ჰიალურონის მჟავა
  • ჰიალურონის მჟავა

ჰიალურონის მჟავა. 60 კაფ:

50,00 GEL
Без налога

ჰიალურონის მჟავა კაფსულებში

სახსრების მკურნალობა და ნაოჭების შემცირების საუკეთესო საშუალება, აღადგენს სახსარშიდა სითხეს და მყესებს, ატენიანებს კანს, სახსრები, ძვლები და კანი ხდება მკვრივი და ელასტიური. საუკეთესოა ვისკოელასტიურობის გასაუმჯობესებლად. ტელ: 598423001

რაოდენობა / ფასი:
ცალობით - 60 კაფსულა : 50 ლარი
კოლოფი - 150 კაფსულა : 120 ლარი


შემადგენლობა : 200 მგ .

პროდუქტის მწარმოებელი
მწარმოებელი კომპანია : naturebell და horbaach.
მწარმოებელი კომპანია დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში.
მწარმოებელი უშვებს მაღალ ხარისხიან , ეკოლოგიურად სუფთა და მხოლოდ ნატურალურ ( მცენარეულ ) - პროდუკტებს.


შეკვეთილი პროდუქტის მოწოდება ხდება უშუალოდ ადგილზე მიტანით.
ადგილზე მიტანა ხდება იმავე დღეს.
ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე:
ბიო აფთიაქი : 598-42-30-01

ჰიალურონის მჟავის სამკურნალო თვისებები

ჰიალურონის მჟავის მოკლე აღწერა:
ჰიალურონის მჟავა ორგანიზმისათვის ერთგვარ მოლეკულურ ღრუბელს წარმოადგენს რომელიც უნარჩუნებს უჯრედებს სინესტეს, და ხელს უწყობს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას, მისი წყალობით ქსოვილი და კანი ელასტიური და მოქნილია.


რა არის ჰიალურონის მჟავა?
ჰიალურონის მჟავა - წარმოადგენს პოლისაქარიდს რომელიც მიეკუთნება გლუკოზამინოგლიკანების ოჯახს, იგი სხვადასხვა სტრუქტურებისა და ბიოლოგიურ სითხეების განუყოფელი კომპონენტია.იგი გვხვდება ადამიანის უჯრედებში, ცხოველების და ზოგიერთ ბაქტერიაშიც კი. ბიოლოგიის გაკვეთილებიდან ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი შედგება უჯრედებისგან, უჯრედები ქმნის ორგანოებს და უჯრედებსა და ორგანოებს შორის სივრცე შევსებულია შემაერთებელი ქსოვილებით.
ჰიალურონის მჟავა არის შემაერთებელი ქსოვილის ნაწილი და ინტერკულური მატრიცის მთავარი ელემენტი. შემაერთებელი ქსოვილი შეიძლება იყოს თხევად და მყარ მდგომარეობაში, ასევე გელის სახით.სითხის სახით ჰიალურონის მჟავას გვხვდება ნერწყვის, ცერებროსპინალურ და ასევე სინოვიალურ სითხეში (სითხე,რომელიც ავსებს სახსრების ღრუს).
მყარი სახით ჰიალურონის მჟავა გვხვედება ძვლის შემადგენლობში, ხოლო გელის სახით იგი იმყოფება მინისებრ სხეულში, ხრტილოვან და ქსოვილურ სითხეში. დიდი მოცულობით ჰიალურონის მჟავას სინთეზირებს კანის სპეციფიკური უჯრედები - ფიბრობლასტები.
ფიბრობლასტები დამაკავშირებელი ქსოვილების უჯრედებია, რომელთა ძირითადი ფუნქციაა ჰიალურონის მჟავის გარდა, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზირებაც.
ჰიალურონის მჟავის მთავარი მასა კონცენტრირებულია კანში, იგი მდებარეობს შემაერთებელ ქსოვილში დერმაში,კოლაგენის ბოჭკოებსა და ელასტინს შორის, ასევე რქოვანა შრეში. თუ ანალოგიურად შევხედავთ და ჩვენ კანს ლეიბის სახით წამოვიდგენთ,მაშინ კოლაგენი და ელასტინი პრუჟინებია,ხოლო ჰიალურონის მჟავა-პოროლონი, რომელიც ავსებს სივრცეს მათ შორის.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰიალურონის მჟავა ჩვენი სხეულის ბუნებრივი შემადგენელია. ის მასში სინთეზირდება და მონაწილეობს მრავალ ბიოლოგიურ პროცესში. მისი როლი სხეულში ნამდვილად ფასდაუდებელია.

ჰიალურონის მჟავის როლი ორგანიზმში
ჰიალურონის მჟავას გააჩნია შესანიშნავი თვისებები. ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული თვისება- არის უნარი დააკავოს და შეინარჩუნოს წყალი.
ცნობილია, რომ ჰიალურონის მჟავას ერთი მოლეკულა აკავშირებს წყლის 500 მოლეკულას. ის ასევე ფლობს ე.წ. "პამპერსის ეფექტი" - უნარს არ მისცეს ტენიანობას უფლება გამოვიდეს კანის უჯრედებიდან.
უჯრედოვანი მატრიცის მნიშვნელოვანი კომპონენტია-ჰიალურონატი,რომელიც უზრუნველყოფს უჯრედების სასიცოცხლო აქტივობას, მათ შორის სივრცის შევსებას. ჰიალურონის მჟავა მონაწილეობს პროლიფერაციის პროცესში (ქსოვილის წარმოქმნა უჯრედების გაყოფის გზით), უზრუნველყოფს ჟანგბადის, ლიმფოციტებისა და სისხლის სხვა მოლეკულების,მათ შორის საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას დაზიანებულ ქსოვილებში.

ჰიალურონის მჟავის სახეები
ფრაგმენტების რაოდენობის წყალობით,რომელიც ჰიალურონის მჟავის შემადგენლობაშია,მას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული წონა და სიგრძე.
დაბალმოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავას აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი გამოიყენება ტროფიკული წყლულის,დამწვრობის, ფსორიაზისა და სხვა კანის დაავადებების სამკურნალოდ. ამ ტიპის ჰიალურონი შედის გარე გამოყენების ისეთ საშუელბებში როგორიცაა: კრემები, ტონიკი, შრატი და ემულსიები. მათ შეუძლიათ, მისი თვისებების დაკარგვის გარეშე შეაღწიონ კანში. ჰიალურონის მჟავის დაბალ მოლეკულურ ფორმებს შეუძლია გაზარდოს კანის ელასტიურობა და შეავსოს უკვე ჩამოყალიბებული ნაოჭები. -დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავის ინექციის წონა 100 დან 500 კდა, იწვევს ენდოგენური ჰიალურონის მჟავის სინთეზს და ნეოკოლაგენოგენეზის პროცესს ფიბრობლასტების სტიმულირების ხარჯზე. იგი ასევე აქტიურად გამოიყენება სამედიცინო მიზნით, კერძოდ, ართრიტის ზოგიერთი ფორმებისა და ოფთალმოლოგიაში,თვალის სამკურნალოდ.
-ჰიალურნონის მჟავის მაღალმოლეკულური ფორმა წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაში კანის გაძლიერებული ჰიდრატაციის დროს.
მისი თვისებების წყალობით მას შეუძლია შეინარჩუნოს დიდი რაოდენობით წყლის მოლეკულები.მაღალმოლეკულური ჰიალურონის მჟავა 900კდა-დან ზევით ფლობს მაღალ რესტრუქტურიზაციისა და ანტიოქსიდანტურ თვისებებს.ამასთან,დაბალმოლეკულური ჰიალურონის მჟავასთან შედარებით,რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ინახება ქსოვილებში,მისი დეპონირება შეადგენს ორ კვირას.რაც უფრო მაღალია ჰიალურონის მჟავის მოლეკულური მასა,მით უფრო მაღალია პოლიმერული ქსელის მორფოგენეზი.

რატომ ვკარგავთ მას. მიზეზები
დროის სვლასთან ერთად, ორგანიზმში ჰიალურონის მჟავის დაშლის პროცესი სჭარბობს მის სინთეზს. რა მიზეზით ხდება ეს? როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ამის მიზეზი არ არის ასაკის მატება.. მთავარი მიზეზი - ეს კანის დაზიანებაა,რასაც A და B ტიპის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება იწვევს. ულტრაიისფერი სხივები აზიანებს კანის უჯრედებს და ამცირებს ჰიალურონის მჟავის სინთეზს.
ორგანიზმში ჰიალურონის მჟავის შემცირება ზრდის მის დაშლის პროცესს,ხდება მათი დაგროვება და ნელნელა გამოდევნა კანიდან.სინამდვილეში ეს პროცესი ორგანიზმის დამცავ ფუნქციას წარმოადგენს,რადგან ულტრაიისფერი დასხივება კანცეროგენეზის მთავარი მიზეზია,ხოლო ჰიალურონატი მონაწილეობს მიგრაციისა და სიმსივნური უჯრედების გაწოვაში.მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი რომელიც ხელს უწყობს ჰიალურონის მჟავის დეგრადაციას - ჰიალურონიდაზას ფერმენტია.ჰიალურონიდასა ყოფს ჰიალურონის მჟავას და ეს პროცესი უწყვეტად გრძელდება. ჰიალურონატის ძირითადი ნაწილი იშლება და ისევ ახლდება 24 საათის განმავლობაში. ჰიალურონის მჟავის მთელი მოცულობის სრული აღდგენა 3-4 დღის განმავლობაში ხდება. დაშლის მიზეზი შეიძლება იყოს:
- ასაკი;
- ულტრაიისფერი გამოსხივება;
- არასრულფასოვანი კვება
- მავნე ჩვევები (ნიკოტინი, ალკოჰოლი);
-ფსიქოემოციური მდგომარეობა;
- გარკვეული მედიკამენტების მიღება.
ეს ფაქტორები გავლენას ახდენენ არა მხოლოდ სინთეზირებული ჰიალურონის მჟავის რაოდენობაზე, არამედ მის სტრუქტურაზეც. ჰიალურონის მჟავის რაოდენობის შემცირება იწვევს წყლის შემცირებას რამოდენიმე უჯრედის სტრუქტურებში და ჩნდება დაბერების ნიშნები. გარდა ამისა, ბუნებრივმა დაბერების პროცესებმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიალურონის მჟავის ცვლა დერმაში,რაც უჯრედებს შორის შეშუპებას იწვებს. ყველა ეს პროცესი უარყოფითად მოქმედებს კანზე.იგი ხდება მშრალი, კარგავს ელასტიურობას და წარმოიქნება ნაოჭები.შედეგად: სარკეში ჩახედვა უკვე არასასიამოვნო პროცესი ხდება.

ჰიალურონის მჟავა შინაგანი გამოყენებისთვის
ჰიალურონის მჟავას ორი ტიპი არსებობს:
• ცხოველური წარმოშობის;
• ბიოტექნოლოგიური სინთეზის საფუძველზე.
წლების მანძილზე ცხოველური წარმოშობის ჰიალურონის მჟავა გამოიყენებოდა.დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენება ცხოველთა წარმოშობის ჰიალურონის მჟავა. მას ცხოველების ორგანოების გამოყენებით,ორ ფაზად წმენდის შედეგად იღებდნენ.(მოწიფული მამლის ბიბილოსგან , ჭიპლარიდან).ასეთ პრეპარატებში ნარჩუნდებოდა ცხოველის ცილები და პეპტიდები, რომლებიც ხელს უწყობდნენ ალერგიული რეაქციების განვითარებას.
დღესდღეობით ბიოქიმიური გზით მიღებული ჰიალურონის მჟავა გამოიყენება.
ბიოქიმიური მეთოდი საშუალებას იძლევა მივიღოთ დიდი რაოდენობით სასურველი მოლეკულური წონის ნივთიერება მისაღები სტრუქტურით.
ყველაზე ეფექტურად ითვლება სტაბილიზირებული ჰიალურონის მჟავა.
სტაბილიზირებული ჰიალურონის მჟავით მომზადებული პრეპარატები კანში დიდი ხნის განმავლობაში ინახება, ქმნის ჰიდროსარეზერვო პრეპარატების ფუძეს და დერმაში რეგენერაციულ პროცესებს ააქტიურებს.

ჰიალურონის მჟავა შინაგანი გამოყენებისთვის
იმ ქვეყნებში, სადაც მედიცინისა და კოსმეტოლოგიის დონე მაღალია,ჰიალურონის მჟავის კაფსულებისა და ტაბლეტების სახით გამოყენება, ყველაზე აქტიურ პროცედურებს შორის შედის,რომელიც მიმართულია ჯანმრთელობის,კანის სილამაზის,თმის,ასევე მხედველობის,გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებისა და სახსრების მკურნალობაზე.

ჰიალურონის მჟავის კაფსულები ან ტაბლეტები - ავსებს ორგანიზმს საკმარისი ჰიალურონის მჟავით და ინარჩუნებს ტენიანობას. ორგანიზმში მოხვედრისთანავე ჰიალურონის მჟავა სახსრების სითხისკენ მიემართება.მთელი სახსრების აპარატის სრული გაჯერების შემდეგ იგი აღწევს კანისა და თვალის არემდეც.
ჰიალურონის მჟავის კაფსულების ერთი კურსის რეკომენდირებული ხანგრძლივობაა 1 თვე,რომლისთვისაც განკუთვნილია 1 მთლიანი შეფუთვა.
კურსის დასრულების შემდეგ საგრძნობლად უმჯობესდება კანი,ხდება ელასტიური. დადებითი ცვლილებები შესამჩნევია არა მარტო სახის კანზე, არამედ მთლიანად სხეულზე.

ფარმაკოლოგია
ჰიალურონის მჟავა ტაბლეტებში:
• მთელი სხეულის კანი ხდება ელასტიური და ახალგაზრდული.
• ნორმალური ჰიდრობალანსი რბილი ქსოვილებისა და კანის უჯრედებში;
• ხელს უწყობს ტკაცუნის შემცირებას სახსრებში, ზრდის მათ მობილობას, ათავისუფლებს ტკივილის სინდრომს;
• დადებითად აისახება თვალის მდგომარეობაზე - ისინი ნაკლებად იღლება,ქრება ე.გ «ქვიშა თვალიდან»;
• უმჯობესდება მხედველობა (სხვათა შორის, ჰიალურონის მჟავა პირველად აღმოჩენილი თვალის უჯრედში 1934 წელს);
• ახლდება კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოების წარმოება და ხდება მათი ფიქსაცია საჭირო ადგილებში.

ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჰიალურონის დეფიციტის შესავსებად აუცილებელია კვების რციონზე დაკვირვებას და ისეთი საკვების დანამატების მიღება რომელიც შეიცავს ჰიალურონის მჟავას. იაპონიის მეცნიერთა აზრით, ხელოვნურად გაზრდილი მოლეკულები უფრო სტაბილური ხდება და ბევრად კარგად შეიწოვება ორგანიზმში.
ჰიალურონის მჟავის ტაბლეტები და კაფსულები ავსებს ორგანიზმს ჰიალურონის მჟავით და აღწევს ყველა ზემო აღნიშნულ ეფექტს.


გამოიყენება - (ზოგადად ცნობილი ინფორმაცია)
• სახსრების მკურნალობა ;
• სახსარშიდა სითხის აღდგენა ;
• ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები სასიცოცხლო სისტემის ფუნქციონირების პროცესში;
• საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების პათოლოგია (ყველაზე ხშირად - სახსრებ-შიდა ჩანთის გაუარესება);
• ანთებითი პროცესები;
• ხედვის ორგანოების სხვადასხვა დაავადებები (მშრალი თვალის სინდრომი, ვიწრო და რქოვანი პათოლოგიები და სხვ.);
• ორგანიზმში ჰიდრაბალანსის დარღვევა;
• კანის საფარველისა და კანის სიმშრალე,ღრმა და მცირე ნაოჭები;
• კანის დაზიანება პილინგისა და სხვა აგრესიული ზემოქმედების შედეგად;
• ტრავმა და რეაბილიტაციის პერიოდი.


მიღების წესი
1 კაფსულა დღეში 2-ჯერ ჭამის დროს.

რეკომენდირებული არ არის
ინდივიდუალური აუტანლობა;


შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

შეკვეთილი პროდუკტის მოწოდება ხდება უშუალოდ სახლში მიტანით.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე: 598-42-30-01

ნებისმიერი მცენარეული, ბიო ან სხვა დანამატის ან პრეპარატის გამოყენებამდე: გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

61 other products in the same category