ქლოროფილი თხევადი.
ქლოროფილი თხევადი
ქლოროფილი თხევადი : ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, პანკრეატიტის, ანემიის მკურნალობის დროს. ქლოროფილის მეშვეობით ორგანიზმის დეტოქსი მარტივი და სასარგებლოა. წონის დასაკლები უნივერსალური საშუალება - მაღალ კონცენტრირებული ქლოროფილის სითხე აქვეითებს მადას რადგან მისი უნიკალური შემადგენლობა დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ავსებს ორგანიზმს აუცილებელი ელემენტებით, ის ითვლება მადის დასაქვეითებელი საუკეთესო - ბუნებრივი საშუალება. ქლოროფილი ცნობილია როგორც მწვანე სისხლი - სისხლის ფორმულის გასაუმჯობესებელი ნატურალური ბიო საშუალება. |
598 42 30 01 |
შემადგენლობა
|
✔ თხევადი ქლოროფილი: 59 მლ . |
ქლოროფილის ფასი
|
59 მლ : 110 ლ |
წარმოების ადგილი
|
აშშ |
ქლოროფილის მწარმოებელი
|
Horbaatch |
მიტანის სერვისი
|
✔ თბილისში უფასოა |
სამუშაო საათები
|
- |
ქლოროფილის თვისებები
ქლოროფილის აღწერილობა
|
თხევადი ქლოროფილი არის მცენარეული პიგმენტი, რომელიც აუცილებელია ფოტოსინთეზისთვის - მზის სხივის მონაწილეობით არაორგანული ნივთიერებებისგან ორგანული ნივთიერებების წარმოქმნის პროცესისთვის.
ქლოროფილი თხევადი მცენარეული და ბიოლოგიური სამყაროს ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.
ფოტოსინთეზის პროცესში ხდება ნახშირორჟანგის გარდაქმნა ქიმიურ ნახშირწყლებად, გამოიყოფა ჟანგბადი, რაც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვისაა აუცილებელი მათ შორის ბიოცენოზისთვის. ფოტოსინთეზის პროცესს სამართლიანად შეგვიძლია ვუწოდოთ ბუნების უდიდესი სასწაული.
სწორედ რომ ქლოროფილი (ბერძნულად chloros - მწვანე, phyllon - ფოთოლი), აძლევს მცენარეებს მწვანე შეფერილობას. მისი რაოდენობა მცენარეებში 1. 7-დან 5. 0% -მდე მერყეობს (მშრალ წონაზე).
ქლოროფილის წყარო : ქლოროფილის შემცველ პროდუქტებს შეიძლება სუპერ საკვებიც ვუწოდოთ, რადგან მათ ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში. ქლოროფილის წყარო - მწენარეებია .
თხევადი ქლოროფილის დამზადება
პირველი გახლავთ ალფალფა იგივე ლუცერნა - ქართულად იონჯა - იგი მცენარეებში ყველაზე მდიდარია ქლოროფილით.
ხოლო მეორე არის კონცენტრატი, რომელიც იონჯასგან (ალფალფა) მზადდება. მის შემადგენლობაში ორგანიზმისთვის ყველა საჭირო მინერალი და ქიმიურ ელემენტია, მათ შორის ბევრი იშვიათი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებიც.
მცენარის მდიდარი შემადგენლობა განპირობებულია მისი უჩვეულოდ განვითარებული ფესვთა სისტემით, რითაც მას შეუძლია ნიადაგში არსებული ყველაზე ღრმა ფესვებიდანაც კი გამოიტანოს საკვები ნივთიერებები.
გასული საუკუნის 70-იან წლებში იაპონიაში დაამტკიცეს თხევადი ქლოროფილის ეფექტურობა ინფექციურ დაავადებების დროს. 1976 წელს ებრაელმა მეცნიერებმა თხევადი ქლოროფილის გამოყენებით თაგვებზე წარმატებული ექსპერიმენტები ჩაატარეს მწვავე პანკრეატიტის განხრით. 1979 წელს შეერთებულ შტატებში ჩატარდა არაერთი კვლევა, რის შედეგადაც დადგინდა რომ თხევადი ქლოროფილს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ექსპერიმენტის დროს მათ თაგვებს მსხვილი ნაწლავის სიმსივნე განუვითარეს. იმ ცხოველებს რომლებთაც ისინი საკვებში თხევად ქლოროფილს უმატებდნენ, სიმსივნე არ უვითარდებოდათ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მწვანილისა და ბოსტნეულის გამოყენება ხელს უშლის კიბოს განვითარებას და, უპირველეს ყოვლისა, ნაწლავის კიბოს განვითარებას. მეცნიერებმა შეისწავლეს დაახლოებით 60 მცენარეული სახეობა და დაამტკიცეს, რომ მათ უმრავლესობას სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აქვს. თუმცაღა, მათი მაღალ ტემპერატურაზე გათბობა ან დუღილი მათ ამ თვისებებს ართმევს. მხოლოდ და მხოლოდ თხევადი ქლოროფილი ითვლება მთავარ ანტიკარცინოგენულ ფაქტორად, რადგან მას შეუძლია თავიდან აიცილოს დნმ-ს სტრუქტურის რღვევა. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ქლოროფილი თხევადი, ანტიმუტაგენია. იგი დაწყებით სტადიაშივე ბლოკავს ჯანსაღი უჯრედების სიმსივნედ გადაქცევის პროცესს.
მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, მიჩიგანის შტატის(აშშ) სტომატოლოგებმა შეისწავლეს თხევადი ქლოროფილის მოქმედება პირის ღრუს მიკრობიოცენოზზე (მიკროეკოლოგიაზე). დოქტორ რობერტ ნარამ შეიმუშავა სტომატოლოგიური კარიესის პროფილაქტიკის პროგრამა, გამოიყენა კბილის პასტა, რომელიც შეიცავს ქლოროფილს თხევად ფორმაში. მეცნიერმა ივარაუდა, რომ ქლოროფილი თხევადი, რომელიც მონაწილეობს ფოტოსინთეზში, უშუალოდ არის დაკავშირებული ჟანგბადის წარმოებასთან, და შესაძლოა სწორედ რომ ჟანგბადი წარმოადგენს ყველაზე ძლიერ ანტიბაქტერიულ საშუალებას, მათ შორის ბაქტერიებისასაც რომლებიც კარიესს იწვევენ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
|
✅ დეტოქსიკაცია
✔ ქლოროფილი თხევადი ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას; ✔ ხელს უწყობს ქსოვილების განახლებას და ჭრილობის სწრაფ შეხორცებას; ✔ ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება; ✔ ხელს უწყობს და ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას; ✔ ფლობს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას; ✔ ანეიტრალებს და გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან; ქლოროფილის ანტიოქსიდანტური და დეტოქსიკაციული თვისებები: თხევადი ქლოროფილი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. როგორც ყველა ანტიოქსიდანტი, იგი ებრძვის თავისუფალ რადიკალებსა და კანცეროგენებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დნმ-ს და ახდენენ ორგანიზმში სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების განვითარებას, როგორიცაა ავთვისებიანი უჯრედების უკონტროლო ზრდა. ქლოროფილს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ქიმიურ კანცეროგენებსა და საკვებ ტოქსინებს, შეამციროს წამლებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები. წინ აღუდგეს რადიაციულ დაზიანებებს და დაიცვას ორგანიზმი ულტრაიისფერი გამოსხივების უარყოფითი ზეგავლენისგან. ასევე შეამციროს რისკ ფაქტორები თამბაქოს მოხმარების დროს. ქლოროფილს აქვს ჰეპატოპროტექტორული თვისებები, აღადგენს ღვიძლის მუშაობას, უზრუნველყოფს რეალურ დახმარებას ალერგიის დროს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და ალერგენების გამოდევნით. ქლოროფილი თხევადი კურნავს თირკმელებს, ხელს უშლის მათში ქვიშისა და ქვების წარმოქმნას, მოქმედებს როგორც სუსტი შარდმდენი საშუალება. თხევადი ქლოროფილი საუკეთესოდ ხსნის ნაბახუსევის სინდრომს |
✅ სისხლი
დამტკიცებულია, რომ ქლოროფილი თხევადი ეფექტურია ანემიის დროს, რადგან იგი ააქტიურებს სისხლის წარმოქმნას. ქლოროფილი თხევადი ასტიმულირებს ძვლის ტვინს, რის შედეგადაც იზრდება ერითროციტების - სისხლში ყველაზე მრავალრიცხოვანი წითელი უჯრედების წამოქმნა. თხევადი ქლოროფილი ააქტიურებს ფერმენტების მოქმედებას, რომლებიც მონაწილეობენ K ვიტამინის სინთეზში, რაც აუცილებელია სისხლის ნორმალური კოაგულაციისთვის. გარდა ამისა, ქლოროფილის სითხე თავისთავად მდიდარია ბუნებრივი K ვიტამინით. თხევადი ქლოროფილის მიღება სასარგებლოა ცხვირის და მენსტრუალური ძლიერი სისხლდენის დროს. როგორც დეტოქსიკატორი, ქლოროფილი თხევადი ხელს უწყობს სისხლიდან ტოქსინებისა და დაგროვილი მედიკამენტული პრეპარატების გამოდევნას. |
✅ იმუნიტეტი
ფაგოციტოზის სტიმულირებით, თხევადი ქლოროფილი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ ფუნქციას. ზრდის ორგანიზმის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს მრავალ დაავადებას, მათ შორის ვირუსულ ინფექციებს. ეფექტურია ჰერპესის, გაზრდილი დაღლილობისა და ხშირი გაციების დროს. ქლოროფილის ანტიბაქტერიული მოქმედება: ქლოროფილის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი თვისება, მისი ანტიბაქტერიული მოქმედებაა. სწორედ მას ეფუძნება აზოტის ცვლის აქტივაცია ორგანიზმში. არ აქვს მნიშვნელობა ბანალურ გაციებაზე თუ რომელიმე ქრონიკულ დაავადებაზე ვსაუბრობთ, ქლოროფილი თხევადი თავისი ანტიბაქტერიული თვისებებით ებრძვის ნებისმიერ დაავადების გამომწვევ ორგანიზმებს, ზრდის ქსოვილების რეგენერაციას და ჭრილობის შერორცების პროცესს. თხევადი ქლოროფილი აჩერებს ანაერობული ბაქტერიებისა და ნაწლავის სოკოს ზრდას, ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. ყველანაირი სახის პათოლოგიების დროს თხევადი ქლოროფილი არამარტო შინაგანი გამოყენებისთვისაა საუკეთესო არამედ ყელში სავლებ საშუალებადაც. თხევადი ქლოროფილი გამოიყენება ასევე გარეგანი დაზიანებების დროს ჭრილობის შეხორცების მიზნით, დამწრობის, კანის ანთების, ნაწოლებისა და ა. შ. თხევადი ქლოროფილი ბლოკავს კარიესს და ღრძილების ანთებას. საუკეთესო დამხმარეა პაროდონტოზისა და გინგივიტის დროს. ქლოროფილის როგორც საკვები დანამატის მიღება სეზონურ ინფექციებს აგარდებთ თავიდან. |
✅ საჭმლის მონელება
✔ ქლოროფილი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას შემდეგნაირად: ✔ ებრძვის მიკროორგანიზმების პათოგენების, ხელს უშლის ნაწლავში პორტრაქტიული და დუღილის პროცესების განვითარებას; ✔ ზრდის კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების გამომუშავებას. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას ✔ იცავს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს, ხსნის ანთებას, აჩქარებს წყლულების შეხორცებას; ✔ მხარს უჭერს ჯანმრთელ ნაწლავურ ფლორას; ✔ ქლოროფილი კარგი სტიმულატორია ცუდი მადის მქონე ბავშვებისთვის. |
✅ კიბოს საწინააღმდეგო
რადგანაც ქლოროფილი იმუნოსტიმულატორი და ანტიოქსიდანტია, იგი იცავს კანს კანცეროგენების ფართო სპექტრისგან (ლათ. cancer - კიბო), ქლოროფილი საუკეთესოა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის. ქლოროფილის ონკოპროტექტორული თვისებები ასევე სძენს მას უნარს მწყობრში მოიყვანოს კისლოტ-მჟავის ბალანსი. მაგნიუმი, რომელითაც მდიდარია ქლოროფილით, არის ტუტე მინერალი და ხელს უშლის ორგანიზმში მჟავიანობის მომატებას. და როგორც მოგეხსენებათ, ტუტე გარემო ხელს უშლის კიბოს უჯრედების ზრდას. |
დამატებით |
სიმსივნის საწინააღმდეგო
როგორც ანტიოქსიდანტი ქლოროფილი არის იმუნომოდულატორი და გამოდის ონკოპროტექტორის როლში. ქლოროფილში შემავალი მაგნიუმი, აბალანსებს პჰ ბალანს და ხდის მას ტუტოვანს, ამით კი კიბოს უჯრედების განვითარება ფერხდება.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნკციის აღსადგენად იოდი აუცილებელი კომპონენტია. ქლოროფილი გაჯერებულია იოდით.
ქლოროფილი ქალებისთვის:
თხევადი ქლოროფილის გამოყენება ამსუბუქებს რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულ ქალთა მდგომარეობას, რომელიც გამოწვეულია საშვილოსნოს სისხლდენით ან მძიმე მენსტრუაციით. ქლოროფილი ამცირებს მენსტრუაციის სიჭარბეს. აღადგენს სისხლის სიმკრივეს მისი შედიდების შემთხვევაში. ამცირებს სისხლდენას, ამცირებს სხეულის ანთებას. ქლოროფილის იყენებენ კანის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, მაგალითად:
კანის დაბერების თავიდან ასაცილებლად. ქლოროფილი საუკეთესოა უძილობის სამკურნალოდ, ის აუმჯობესებს და ასტაბილურებს ფსიქო ემოციურ მდგომარეობას და საუკეთესოა დეპრესიის ასაცილებლად. ქლოროფილი ხელს აღადგენს დასუსტებულ ორგანიზმს მშობიარობის , ასტიმულირებს ქალის ჰორმონის ესტროგენის გამომუშავებას. ქალბატონებისთვის და მამაკაცებისთვის ქლოროფილი ჰორმონალური ბალანსის ბუნებრივი აღმდგენია.
ქლოროფილის გამოყენება
|
✔ სისხლის ფორმულა.
• რკინადეფიციტური ანემია და მისი მკურნალობა;
• ერიტროციტების ნაკლებობის მკურნალობა,
• წითელი უჯრედების გამომუშავება;
( აღადგენს, ზრდის და ავსებს სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობას );
ჰემოგლობინის ამწევი;
• სისხლის რეგენერაცია;
• სისხლის შედედების დაქვეითება;
• ლიმფის გაწმენდა;
• ქოლესტერინის დამწევი პრეპარატი;
✔ დეტოქსი.
• ტოქსინების გამოდევნა ორგანიზმიდან;
• ორგანიზმის დეტოქსიკაცია,
( შლის შლაკებს, ტოქსინებს და მძიმე ლითონებს );
• მარილების გამოდევნfა;
• ქვებისგან გაწმენდა;
• ცხიმის დამშლელი;
• წონის დაკლების საშალება;
✔ ვირუსები / ტოქსინები.
• ჰერპესის საწინააღმდეგო;
• ინტოქსიკაციის მკურნალობა;
• ვირუსის საწინააღმდეგო,
( ფლობს ანტიბაქტერიულ და სადეზინფექციო მოქმედებას );
• ხელს უშლის უჯრედების მუტაციას,
( არის შესანიშნავი კიბოს საწინააღმდეგო საშუალება );
• გამოხატული ანტიბაქტერიულ მოქმედება;
• ამცირებს კანდიდოზის გამოვლინებებს;
✔ იმუნიტეტი.
• იმუნიტეტის გამაძლიერებელი,
( აძლიერებს და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას );
• ძალების აღმდგენი;
• ხელს უწყობს ქსოვილების საერთო განახლებას და ტონუსს;
✔ კუჭ-ნაწლავი.
• ნაწლავების გაწმენდა;
• ნაწლავური ფლორის აღმდგენი;
• საჭმლის მომნელებელი პრობლემები;
• სწორი ნაწლავის სოკოს საწინააღმდეგო;
( ახდენს კუჭისა და ნაწლავების მუშაობის ნორმალიზებას ) .
• საჭმლის მონელების გაუმჯობესება;
• ტვინის მკვებავი - აქტივატორი;
• ფარისებრი ჯირკვლის ზომაში შემცირება;
• პანკრეასის აღდგენა,
( ემსახურება პანკრეასის უროლიტიზის დაავადებების პროფილაქტიკას );
• აუმჯობესებს მხედველობას;
• ჩიყვის ბუნებრივი წამალი;
• საჭმლის მონელების გაუმჯობესება;
✔ კანი.
• ამცირებს კანის ანთებას;
• კანის სიმშრალე,
( აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, კარგად ატენიანებს კანს და აჩქარებს ჭრილობების, მოტეხილობების შეხორცებას );
• ასაკობრივი ლაქების მოცილება,
(აქრობს ასაკობრივ ლაქებს );
• აქრობს რბილი ქსოვილების შეშუპებას;
• აძლიერებს კანის რეგენერაციულ თვისებებს;
• ოფლიანობის საწინააღმდეგო;
• გაურკვეველი წარმოშობის სხეულის უსიამოვნო სუნი;
მიღების წესი
|
• ორი წვეთი დღეში ერთხელ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. |
უკუჩვენება
|
• ინდივიდუალური აუტანლობა. |
შენახვის პირობები
|
• ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. |
რჩევა
|
• ნებისმიერი ბიო დანამატის გამოყენებამდე, გირჩევთ: კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან . |