სელენი
  • სელენი
  • სელწნიუმ

სელენი. 90 კაფ:

60,00 GEL
Без налога

სელენი — სასარგებლო თვისებები

სელენი გამოიყენება უშვილობის სამკურნალოდ, ფარისებრი ჯირკვლის და თმის ცვენის მკურნალობის დროს. ტელ: 598423001

კოლოფის ფასი: 90 კაფსულა - 60 ლარი.

კაპსულის წონა: 200 მკგ.


პროდუქტის მწარმოებელი
მწარმოებელი კომპანია :swanson.
მწარმოებელი კომპანია დაფუძნებულია კანადაში.
მწარმოებელი უშვებს მაღალ ხარისხიან , ეკოლოგიურად სუფთა და მხოლოდ ნატურალურ ( მცენარეულ ) - პროდუკტებს.


შეკვეთილი პროდუქტის მოწოდება ხდება უშუალოდ ადგილზე მიტანით.
ადგილზე მიტანა ხდება იმავე დღეს.
ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე:
ბიო აფთიაქი : 598-42-30-01

სელენიუმი — სამკურნალო თვისებები

აღწერილობა
რა არის სელენი?
სელენი - წარმოადგენს შეუცვლელ ანტიოქსიდანტს. იგი ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტია, რომელიც შედის ორგანიზმში მიმდინარე ურთულესი ცვლადი პროცესების მარეგულირებელი უმთავრესი ჰორმონების და ფერმენტების შემადგენლობაში. სელენი დაკავშირებულია ყველა ორგანოს, ქსოვილების და სისტემების ცხოველქმედებასთან. ორგანიზმში მისი არსებობა სხვა მიკროელემენტებთან ერთად, აუცილებელია ნორმალური განვითარებისა და მისი პროდუქტიულობის შენარჩუნებისათვის. სელენი ერთ-ერთი უმთავრესი მიკროელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მონაწილეობს განაყოფიერების პროცესში.
აშკარაა, რომ ეს მიკროელემენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოველმყოფელობაში, განსაკუთრებით კი ბავშვობისა და მოზარდ ასაკში. სელენის დეფიციტს ვხვდებით იმ რეგიონებში, სადაც ნიადაგი მას მცირე ოდენობით შეიცავს. თუ რაციონს სელენის პრეპარატებით გავამდიდრებთ, ჩივილები გაივლის.
- რითია სასარგებლო სელენი?
- ეს მიკროელემენტი ძლიერი ანტიოქსიდანტია.
სელენი ააქტიურებს იმუნური სისტემის მუშაობას. სელენი და ვიტამინი არეგულირებს ვიტამინ E-ს შეწოვასა და ცვლას, ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს, რომლებიც ზემოქმედებენ ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ინტენსივობაზე და საბოლოოდ, გონადოტროპული ჰორმონების აქტივობაზე. გარდა ამისა, სელენი აბრკოლებს მეტაბოლიზმის პროცესში ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ზედმეტად დაჟანგვას. სელენი ხელს უწყობს წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის ნორმალიზებას კაროტინის შეწოვისა და ვიტამინად გარდაქმნას, რაც თავის მხრივ, ოპტიმალურ პირობებს ქმნის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებისა და ნაყოფის ნორმალურად განვითარებისათვის.
გარდა ამისა:
ეხმარება ორგანიზმს ისეთი არახელსაყრელი პირობების ატანაში, როგორებიცაა ამინდის მკვეთრი ცვალებადობა, ემოციური და ფიზიკური გადატვირთვა. ბუნებრივი ანტიოქსიდანტური დაცვა ბავშვებს სუსტი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, საკვები რაციონი შეიცავდეს ყველა აუცილებელ ინგრედიენტს, რომლებსაც ანტიოქსიდანტური თვისებები ახასიათებს;
სიჯანსაღეს უნარჩუნებს კანს, ხელს უშლის თავზე გნეისის (ქერქების) წარმოქმნას;
ხელს უწყობს თირკმელებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციობას; სხვა ვიტამინებსა და მიკროელემენტებთან კომბინაციაში უზრუნველყოფს ორგანიზმის ხანგრძლივ დაცვას; აქვეითებს შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბების, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციის დარღვევის რისკს;
გავლენას ახდენს ვირუსებისა და ბაქტერიების საწინააღმდეგო თავდაცვითი ფუქციების ჩამოყალიბებაზე; უნარი შესწევს, გაანეიტრალოს ზოგიერთი კანცეროგენი. - რისი ბრალია სელენის დეფიციტის ჩამოყალიბება? - სელენის მთავარი მტრები ცომეული და ტკბილეულია, საიდანაც მიკროელემენტის ათვისება პრაქტიკულად არ ხდება. თუ დედა ხშირად კვებავს შვილს კონსერვებით, თუნდაც ქარხნული წარმოების წვენებით, ამით დიდ ზიანს აყენებს მას. სელენის უმნიშვნელო ნაკლებობაც კი ბავშვის ჯანმრთეელობაზე უარყოფითად აისახება. დეფიციტი თავდაპირველად შეუმჩნევლად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ თუ არასწორი კვება გაგრძელდა, მალე იჩენს თავს.
ამერიკის მეცნიერებთა აკადემიამ დაადგინა სელენის მოთხოვნილების მაქსიმალური დონე, ეს არის 400 მკგ/დღეში ადამიანებისთვის 19 წლის და ზევით.
დანიელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანები რომლებიც განიცდიან სელენის დეფიციტს, კორონარული დაავადების რისკი ეზრდება 70%-ით. როდესაც ფინეთში დაიწყეს საკვებზე სელენის დამატება, ქვეყანაში გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები შემცირდა 2,5 ჯერ, ონკოლოგიური დაავადებათა რიცხვი შემცირდა 1,8-ჯერ, ენდოკრინულ დაავადებები 77%-ით, საერთო დაავადებათა დონე კი 47%-ით.
აშშ-ს ონკოლოგიურ ნაციონალურმა ინსტიტუტმა ფართო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, რომელიც გრძელდებოდა 10 წელი, გამოაქვეყნა სენსაციური დასკვნები, რომ ადამიანები რომლებიც დღეში ღებულობდნენ 200 მიკროგრამ სელენს, ისეთი დაავადებები როგორიც არის ფილტვის, პროსტატის, მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბო, შემცირდა 49%-ით.
კოლასალური შესაძლებლობა, რომელსაც იძლევა სელენის მიღება, უკვე ფართო წრეებისათვის არის ცნობილი.
დოქტორ შრაუზერის გამოკვლევებით, თუ სისხლში სელენის ნაკლებობა 100 მკგ-ზე დაბალია, მაშინ შესამჩნევად იზრდება კაცებში სიკვდილიანობა პროსტატის კიბოთი.

რამდენად სასარგებლოა სელენი მამაკაცის ორგანიზმისთვის?
სელენი წარმოადგენს სპეციალური ფერმენტის ნაწილს, რომელიც იცავს უჯრედის დამცავ საფარს ჟანგვისა და განადგურებისგან.
სელენი - მამაკაცის ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია.
მიკროელემენტი გავლენას ახდენს ყველა სახის მამაკაცურ ფუნქციაზე: პოტენციაზე, სპერმის გამოყოფასა და სასქესო ორგანოების მუშაობაზე. სელენს არ გამოიმუშავებს ორგანიზმი, ამიტომ მისი მიღება აუცილებლად უნდა მოხდეს საკვების ან ბიოლოგიურად აქტიური დანამატების წყალობი. სელენი ეხმარება ორგანიზმს გამოიმუშავოს ისეთი მამრობითი სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი. სწორედ ტესტოსტერონზეა დამოკიდებული მამაკაცის სექსუალური მოქმედება,ლიბიდო,ერექცია, ეაკულაცია და სპერმის წარმოება.
სელენის დეფიციტი ამცირებს ტესტოსტერონის გამომუშავებას, რაც მთელ რიგ დარღვევებს იწვევს მამაკაცის სექსუალურ სფეროში:მას აღარ უჩნდება სექსუალური ლტოლვა, მისი სპერმა ხდება უნაყოფო,ვითარდება ერექცია,ორგაზმის მოდუნება, ხშირი ღამით შარდვის სურვილი. გარდა ამისა, ტესტოსტერონის დეფიციტი აუარესებს შრომისუნარიანობას, ვითარდება დეპრესია და სწრაფი დაღლილობა, სუსტდება მეხსიერება. ფიზიკური თვალსაზრისით, მამაკაცის კუნთების მასა მცირდება, იმატებს წონა და ვითარდება სიმსუქნე. თანამედროვე მამაკაცების კვებითი რაციონი ხშირად მოკლებულია ვიტამინებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტების, მათ შორის, სელენის რაოდენობით, რომელიც გავლენას ახდენს ტესტოსტერონის წარმოებაზე. მამაკაცების 40% ამ ჰორმონის ხანგრძლივი დეფიციტი მამრობით მენოპაუზას იწვევს. ეს პროცესი არ არის დამოკიდებული ასაკზე და შეიძლება ახალგაზრდებშიც კი შეინიშნოს.
სელენი ჩართულია სპერმატოგენეზის პროცესში.გამომუშავებული სპერმის რაოდენობა პირდაპირ მოწმობს მამაკაცის ორგანიზმში არსებული სელენის დონეზე.მიკროელემენტი პასუხისმგებელია შოლტების მთლიანობაზე, რომელიც უზრუნველყოფს სპერმატოზოიდების მოძრაობას. თუ სელენი დიდი ხნის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება მამაკაცის ორგანიზმს, სპერმის რაოდენობა იწყებს შემცირებას და უარესდება მისი ხარისხი.მასში შემავალი სპერმატოზოიდები ნაკლებად ძვრადი ხდება,იძენს არასწორ ფორმას: წარმოიქმნება ორი თავი, არ ვითარდება შოლტები და სხვა ანომალიები. მამაკაცს უდგინდება შემდეგი დიაგნოზი– ქრონიკული უნაყოფობა.
სტატისტიკურად წყვილების 45% სწორედ მამაკაცის უნაყოფობის გამო არ შეუძლია ბავშვების ყოლა! ბევრი ექიმი სწორედ მამაკაცებში სელენის ქრონიკული დეფიციტს მიიჩნევს უშვილობის ერთ–ერთ მიზეზად.
სელენს ახასიათებს ანტიოქსიდანტური აქტივობა. იგი იცავს კვერცხუჯრედებს თავისუფალი რადიკალების გადაჭარბებული რაოდენობისგან. ის ამცნობს პროსტატის უჯრედების ზრდასა და მისი მოცულობის მატებას.
სელენი მოქმედებს როგორც ონკოპროტექტორი, განსაკუთრებით პროსტატის კიბოსთან მიმართებაში. იგი ამცირებს ავთვისებიანი სიმსივნური ქსოვილების გავრცელებას.
სელენი ხელს უშლის ქვების ფორმირებას პროსტატაში, და თუკი ისინი უკვე არსებობს, მასში შემავალი მიკროელემტი ანადგურებს მათ, ისინი იშლება და ქრება.
სელენის ნაკლებობა რამდენჯერმე ზრდის მწვავე ან ქრონიკული პროსტატის განვითარების შანსს. დაავადებას თან ახლავს არა მხოლოდ მტკივნეულ და ხშირი შარდდენა , არამედ სექსუალური აქტივობის შემცირებაც. ქრონიკული პროსტატიტის განვითარებამ შეიძლება პოტენციის სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს–ერექციის პროცესი, ნაადრევი ეაკულაცია, და უშვილობა. გარდა ამისა, ანთების პროცესი პროგრესირებადია. ამიტომ, დროთა განმავლობაში, ის მოქმედებს შარდის სისტემაზე, იწვევს შარდის მწვავე შეფერხებას, თირკმლის უკმარისობას. ქრონიკული პროსტატიტის ხანგრძლივობა რამდენჯერმე ზრდის პროსტატის კიბოს გაჩენის რისკს.
სელენის დეფიციტი ასევე იწვევს პროსტატის ჯირკვალში მცირე ქვების ჩამოყალიბებას. ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს ქვების არსებობამ შეიძლება გამოიწვიოს ნაწიბურების გაჩენა და პროსტატის ჯირკვლების დაჭმუჭვნა(დანაოჭება).პროსტატის ფორმულა შეიცავს ამ უნიკალურ კომპონენტს.


გამოიყენება - (ზოგადად ცნობილი ინფორმაცია)
- სელენის დეფიციტის პროფილაქტიკა, მკურნალობა.
- იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
- მამაკაცებში უშვილობის სამკურნალოდ.
- ტესტოსტერონის ნაკლებობის დროს.
- სპერმის ნაკლებობის დროს.
- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია.
- ონკოლოგიური დაავადებები. (სიმსივნური პროცესების დროს).
- სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი.
- თმის ცვენა,ფრჩხილების მტვრევა.
- ძვალსახსროვანი პათოლოგია.
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.
- თირეოიდული ოფთალმოპათია.
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება (მაკულოდისტროფია), კატარაქტა.
- წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერტროფია.
- პანკრეატიტი.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი.
- გაფანტული სკლეროზი.
- კუნთოვანი დისტროფიები.
- რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა.
- აუტოიმუნური დაავადებები (ართრიტი, წითელი მგლურა, ფსორიაზი).
- რევმატოიდული ართრიტი.
- დერმატიტი, სოკოვანი ინფექციები, კვანძოვანი გამონაყარი.
- არახელსაყრელ გარემო პირობებში ყოფნა.
- მავნე ჩვევების უარყოფითი ეფექტების შესუსტება.


მიღების წესი
ზრდასრული ადამიანებისთვის 1-(ერთი) კაფსულა 1 - (ერთხელ) დღეში სასურველია ჭამის დროს.

რეკომენდირებული არ არის
რეკომენდირებული არ არის ორსულობის დროს.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

შეკვეთილი პროდუკტის მოწოდება ხდება უშუალოდ სახლში მიტანით.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე:
ბიო აფთიაქი : 598-42-30-01

ნებისმიერი მცენარეული, ბიო ან სხვა დანამატის ან პრეპარატის გამოყენებამდე: გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

73 other products in the same category