

ვიტექსის სასარგებლო თვისებები
ასტიმულირებს პროგესტერონის გამომუშავებას, ახდენს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას, აღადგენს ჰორმონალურ ბალანსს. ტელ: 598423001
შემადგენლობა:
ვიტექსის ექსტრაქტი : 300 მგ.
შავი კოხოშის ექსტრაქტი : 50 მგ.
ჩინური დუდნიკის ექსტრაქტი : 50 მგ.
ლაკრიცას ექსტრაქტი : 20 მგ.
სალბის ექსტრაქტი : 20 მგ.
ნარშავის ექსტრაქტი : 10 მგ.
წითელი ჟოლოს ექსტრაქტი : 10 მგ.
ვეულრი იამსის ექსტრაქტი : 10 მგ.
ბაბუაწვერას ფესვების ექსტრაქტი : 10 მგ.
აშვაგანდას ექსტრაქტი : 10 მგ.
ლიმნის პიტნის ექსტრაქტი : 10 მგ.
შავი პიმპილის ექსტრაქტი : 5 მგ.
ფასი კოლოფის : 60 კაფსულა - 115 ლარი.
პროდუქტის მწარმოებელი
მწარმოებელი კომპანია : DedicaD.
მწარმოებელი კომპანია დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში.
მწარმოებელი უშვებს მაღალ ხარისხიან , ეკოლოგიურად სუფთა და მხოლოდ ნატურალურ ( მცენარეულ ) - პროდუკტებს.
შეკვეთილი პროდუქტის მოწოდება ხდება უშუალოდ ადგილზე მიტანით.
ადგილზე მიტანა ხდება იმავე დღეს.
ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.
შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე:
ბიო აფთიაქი : 598-42-30-01
მსგავსი პროდუქტი : ფუტკრის რძე
ვიტექსი, იგივე აბრაამის ხე.
შემადგენლობა
ვიტექსი წმინდას ყველა ნაწილის ქიმიურ შემადგენლობაში შედის ალკალოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები _ კემპფეროლი, კასტიცინი, კვერცატაგეტინი, ვიტამინები და მიკროელემენტები, ეთერზეთები, რომლებიც შეიცავს ლინოლენს, ცინეოლს, საბინენს, პინენს და ორგანულ მჟავებს _ ვალერიანის, პროპიონის, პალმიტინის, კაპრონის, ცხიმოვან, ძმრის და ჭიანჭველის მჟავებს. სხვადასხვა ნივთიერებებით ყველაზე მდიდარია ვიტექსი წმინდას ნაყოფი _ მასში 0.5%-მდე ალკალოიდია, 3.5%-მდე მთრიმლავი ნივთიერებები, 0.6%-ზე მეტი ეთერზეთები და 1.3%-მდე მჟავებია.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტექსი წმინდას სამკურნალო თვისებების გარშემო ძირითადი კვლევები განახორციელეს გერმანელმა მეცნიერებმა. შედეგებმა აჩვენა, რომ მცენარის ექსტრაქტი ახდენს პროგესტერონის მსგავს მოქმედებას, ასტიმულირებს მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამონთავისუფლებას და ხელს უწყობს ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის გამომუშავებას, ასევე მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას, გამოიყენება მენოპაუზის პერიოდში, საშვილოსნოს მიომის და ფიბრომების დროს.
ვიტექსი წმინდას ახასიათებს დოფამინერგული აქტივობა, ნორმაში მოჰყავს გონადოტროპინების და სასქესო ჰორმონების კონცენტრაცია, შეიცავს რეკომბინანტურ დოფამინურ რეცეპტორებს და თრგუნავს პროლაქტინის სეკრეციას, უკავშირდება რა ჰიპოფიზის D2 დოფამინერგულ რეცეპტორებს. პროლაქტინი სტრესის ჰორმონია, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ ქცევაზე. ვიტექსის ექსტრაქტი ამცირებს პროლაქტინის დონეს, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს გონადოტროპინების და სასქესო ჰორმონების დონეს. პროლაქტინის მომატებულმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა და მასტოპათია. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ხალხურ მედიცინაში ვიტექსი გამოიყენება მასტოდინიის სამკურნალოდ, პრემენსტრუალური სინდრომის, საკვერცხეების დისფუნქციის და დისმენორეის, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის, მენსტრუალური ციკლის დარღვევების და/ან ყვითელი სხეულის უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობის დროს.
დღესდღეობით ფიტოესტროგენების მაღალი შემცველობის გამო ვიტექსი ითვლება მნიშვნელოვან სამკურნალო მცენარედ ჰორმონალური მოქმედების დასარეგულირებლად, იგი ასტიმულირებს ყვითელი სხეულის და ქალური ესტროგენების წარმოქმნას, რასაც ნორმაში მოყავს მენსტრუალური ციკლი. ეს პრეპარატები გამოიყენება კლიმაქსის გამოვლინებების შესამსუბუქებლად, მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად, ასაკობრივი ჰორმონების გამომუშავების დაქვეითების თანმდევი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.
ვიტექსს იყენებენ ნარჩენი ლაქტაციის შესაწყვეტად, პროლაქტინის (ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია რძის გამომუშავებაზე) დონის დასაქვეითებლად, ასევე პრემენსტრუალურ პერიოდში მკერდის ტკივილების დროს. ვიტექსის ექსტრაქტს აქვს გამოხატული პროგესტერონული მოქმედება.
წყვილს, რომელსაც ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, კვლავ ბუნება ეხმარება. მათთვის, ვისაც სურს დაფეხმძიმება, არსებობს მთელი რიგი მცენარეული საშუალებები. ვიტექსი წმინდა, იგივე აბრაამის ხე, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად რეკომენდებული მცენარეა პრემენსტრუალური სიმპტომების შესამცირებლად. თანამედროვე კვლევებმა დაამტკიცა, რომ ვიტექსი წმინდა ეფექტურია ზოგიერთი სახის უნაყოფობის შემთხვევაშიც. აბრაამის ხის ნაყოფი ექსტრაქტის სახით გამოიყენება სასქესო ჰორმონების დონის ნორმალიზებისთვის ჰორმონალურ კონტრაცეპტივებზე უარის თქმის შემთხვევაში, ასევე ენდომეტრიოზის და ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. აბრაამის კენკრა მოქმედებს უშუალოდ ჰიპოფიზზე, აინჰიბირებს ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციას და ასტიმულირებს მალუთეინიზირებელი ჰორმონის წარმოქმნასა და გამოყოფას. მალუთეინიზირებელი ჰორმონი აუმჯობესებს ყვითელი სხეულის ზრდას, რაც ასტიმულირებს პროგესტერონის სეკრეციას. ამგვარად, აბრაამის კენკრა ახდენს მალუთეინიზირებელი ჰორმონის სტიმულირებას, რის შედეგადაც იზრდება პროგესტერონის დონე და ნორმალიზდება ესტროგენის და პროგესტერონის ბალანსი.
პრეპარატი გამოიყენება ესტროგენ-პროგესტერინული ჰორმონალური ბალანსისთვის, მასტოპათიის კომპლექსურ თერაპიაში, ენდომეტრიოზის, კისტების, მიომების, ფიბრომების, პროსტატიტების, დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაცია), ამენორეის (მენსტრუაციის შეწყვეტა) და სხვ. დროს.
ვიტექსის პრეპარატები მოქმედებს ჰიპოთალამუსის რეცეპტორებზე, აქვეითებს პროლაქტინის სეკრეციას, ზრდის მალუთეინიზირებელი და ფოლიკულ- მასტიმულირებელი ჰორმონების გამომუშავებას ჰიპოფიზში, აძლიერებს ციკლის პროგესტერონულ ფაზას. ამასთან ერთად ჰიპოფიზი ასევე მოქმედებს საკვერცხეებზე და ასტიმულირებს მათ, რომ გამოიმუშავონ პროგესტერონი. ამგვარად, მცირდება ესტროგენების მომატებული რაოდენობა, რაც ბევრი ქალური დაავადების განვითარების მთავარი მიზეზია. მიიღწევა ჰორმონალური ბალანსი, რაც სამკურნალო მოქმედებას ახდენს სარძევე ჯირკვლების ჯირკვლოვან-ფიბროზული სტრუქტურების სიმკვრივეზე, მენსტრუალურ ციკლზე, ენდომეტრიუმის სისქეზე და ა.შ. ვიტექსს იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ხანგრძლივად მიღების შემდეგ ბუნებრივი ჰორმონალური ბალანსის აღსადგენად და ასევე ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის სახით.
ვიტექსის ექსტრაქტი ცნობილია, როგორც მსხვილი ნაწლავის, ფილტვების, კუჭის, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს საწინააღმდეგო საშუალება, მიელოლეიკოზის და ლეიკოზის, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კარცინომის, თავის ტვინის გლიომების, ბრტყელუჯრედოვანი კიბოს კომპლექსურ მკურნალობაში. ვიტექსი იწვევს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტს აპოპტოზის და კიბოს უჯრედების მიტოტური შებოჭვის გზით.
პრემენსტრუალური სიმპტომების (პმს) შემცირება. ხშირად იყენებენ ნაყოფის წვნიან ექსტრაქტს, რომელსაც პმს-ს შემთხვევების 70-90%-ში დადებითი შედეგი მოაქვს. ესტროგენის დონის შემცირებას მოსდევს ნეირომედიატორ სეროტონინის დონის დაქვეითება, რომელიც ამცირებს გაღიზიანებადობას, ნევროტულობას, სარძევე ჯირკვლების დაავადებებებს, მუცლის შებერვას, თავის ტკივილებს და სხვ. კლინიკური კვლევებით მტკიცდება, რომ ვიტექსის პრეპარატების დახმარებით წარმატებით მკურნალობენ პრემენსტრუალურ და პრეკლიმაქტერულ მასტალგიას. ნაყოფის ექსტრაქტი აინჰიბირებს ქოლესტერინაცილტრანსფერაზას, ამგვარად ამცირებს ჰიპერქოლესტერინემიას და შეიძლება გამოყენებულ იქნას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.
ხალხური მედიცინა. წმინდა ვიტექსმა ფართო გამოყენება ჰპოვა ხალხურ მედიცინაში. ყველაზე ხშირად რეკომენდებულია ჰორმონალური დისბალანსის რეგულირებისათვის, კლიმაქსის სიმპტომების და მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად, პრემენსტრუალური მდგომარეობის შემსუბუქებისთვის. სახალხო მკურნალების აზრით, ქალთა უნაყოფობის დროს ვიტექსი წმინდა ერთგვარი « ჯადოსნური ჯოხია ».
ჩვენება
• ზრდის პროგესტერონის დონეს ;
• ამცირებს პროლაქტინის დონეს ;
• საშვილოსნოს მიომა და ფიბრომა ;
• მასტოდინია ;
• ენდომეტრიოზი ;
• საკვერცხეების დისფუნქცია და დისმენორეა ;
• ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია ;
• აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს ;
• ყვითელი სხეულის უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობა ;
• ნარჩენი ლაქტაციის შესაწყვეტად.
მიღების ხანრგძლივობა
სამკურნალო ეფექტი ვლინდება მიღებიდან ნაწილობრივ 4-6 კვირის და სრულად 3-6 თვის შემდეგ.
მიღების წესი
თითო კაფსულა დღეში ერთხრლ ჭამის დროს.
რეკომენდირებული არ არის
ორსულობის დროს.
არ არის მისაღები მენსტრუალური ციკლის პერიოდში.
არ არის მისაღები ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
შეკვეთილი პროდუკტის მოწოდება ხდება უშუალოდ ადგილზე მიტანით.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.
შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე:
ბიო აფთიაქი : 598-42-30-01
მსგავსი პროდუქტი : ფუტკრის რძე