპტოზსა(დაპროგრამებული უჯრედის სიკვდილი) და სიმსივნის საწინააღმდეგო იმუნიტეტს.ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ომეგა -3 კლასის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ქრონიკული დეფიციტი ზრდის ონკოლოგიის რისკს.

ომეგა-3 და ადამიანის კანი.
ომეგა -3 მჟავები ხელს უშლიან კანის დაბერებას და ამას რამდენიმე გზით აკეთებენ. მათ აქვთ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები, რომლებიც არ აძლევენ ჟანგბადს დააზიანოს კანი. ომეგა -3ის ცხიმოვანი მჟავები ეფექტურად წყვეტენ ქრონიკულ ანთებას, ამასთან ხელს უშლიან კოლაგენს ნგრევას და ამცირებენ დაბერების პროცესს. ომეგა -3 მჟავა ებრძვის არა მხოლოდ კანის , არამედ შინაგანი ორგანოების, სახსრების, ძარღვებისა და კუნთების ანთებასაც.ომეგა -3 მჟავა ხელს უშლის კანის დაბერების ძირითად მექანიზმებს, მგრძნობელობას გარე ფაქტორებზე. ომეგა -3 იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან: კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების რეგულარული მოხმარება იცავს კანს მზის დამწრობისგან.ბევრი,ვინც ეგზემით ან ფსორიაზით იყო დაავადებული,ომეგა–3 ის მიღების შემდეგ შეენიშნებათ კანის მდგომარეობის გაუმჯობესება. ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავა ეფექტურად უმკლავდება დეპრესიას, რომელსაც ახასიათებს გამოხატული ეფექტი კანის მდგომარეობაზე.ომეგა -3 მჟავების მოქმედებით, კანის ელასტიური კოლაგენური ბაზა წყვეტს ზედმეტად ნგრევას და თანდათანობით ახლდება, კანი ინარჩუნებს სიმტკიცესა და ახალგაზრდობას.ამ დროისთვის სხვა ნივთიერებები, რომლებიც პირდაპირ აფერხებენ დაბერების მექანიზმებს კანის შიგნით,უცნობია. შესაძლოა, სწორედ ამიტომაცაა,რომ ყველა ცნობილი მოდელები ყოველდღიურად 6-8 ომეგა -3 კაფსულას იღებენ.

ომეგა-3 და ადამიანის საყრდენ–მამოძრავებელი სისტემა.
ექიმები გამოყოფენ ომეგა -3 ის ცხიმოვანი მჟავების მოქმედების 3 ძირითად მექანიზმს , რომლებიც ხელს უწყობენ ძვლებისა და სახსრების ჯანმრთელობას. პირველი მექანიზმი - ხელს უწყობს ადრეულ ასაკში ძვლის ფორმირების აქტივაციას და ხელს უშლის ასაკის მატებასთან ერთად ძვლოვანი ქსოვილების გაუხშოებას,რაც ოსტეოპოროზს იწვევს. ომეგა-3ის ცხიმოვანი მჟავები უნარჩუნებს ელასტიურობას სახსრების შემაერთებელი ქსოვილის ელემენტებს (მყესების, იოგების, სახსრების კაფსულებს), სასახსრე ხრტილს, აუმჯობესებს სახსრებს შიგნით შეზეთვის თვისებას.მეორე მექანიზმი–ეს არის სასახსრე ხრტილის კოლაგენური ბოჭკოების დაშლის შემცირება,სახსრების ანთებითი და დეგენერაციულ-დისტროფული დაავადებების დროს. მესამე მექანიზმი–სახსრების ქსოვილებში ანთებითი რეაქციის აქტივობის შემცირება, ანუ ანთების და ტკივილის აღმოფხვრა.ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების მიღება საშუალებას გაძლევთ შეამციროთ სახსრების დაავადების რისკი 50% -ით ან შეამციროთ სახსრების დაზიანების რისკი ანთებითი პროცესის დროს.ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების პრეპარატის გამოყენებით შეძლებთ გაზარდოთ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების ეფექტურობა.მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების დიდი დოზით მიღებას მოიცავს, რომელსაც სამკურნალო ეფექტის გარდა ახასიათებს მთელი რიგი უკუჩვენებები,რაც შესაბამისად იწვევს ალტერნატიული პრეპარატების ძებნის ინტერესს.რევმატოიდული ართრიტის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სახსრებში შებოჭილობა(განსაკუთრებით დილის საათებში) ,საგრძნობლად შემცირდება, თუ ჩვეულებრივი მკურნალობის დროს,გამოიყენებთ ომეგა–3ის პოლიუჯერ ცხიმოვან მჯავებს.გარდა ამისა, ამ ომეგა–3ს შეუძლია შეამციროს გავლენა რევმატოიდული ართრიტის დროს, არასტეროეიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გავლევა კუჭ–ნაწლავის ტრაქტსა და კორტიკოსტეროიდელი ჰორმონების ძვლის სიმკვრივეზე (ოსტეოპოროზი ჩვეულებრივ ვითარდება ძალიან სწრაფად).მუხლის სახსარის ართროზის მკურნალობის დროს ომეგა -3ის ცხიმოვანი მჟავების პრეპარატების გამოყენება მნიშვნელოვნად ანელებს და ზოგიერთ შემთხვევაში, აჩერებს სასახსრე ხრტილის ნგრევასა და სასახსრე ძვლების ბოლოების დაზიანებას.შედეგად მცირდება ტკივილი და უმჯობესდება სახსრების მოძრაობა,რაც ზრდის სახსრების მუშაობის ხანგრძლოვობას.

ომეგა-3 ქალბატონებისთვის
სიცოცხლის დაჩქარებული ტემპის შედეგად, თანამედროვე ქალები ხშირად სარგებლობენ სწრაფი კვების პროდუქტებითა და ფაბრიკის საკვებით, რომელიც არ შეიცავს სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს, როგორიცაა ომეგა -3, რაც ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს.თანამედროვე ქალების კვებით რაციონში მნიშვნელოვანად დაბალია ომეგა -3ის შემცველი პროდუქტები, რომელიც შეიცავს მნიშვნელოვან ცხიმოვან მჟავებს,ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს მათი გამოყენების აუცილებლობის მიზეზი, ვინაიდან ქალების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ სისხლძარღვთა დაავადების, ანთებითი დაავადებების, მეხსიერების დაკარგვისა და დეპრესიის რისკს. ომეგა 3 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალებში,იგი ამცირებს დეპრესიისა და შეშფოთების(შინაგანი განგაშის)გრძნობას.თანამედროვე ქალის ყოველდღიური კრების რაციონი ხშირად შედგება ფაბრიკაში დამუშავებული საკვებისა და დიდი რაოდენობით ნახშირწყლებისგან. ეს, თავის მხრივ, აცლის ნერვულ სისტემას და ტვინს,აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს,რომელიც ასე მნიშვნელოვანია მათი სრული ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა,ბევრი ნახშირწყლებისა და მავნე ცხიმების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება.ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებებია, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული დაავადებების შეცვლა ან მათი სიმპტომების შემცირება.ომეგა -3 ცხიმები ხელს უწყობს ქალის ორგანიზმში ნერვული იმპულსებისა და ამასთან ქიმიური ნივთიერებების გადატანასა, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმში ანთებითი პროცესების წარმოქმნას.

რატომაა ომეგა-3 ქალებისთვის ასე მნიშვნელოვანი:
ამცირებს ანთებას.
აუმჯობესებს გაცვლით პროცესებს ორგანიზმში.
აუმჯობესებს მეხსიერებას.
ამცირებს პრემენსტრულ სინდრომს.
აუმჯობესებს მენოპაუზის სიმპტომებს.
ამცირებს ქალის რეპროდუქციული სისტემის კიბოს განვითარების რისკს.
აუმჯობესებს ქალებში რეპროდუქციული უნარს პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომით.
კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის ის კატეგორია ვინც ხშირად მოიხმარს ცხიმიან თევზს,ნაკლებად ავადდებიან.
იაპონიის, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები და ალიასკაში, ესკიმოსები, დიდი რაოდენობით მოიხმარენ თევზს.შედეგად სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირე, მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტონია), სისხლის შედედება და მეხსიერების გაუარესება ასეთ მხარეში ნაკლებად გვხვდება.
იმისათვის რომ ქალებმა ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები მიიღონ დიდი რაოდენობით,მათ აუცილებლად უნდა მიიღონ ველური თევზის მინიმუმ 2 პორცია კვირაში. თევზი უნდა დაჭერილი უნდა იქნეს წყალსაცავების ისეთ ადგილას სადაც ვერცხლისწყლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რადგან გარეული თევზის ბევრ სახეობა შეუძლია სხეულში უამრავი ამ ნივთიერების დაგროვება შეუძლია (იხ. ვერცხლისწყალი ზღვის პროდუქტში).ვერცხლისწყალი ხელს უშლის ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების შეწოვას. ასევე დიდი რაოდენობით ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავების გამოყენებაც ამცირებს ომეგა -3-ის შეწოვას. თუ თქვენი კრების რაციონი არ არის დაბალანსებული, თევზის ცხიმის მიღება კარგი გზაა, საკმარისი ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების მისაღებად.
ყველა ქალმა უნდა იცოდეს ომეგა-3-ის გამოყენების მნიშვნელობა.
ომეგა-3-ის გამოყენება ქალებისათვის ფასდაუდებელია, ვინაიდან ამ ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი საკვების საკმარისი რაოდენობით მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს ბევრი დაავადების გაჩენის რისკს, რომლებიც ხშირად გვხვდება თანამედროვე ქალებში. ომეგა -3 ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, ფსიქიკურ აშლილობას და გინარჩუნებთ საღ აზროვნებას. თუ ყოველდღიურად მიიღეთ ომეგა-3, თქვენ დიდ წვლილს შეიტანთ თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში!
რა არის თევზის ქონი სასარგებლო?
ხშირად ინიშნება ტუბერკულოზის, თირკმლების, ანემიის, ქათმის სიბრმავის დროს;
აფერხებს სისხლძარღვების სპაზმს, ამცირებს ანთებას რევმატოიდული პოლიართრიტის დროს ;
იცავს პროსტატის კიბოს შემთხვევაში;
ხელს უწყობს სისხლის არტერიული წნევის სტაბილიზაციას;
ექიმ-გინეკოლოგები გვირჩევენ თევზის ქონის გამოყენებას მენსტრუალური ტკივილების დროს; თევზის ქონი ინიშნება სიმსუქნის, დიაბეტის, ოსტეოპოროზის, ფსორიაზის, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევების დროს.


ფარმაკოლოგიური თვისებები
აძლიერებს ორგანიზმის იმუნური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ფუნქცი-ებს;
- არეგულირებს გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადების განვითარების რისკს;
- ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და არეგულირე-ბენ არტერიულ წნევას;
- აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესე-ბენ მათ ელასტიურობას;
- ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს;
- არეგულირებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში, აუჯობესებენ სისხლის ფორმულას და ეწინა-აღმდეგებიან თრომბების წარმოქმნას;
- აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევასა და მხედვე-ლობას;
- ახასიათებს გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება;
- როგორც დამხმარე საშუალებები ფართოდ გამოიყე-ნებიან კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულების, კანისა და ალერგიული დაავადებების მკურნალობისას;
- ხსნის უძილობას, მოუსვენრობას, დეპრესიასა და ქრო-ნიკული დაღლილობის სინდრომს.


ჩვენება
- ორგანიზმის გამოფიტვა.
- ჰიპერტონია.
- ტვინის კაპილარების დაავადება.
- ინფარქტი და გულის იშემიური დაავადება.
- დიაბეტი.
- ორგანიზმის იმუნოდეფიციტი.
- სისხლძარღვთა დაბოლოებების დაზიანება.
- კანის ალერგიული დაავადებები.
- ცხიმების ცვა.
- ნებისმიერი დონის სიმსუქნე .


მიღების წესი
1 კაფსულა 2 - ჯერ დღეში ჭამის დროს წყალთან ერთად. ბავშვებისათვის 1 კაფსულა დღეში.

უკუჩვენება
არ არის დადგენილი.

შეკვეთილი პროდუკტის მოწოდება ხდება უშუალოდ სახლში მიტანით.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

ნებისმიერი მცენარეული ან სხვა ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე ჩვენ გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ მითითებებს. მწვანე აფთიაქი ჩვენ წარმოვადენთ ონლაინ მაღაზიას და შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს არანაირი საწყობი და არ ვინახავთ პროდუქციას. საწყობები ჩვენს მომწოდებლებს ეკუთვნით (სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს კურიერებს პროდუქციით), შესაბამისად ნებისმიერი პროდუქტი ჩვენი მომწოდებლების ხელთაა. აქედან გამომდინარე გვინდა ხაზი გავუსვათ : ჩვენი ონლაინ მაღაზია და ჩვენი საიტი მთლიანობაში წარმოადგენენ ერთგვარ ვიტრინას, დახლს . შეძენის პროცესი. 1) თქვენ ირჩივთ პროდუქტს ჩვენი ვიტრინიდან–საიტიდან. 2) ტელეფონით გვატყობინებთ თქვენს მისამართს. 3) იმავე დღეს კურიერი ნებისმიერი საწყობიდან იღებს მცენარეულ პრეპარატს და მოაქვს თქვენთან. 4) თქვენ მხოლოდ მას შემდეგ იხდით პრეპარატის საფასურს როდესაც მას სახლში მიიღებთ და მხოლოდ ნაღდი ფულით.

68 other products in the same category