ვიტამინი დ3
  • ვიტამინი დ3

ვიტამინი დ3. 5000 UI.

95,00 GEL
Без налога

ვიტამინი დ3 კაფსულებში

ვიტამინი დ3 - მზის ენერგია ერთ კაფსულაში, ტელ: 598423001

კოლოფის ფასი:
180 კაფსულა : 95 ლარი .

კაპსულის წონა: 5.000 UI .

პროდუქტის მწარმოებელი
მწარმოებელი კომპანია : Doctor Best.
მწარმოებელი კომპანიები: კანადა / შეერთებული შტატები.
მწარმოებლები უშვებენ მაღალ ხარისხიან , ეკოლოგიურად სუფთა და მხოლოდ ნატურალურ ( მცენარეულ ) - პროდუკტებს.


შეკვეთილი პროდუქტის მოწოდება ხდება უშუალოდ ადგილზე მიტანით.
ადგილზე მიტანა ხდება იმავე დღეს.
ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე:
ბიო აფთიაქი : 598-42-30-01

ვიტამინ დ3 - სამკურნალო თვისებები

ვიტამინ დ3 აღწერა:
ვიტამინი D-ს როლი ორგანიზმში:
ვიტამინი D მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმში კალციუმ-ფოსფატების ადეკვატური ბალანსის შენარჩუნებისათვის, დადებით გავლენას ახდენს ძვლის მეტაბოლიზმზე, უზრუნველყოფს სისხლში კალციუმის საჭირო დონის შენარჩუნებას;
ვიტამინი D ასევე მნიშნელოვანია კუნთების ნორმალური ფუნქციონირებსათვის (განსაკუთრებით გულის კუნთისთვის);
ვიტამინი D მონაწილეობს უჯრედის გაყოფის პროცესში, კერძოდ, სხვადასხვა მექანიზმების საშუალებით ის მოქმედებს: პროლიფერაციაზე, აპოპტოზზე, დიფერენციაზე, ანთებაზე და ანგიოგენეზზე;
ვიტამინი D3 წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციისა და ზრდის პროცესს.
ვიტამინი D3 წარმოადგენს ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომოუშავებული ვიტამინ D-ს ბუნებრივ ფორმას. ვიტამინ D2-თან შედარებით ხასიათდება 25%-ით უფრო მეტი აქტივობით; იგი აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. პრეპარატი მოქმედებს ნაწლავებზე, თირკმელებზე და ძვლის ქსოვილზე. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავების მიერ კალციუმისა და ფოსფატების შეწოვის პროცესში, მინერალური მარილების ტრანსპორტში და ძვლების კალციფიკაციის პროცესში; არეგულირებს აგრეთვე, კალციუმისა და ფოსფატების გამოყოფას თირკმლის საშუალებით. კალციუმის იონების კონცენტრაცია მოქმედებს მთელ რიგ ბიოქიმიურ პროცესებზე, რომლებიც მონაწილეობენ ჩონჩხის მუსკულატრუის ტონუსის შენარჩუნებაში, ნერვული აგზნების გამტარებლობაში და სისხლის შედედების პროცესში. ვიტამინ D ლიმფოკინების წარმოქმნის პროცესზე ზემოქმედებით მონაწილეობს აგრეთვე იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
საკვებში ვიტამინი D-ს უკმარისობა, მისი შეწოვის პროცესის დარღვევა, კალციუმის დეფიციტი, აგრეთვე, მზის სხივების ექსპოზიციის არ არსებობა, ბავშვის სწრაფად ზრდის პერიოდში, იწვევს რაქიტს; მოზრდილებში ოსტეომალაციას, ორსულ ქალებში შესაძლებელია ტეტანიის სიმპტომების განვითარება, ხოლო ახალშობილებში კბილის ემალის წარმოქმნის დარღვევა. ქალებმა მენოპაუზის პერიოდში ჰორმონალური დარღვევებით გამოწვეული ოსტეოპორზის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა, გაზარდონ ვიტამინი D-ს დოზა.
ვიტამინი D3-ს წყალხსნარი მის ზეთოვან ხსნართან შედარიებით უფრო კარგად შეიწოვება. დღენაკლულ ბავშვებში ადგილი აქვს ნაღვლის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნას და მის გადასვლას ნაწლავებში, რაც აფერხებს ვიტამინების ზეთოვანი ხსნარების შეწოვის პროცესს. პერორალურად მიღებისას ქოლეკალციფეროლი აბსორბირდება წვრილ ნაწლავში.
იგი გაივლის პლაცენტურ ბარიერს და ექსკრეგირებს დედის რძეში.
მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში. პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდი სისხლის პლაზმაში შეადგენს რამოდენიმე დღეს და თირკმლის დაავადების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გახანგრძლივება.
ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.
ვიტამინი D უზრუნველყოფს იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებას.

ვიტამინი D-ს გამოყენების ჩვენებები და ვიტ. D-ს დეფიციტის რისკის ჯგუფი:

შენობაში მჯდომარე სამუშაო/ცხოვრების სტილი;
ბუნებრივად მუქი ფერის კანი;
მზის დამცავი კრემების აგრესიული გამოყენება ( მაგ. 30 SP ფაქტორიანი კრემი 95%-ით აფერხებს D ვიტამინის წარმოქმნას ორგანიზმში);
კანის დაავადებები (ვიტილიგო, ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ეგზემა);
45 წლის ზემოთ ასაკი (ოსტეოპოროზის და მოტეხილოების რისკი);
ორსულობა და ლაქტაცია;
ჭარბწონიანობა ( რაც მეტია სხეულის მასის ინდექსის -BMI), მით მეტად გამოხატულია D ვიტამინის დეფიციტი);
მალაბსორბციის სინდრომი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებები);
თირკმლის სხვადასხვა პათოლოგიები;
ენდოკრინული დაავადებები (დიაბეტი ტიპი 1 და 2, თირეოიდული პათოლოგიები და სხვა);
გარკვეული ტიპის მედიკამენტების გამოყენება (მაგ.: ანტიკონვულსანტები, კლუკოკორტიკოიდები, ანტიფუნგალური, შიდსის და C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებები);
სიმსივნური დაავადებები;
ქიმიოთერაპია;


გამოყენება
• ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები სასიცოცხლო სისტემის ფუნქციონირების პროცესში;
• ვიტამინ D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
• "მზის დეფიციტი"
• რაქიტის, ჰიპოკლაციემური ტეტანიის, ოსტეომალაციის და მეტაბოლური პროცესების დარღვევით მიმდინარე ძვლის დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა (როგორიცაა ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათეოზი), ვიტამინ D-ს შეწოვის პროცესის შემცირებით გამოწვეული მდგომარეოებების პროფილაქტიკა.
• როგორც დამატებითი სამკურნალო საშუალება ოსტეოპორზის მკურნალობის დროს.


მიღების წესი
1 კაფსულა დღეში ერთხელ.

რეკომენდირებული არ არის
ინდივიდუალური აუტანლობა;


შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

შეკვეთილი პროდუკტის მოწოდება ხდება უშუალოდ სახლში მიტანით.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე:
ბიო აფთიაქი : 598-42-30-01

ნებისმიერი მცენარეული, ბიო ან სხვა დანამატის ან პრეპარატის გამოყენებამდე: გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

61 other products in the same category