სელის თესლის ზეთი კაფსულებში
⭐ Flax Seed Oil ⭐
სელის თესლის ზეთი კაფსულებში შეიცავს ომეგა 3 კუჭნაწლავის მოსაწესრიგებელი მცენარე. ომეგა სამი ამ ზეთში ბევრად მეტია ვიდრე თევზის ქონში. გულის ელექსირი და ქოლესტერინის სისხლძარღვების გამწმენდი. ამ ნივთიერებებს შეუძლიათ არტერიული წნევის ნორმალიზება, სისხლში ცუდი ქოლესტერინის დაქვეითება და მეტაბოლიზმის გაუმჯობესება. მდიდარი შემადგენლობა სელის თესლის ზეთს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის ფასდაუდებელ წყაროდ აქცევს. სელის თესლის ზეთი კაფსულებში აუმჯობესებს ღვიძლის და ნაწლავების მუშაობას, გამოიყენება შეკრულობის შემთხვევაში აგრეთვე ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ ართრიტის და რევმატიზმის სამკურნალოდ. |
598 42 30 01 |
შემადგენლობა
|
✔ თითო კაფსულა : 1000 მგ სელის ზეთი |
ფასი
|
60 კაფ : 50 ლ. ცალობით | |
100 კაფ: 85 ლ. შეფუთვის | |
200 კაფ: 166 ლ. შეფუთვის |
წარმოების ადგილი
|
კანადა | აშშ |
მწარმოებელი
|
Swanson |
ხარისხი
|
✔ სელის თესლის ზეთის მწარმოებელი კომპანია, მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი ბრენდი უშვებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის: ნატურალურ (ეკოლოგიურად სუფთა), მცენარეულ, ბიოლოგიურ და მინერალურ ბიო დანამატებს. |
მიტანის სერვისი
|
✔ თბილისში უფასოა |
ანგარიშსწორება
|
✔ მიტანის შემდეგ |
სამუშაო საათები
|
- |
სელი
აღწერა
|
სელის თესლის ზეთი შეიცავს ომეგა 3 და არის სისხლძარღვების გამწმენდი. გულის ელექსირი - სელი აგრეთვე შეიცავს ცხიმოვან მჟავებს: ომეგა 6 და ომეგა 9, ის ამ სამივე მჟავების ყველაზე მდიდარი მცენარეული წყაროა. ომეგა 3 (ს) საკმარისი რაოდენობით შეიცავს მხოლოდ თევზის ქონი და სელის თესლის ზეთი.
ომეგა 3 (ის) და ომეგა 6 (ის) მაღალი შემცველობის გამო, სელის თესლის ზეთი ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
სელის თესლის ზეთი მდიდარია ვიტამინებით: ვიტამინი D, ვიტამინი E, B ვიტამინების კომპლექსი.
აგრეთვე სელის ზეთში შედის ისეთი ბიო ნივთიერებები როგირც არის: ტოკოფეროლები, ბეტა კაროტინი, მინერალები, მაკრო და მიკროელემენტები: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, რკინა, მანგანუმი, სპილენძი, ქრომი, სელენი, ალუმინი, ნიკელი, იოდი, ბორი და თუთია.
სელის თესლის ზეთის გამოიყენება ხშირია და მიღებულია ისეთ სფეროებში როგორიც არის : გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი , ქალებში ჰორმონალური დარღვევების დარეგულირება და რეპროდუქციული სისტემის დაავადებების მკურნალობა .
ხალხურ მედიცინაში სელის თესლის ზეთი კაფსულებში აგრეთვე გამოიყენება როგორც პარაზიტების საწინააღმდეგო წამალი. ცნობილია მისი ძალზე დადებითი მოქმედება ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში. სამკურნალო ეფექტი ვლინდება ანთებითი შარდ-სასქესო სისტემის დაავადებების დროს.
სელის საუკეთესო ფორმა : შესაძლებელია თუ არა სელის თესლის დაუმუშავებელი ფორმით მიღება (ჭამა)? ჩვენთვის ნედლი სელის თესლი არანაირ სარგებელს არ მოიტანს: ჩვენს კუჭს არ შეუძლია სელის თესლის მყარი ნაჭუჭის მონელება. ამ პროდუქტის ყველაზე იდეალური და მისაღები ფორმა არის სელის თესლის ზეთი კაფსულებში.
რატომ კაფსულებში ? რადგან ამ მდგომარეობაში ზეთი უცვლელად ინახება, ჰაერი და ამავ დროულად მიკრო ნაწილაკები არ ხვდება ზეთში, აქედან გამომდინარე ის არ განიცდის ქიმიურ ცვლილებას ამას გარდა, კაფსულა წარმოადგენს მისაღებად ზუსტად იმ დოზას, რომელიც იდეალურია ერთი მიღებისთვის.
თვისებები
|
✅ მამაკაცის ჯანმრთელობა
ამერიკელი მკვლევარების აზრით, სელის თესლის აქტიურ ნივთიერებებს შეუძლია შეამციროს პროსტატის კიბოს უჯრედების ზრდის ტემპი. სელის ზეთი ხელს უწყობს მამაკაცებში ტესტოსტერონის გამომუშავებას, რომელიც მამაკაწებში წარმოადგენს მთავარ სასქესო ჰორმონს , სელის ზეთი კაფსულებში არა მხოლოდ აუმჯობესებს პოტენციას, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის სპერმატოზოიდების რეპროდუქციას, რითაც ზრდის მამაკაცის ნაყოფიერებას. ამის გარდა სელის თესლის ზეთი აუმჯობესებს ანდროგენების (სასქესო ჰორმონების) გამომუშავებას და ზრდის ლიბიდოს - სექსუალურ მიზიდულობას საპირისპირო სქესის მიმართ. ეხმარება პოტენციის პრობლემებს. ის ძალზე სასარგებლოა სპორტსმენებისთვის ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ აღდგენის პერიოდში, რადგან შეიცავს ომეგა 3 , და სხვა ელემენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ გულის, კუნთების და ყველა ორგანოს სტრაფ აღდგენას და რეგენერაციას. |
✅ ქალის ჯანმრთელობა
ზეთის შემადგენლობა შეიცავს ლიგნანებს - ნაერთებს, რომლებიც აგებულებით ესტროგენის მსგავს ნაერთებს წარმოადგენენ. ლიგნანი არის ესტროგენის მსგავსი მოლეკულა, ამიტომ მას აქვს ესტროგენული ეფექტი, რომელიც ითვლება კარდიოპროტექტორად. სელის თესლის ზეთის ყოველდღიური გამოყენება დადებითად მოქმედებს ქალბატონების მეტაბოლიზმზე, რაც ნიშნავს, რომ ის ეხმარება ქალებს დაიცვან თავი მენოპაუზის დროს ონკოლოგიური პროცესებისგან. ზოგადად აღიარებულია, რომ სელის თესლის ზეთი ასტაბილურებს ჰორმონალურ ფონს და რადგან ის ზრდის სეროტონინის დონეს - აუმჯობესებს განწყობას ორგანიზმში "სიხარულის ჰორმონის - სეროტონინის დახმარებით. სელის თესლის ზეთი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, ამის წყალობით შესაძლებელია მენოპაუზის გამოვლინების შემცირება. სელის ზეთი ეხმარება ქალებს თავიდან აიცილონ ვარიკოზი ( ვენების - სისხლძარღვების გაფართოება ) . |
✅ კუჭ-ნაწლავის
ზეთის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალიზებას მთლიანობაში. კერძოდ, სელის ზეთი კაფსულებში აუმჯობესებს ღვიძლის მუშაობას, მისი სამკურნალო თვისებები გამოიხატება იმაშიც რომ ის აქრობს გულძმარვას. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ ყაბზობის მკურნალობისთვის, რადგან ის ეფექტურად ასუფთავებს ნაწლავებს არამარტო ტოქსინებისგან, პარაზიტებისგან და ჭიებისგანაც. სელის თესლის ცხიმოვანი ზეთი უკიდურესად სასარგებლო გავლენას ახდენს ნაწლავის ლორწოვანზე. ის ამცირებს სეკრეტორულ ფუნქციას, რითაც მცირდება კუჭის წვენის სეკრეციის აქტივობა. სელის თესლის ზეთი კაფსულებში ხელს უწყობს კუჭის ქსოვილების სწრაფ რეგენერაციას. გარდა ამისა, მას აქვს დამცავი თვისებები სხვადასხვა გამღიზიანებლების უარყოფითი გავლენისგან. |
✅ შაქრიანი დიაბეტი
|
✅ წონის დაკლება
ადამიანის სხეული გარდაქმნის სელის ზეთში არსებულ ალფა-ლინოლენის მჟავას ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებად, რაც შედეგად ხელს უწყობს წონის მართვას. კვლევების მიხედვით, სელის ზეთს შეუძლია მადის დათრგუნვა, მისი გამოყენების შედეგად ადამიანი გრძნობს თავს სავსეს. გარდა ამისა, სელის თესლი აუმჯობესებს გლიკემიურ კონტროლს სისხლში შაქრისა და ინსულინის დონის დაბალანსებით. ეს ეფექტორები გეხმარება წონის რეგულირებაში. სელის ზეთი ააქტიურებს ლიპიდურ მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს წონის დაკლებას. სელის თესლის ზეთი კაფსულებში: ✔ შესანიშნავად არეგულირებს მეტაბოლიზმის პროცესს; ✔ აუმჯობესებს საჭმლის მონელებას; ✔ საკვების მონელება იზრდება; ✔ შლის ტოქსინებს ნაწლავებიდან; ✔ აქვეითებს მადას. |
✅ ფილტვების გაჯანსაღება
ფილტვების ანთების მთავარი მიზეზები, ძირითადად, იმუნიტეტის დაქვეითება, არანორმირებული კვება, თამბაქოს აქტიური ან პასიური მოხმარება, გაცივებაა. დაავადება რესპირატორული ინფექციის, ბრონქიტის ან სხვა, მაგალითად, ბაქტერიების, სოკოსა და ა.შ. ფონზე ვითარდება. ხალხურ მედიცინაშ სელის თესლის ზეთი კაფსულებში ითვლება ერთ ერთ საუკეთესო და ძლიერ სამკურნალო, ნატურალურ ბიო საშუალებად. |
✅ გულსისხლძარღვთა სისტემა
|
✅ კანის მკურნალობა
ამ პროდუქტს აქვს უმდიდრესი ქიმიური შემადგენლობა, რაც კანის შემთხვევაშ იძლევა კომპლექსურ სამკურნალო ეფექტს : • შეიცავს ომეგა 6 და ომეგა 3 დიდი რაოდენობით, რაც ეხმარება უჯრედებს რეგენერაციაში, ააქტიურებს კოლაგენის წარმოებას, ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას, აქრობს წვრილ ნაოჭებს; • ნიაცინი (ვიტამინი PP) აუმჯობესებს უჯრედების ტონუსს, (ბუნებრივი პილინგის ეფექტი), ხელს უშლის კანის კიბოს განვითარებას; • თიამინი (ვიტამინი B1) ატენიანებს და არბილებს კანს, შეუცვლელია კანის მომატებული სიმშრალისათვის; • ქოლინი (ვიტამინი B4) ხსნის კანის გაღიზიანებას და არბილებს მას, ხელს უშლის აკნეს და აქრობს გამონახარს; • ფილოქინი (ვიტამინი K) აუმჯობესებს სახის ფერს და კანის ზოგად მდგომარეობას; • ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) ხსნის ანთებას, იცავს კანს მავნე ზემოქმედებისგან, ებრძვის აკნეს. სელის ზეთის სარგებელი კანისთვის უკვე დიდი ხანია დადასტურებულია. სელის ზეთის რეგულარული გამოყენება საშუალებას გაძლევთ გადაჭრათ მთელი რიგი პრობლემები, როგორც კოსმეტიკური, ასევე სამედიცინო სახის: |
✅ ჭიების გამოდევნა
სელის თესლის ზეთში შემავალ მჟავებს პოლისაქარიდებთან ერთად გააჩნით ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი. ხოლო ვიტამინები და სხვა კომპონენტები ხელს უწყობენ იმუნური სისტემის გაძლიერებას, რაც მნიშვნელოვანია ჰელმინთური ინფექციის შემთხვევაში. კიდევ ერთი სასარგებლო თვისება, რაც გააჩნია სელის თესლის ზეთს პარაზიტების წინააღმდეგ, არის მისი გამწმენდი მოქმედება. ჭიებით და მათი ტოქსინებით დაავადებული და დაზიანებული ორგანიზმი, პირველ რიგში უნდა გაიწმინდოს რათა მოხდეს ორგანოებისა და სისტემების ნორმალური ფუნქციონირების აღდგენა. სელის ზეთი, ნაწლავებში მოხვედრისას, ქმნის ერთგვარ დაცულ გარსს ორგანოების კედლებისთვის, ხელს უშლის მათთან პარაზიტების მიმაგრებას. შედეგად, ჭიები ვერ იკვებებიან და ვერ მრავლდებიან, ხოლო სელის თესლის ზეთის დამატებითი კომპონენტების მოქმედება იწვევს მათ დამბლას - პარალიზებას. სელის ზეთის ხანგრძლივი გამოყენება ანადგურებს პარაზიტებს ღვიძლში და ფილტვებშიც კი. |
გამოყენება
|
✔ კუჭნაწლავის დაავადებები;
• კუჭნაწლავის გაწმენდა;
• ნაწლავების ანთება;
• თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
• ყაბზობის საწინააღმდეგო;
• კოლიტის მკურნალობა;
• დიზენტერიის შემთხვევაში;
• ღვიძლის გაცხიმოვნება;
• ჰეპატიტის პროფილაქტიკის;
✔ ფილტვების ანთების მკურნალობა;
• ფილტვების გაჯანსაღება;
( სელის თესლის ზეთის გამოყენებით ფილტვების გაწმენდა ხდება ბევრად ეფექტურად და სტრაფად ) ;
✔ საყლაპავის ანთებითი დაავადებების;
✔ ბუასილის ხალხური წამალი;
✔ იმუნიტეტის გამაძლიერებელი;
✔ წნევის დამწევი ხალხური საშუალება;
✔ წონის დასაკლები;
✔ შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა;
✔ ჰორმონალური ბალანსის აღდგენა;
✔ რეპროდუქციული ჯანმრთელობა;
✔ ჰელმენტების მოსაშორებლად;
• პარაზიტების საწინააღმდეგო;
• პარაზიტებისგან გაწმენდა;
✔ კანის სამკურნალო;
• კანის ანთების საწინააღმდეგო;
• აკნეს საწინააღმდეგო;
• კანის სიმშრალის მკურნალობა;
• დერმატიტის, ეგზემის ან ფსორიაზის მდგომარეობის შემსუბუქება;
• ნაოჭების გასწორება;
(არბილებს ადრეულ ნაოჭებს, ზრდის კანის ელასტიურობას და ტონუსს);
• შეამციროს ზედმეტად ნაზი კანის მგრძნობელობა;
• კანის ტონუსში მოყვანა.
მიღების წესი
|
• თითო კაფსულა დღეში ორჯერ ჭამამის დროს. |
უკუჩვენება
|
• ინდივიდუალური აუტანლობა. |
შენახვის პირობები
|
• ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე. |
რჩევა
|
• ნებისმიერი ბიო დანამატის გამოყენებამდე, გირჩევთ: კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან . |
კითხვა ?
|