მოცვის კაფსულები
  • მოცვის კაფსულები

მოცვის ექსტრაქტი. 100კაფ:

85,00 GEL
Без налога

მოცვი — სასარგებლო თვისებები

მხედველობის , კაპილარების გაძლიერება. გამოიყენება კატარაქტის, გლაუკომის, შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის დროს. ☎ 598423001

შემადგენლობა: 18000 მგ

ფასი: 100 კაფსულა - 85 ლარი.

ფასი: 150 კაფსულა - 100 ლარი.

პროდუქტის მწარმოებელი
მწარმოებელი კომპანია : Pure Organic & Fito Medic.
მწარმოებელი კომპანია დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში.
მწარმოებელი უშვებს მაღალ ხარისხიან , ეკოლოგიურად სუფთა და მხოლოდ ნატურალურ ( მცენარეულ ) - პროდუკტებს.

შეკვეთილი პროდუქტის მოწოდება ხდება უშუალოდ ადგილზე მიტანით.
ადგილზე მიტანა ხდება იმავე დღეს.
ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე:
ბიო აფთიაქი : 598-42-30-01

მოცვი — სამკურნალო თვისებები

აღწერილობა
მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ მოცვი შეიცავს 15-ზე მეტ სხვადასხვა სახის ანტოციანიდს, რომ-ლებიც იცავენ სისხლძარღვებს და აუმჯობესებენ უჯრედუ-ლი მემბრანის ელასტიურობას.
გარდა ამისა, ანტოციანიდები აინჰიბირებენ თრომბოციტების აგრეგაციას, რითაც ხელს უშლიან სისხლის შედედებას. მოცვს გააჩნია უნიკალური თვისება - მოახდინოს სისხლძარღვების კედლების გამამაგ-რებელი კოლაგენის დესტრუქცია.
ოფთალმოლოგთა მონაცემებით, მოცვი დადებით ზეგავ-ლენას ახდენს მხედველობაზე. მისი პრეპარატები აძლიერებენ თვალის კაპილარულ სისხლძარღვებს, ზრდიან სისხლის მიდინებას ბადურისკენ და ასტიმულირებენ ბადურის სპეცი-ალური პიგმენტების გამომუშავებას, რომლებიც საჭიროა თვალის ბადურის სიბნელისადმი ადაპტაციისთვის. ეს განსა-კუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ ასაკში, როდესაც უარესდება თვალის ადაპტაციური შესაძლებლობები. მოცვის მიღება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომელ-თაAსამუშაოც დაკავშირებულია მხედველობის გადატვირ-თვასთან (მოსწავლეები, სტუდენტები, კომპიუტერული ოპერა-ტორები და ა.შ.).
კატარაქტა თვალის სერიოზული დაავადებაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე. იგი ვითარდება თავისუფალი რადიკალებით თვალის ბროლის მგრძნობიარე პროტეინული სტრუქტურის დაზიანების შედეგად. კლინიკურ-მა კვლევებმა აჩვენეს, რომ მოცვის ექსტრაქტი აინჰიბირებს კატარაქტის განვითარებას შემთხვევათა 97%-ში.


ფარმაკოლოგიური თვისებები
მოცვის ექსტრაქტი ამცირებს სისხლში შაქრის რაოდე-ნობას.
გარდა ამისა, ხელს უშლის გლიკოპროტეინების წარმოქმნის პროცესს, რომელიც დამახასიათებელია დიაბე-ტისთვის და იწვევს ნევროპათიასა და რეტინოპათიას.
გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები;
გააჩნია ანგიოპროტექტორული მოქმედება.
მოცვის ექსტრაქტის ძირითადი მოქმედი ნივთიერება:
ანტოციანინები (მცენარეული ანტიოქსიდანტები), რომელიც შეიცავს 5 აგლიკონს – ანტოციანიდებს (დელფინიდინი, პეტუნიდინი, პეონიდინი, მალვიდინი, ციანიდინი), რომლებიც მიეკუთვნებიან ბიოფლავონოიდებს.
ანტოციანიდების ეფექტი:
ანტიოქსიდანტური, ანტიკანცეროგენული, ანთების საწინააღმდეგო, მადესენსიბილიზირებელი თვისებები;
თრგუნავს ლპობით პროცესებს ნაწლავებში; ასტიმულირებს რეპარაციულ პროცესებს, გააჩნია შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება და ამაგრებს სისხლ–ძარღვთა კედლებს.
აფერხებს თრომბების წარმოქმნას;
აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ნივთიერებათა ცვლას.
ანტიოქსიდანტური ეფექტები განპირობებულია თვალის ბადურას ქსოვილებში და ბროლში ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის შეწყვეტით, რაც აფერხებს დიაბეტური და ჰიპერტონული რეტინოპათიის განვითარებას, თრგუნავს კატარაქტის და გლაუკომის პათოლოგიური მექანიზმების განვითარებას, ასევე ხელს უწყობს ახლომხედველობის შემცირებას;
ანტოციანიდინები ხელს უწყობენ როდოპსინის რეგენერაციას, აუმჯოიბესებენ მის მგრძნობელობას სხვადასხვა დონის სინათლის გამოსხივების მიმართ და აძლიერებენ მხედველობის სიმახვილეს დაბალი განათების დროს. ისინი ასევე აუმჯობესებენ ბადურას ტროფიკას, აღადგენენ მისი ქსოვილური დაცვის მექნიზმებს;
აძლიერებენ შემაერთებელი ქსოვილის კოლაგენურ მატრიქს გლიკოზამინოგლიკანების სინთეზის სტიმულაციის ხარჯზე;
ლუტეინი და ზეაქსანტინი წარმოადგენენ ბადურას მთავარ პიგმენტებს და გროვდებიან ყვითელ ლაქაში, რომელიც პასუხისმგებელია მკაფიო და ხარისხიან მხედველობაზე.
მონაწილეობს სინათლის აგრესიული მოქმედების ნეიტრალიზაციაში, ასრულებს დამცველობით ფუნქციას. ლუტეინი – ბუნებრივი კაროტინოიდი, რომელსაც ყვითელ–წითელი ბოსტნეული და ხილი შეიცავს (მაგალითად, სატაცური, ნიახური, ფორთოხლის წვენი, მარცვლოვნები, კვერცხის გული).
ამაგრებს სისხლ–ძარღვთა კედლებს;
აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ამცირებს შეშუპების წარმოქმნის რისკს;

მხედველობა
ბიოფლავონოიდში შემავალი ანტოციანი წარმოადგენს შესანიშნავ ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, რომელიც საშუალებას იძლევა მოცვის პრეპარატი გამოყენოთ როგორც მხედველობის გასაუმჯობესებელი საშუალება. ხოლო მოცვში შემავალი კაროტეოიდები აუმჯობესებს ღამის ხედვასა და მხედველობის აპარატის ფუნქციას. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ მოცვი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს ბინდის დროს, აძლიერებს უზრუნველყოფს ხედვის დონეს და ამცირებს თვალის დაღლილობას. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხშირად უწევს თვალის დაძაბვა. დადასტურებულია, რომ მოცვი ააჩქარებს თვალის ბადურის განახლების პროცესს და ამასთანავე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას . ანტოციანს გროვდება თვალის ქსოვილებში, განსაკუთრებით ბადურაში.
ანტოციანიდინები ხელს უწყობენ ბადურის - როდოპსინის ფოტოსენსიტიური პიგმენტების რეგენერაციას; აუმჯობესებს თვალის ბადურის კვებას, ასტიმულირებს მიკროცირკულაციას. აღადგენს ბადურის ქსოვილის დამცავ მექანიზმს;აძლიერებს შემაერთებელი ქსოვილის კოლაგენურ მატრიქსს(ციტოპლაზმის ძირითადი, ჰომოგენური ნივთიერება, რომელიც ავსებს ორგანოიდებს შორის არსებულ სივრცეს.);ასტიმულირებს გლიკოზამინოგლიკანის სინთეზს - შემაერთებელი ქსოვილის კომპონენტს, რაც ბადურის კაპილარებს უფრო მტკიცეს ხდის;თრგუნავს ლიპიდების პეროქსიდულ დაჟაგვას .
ამრიგად, აუმჯობესებებს ბადურის მგრძნობელობას სხვადასხვა რადიაციული გამოსხივების მიმართ, აუმჯობესებს მხედველობის სიმახვილეს.
ძალიან მნიშვნელოვანი მხარე: მოცვი წარმოადგენს ასტრონავტების კვებითი რაციონის სავალდებულო პროდუქტს.

ამცირებს თვალების ასაკოვან დაავადებების რისკს. კორდის კბილას ექსტრაქტი :
კონიუქტივიტის მკურნალობის და პროფილაქტიკის საშუალება.

მოცვის ექსტრაქტი და რეტინოპათია
რეტინოპათია და მაკულოპათია არის ბადურის დაავადებები, რომლებიც დიაბეტის მქონე ადამიანებში ვითარდება.
კვლევამ აჩვენა, რომ რეტინოპათიის მქონე ადამიანებს, რომლებიც ექსპერიმენტის დროს იღებდნენ მოცვის ექსტრაქტს, აღმოაჩნდათ ბადურის სისხლძარღვების გაძლიერების ნიშნები და გაუმჯობესდათ სისხლის მიმოქცევა.

გულსისხლძარღვთა სისტემა და დიაბეტი
გარდა ნაყოფისა, მოცვის პრეპარატს ასევე ახასიათებს სამკურნალო ეფექტი–კარდიოტონური, კაპილარების გამაძლიერებელი, ანტიაგრეგანტული, შარდმდენი, ნაღველმდენი, შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალებ.დამტკიცებულია რომ მოცვის ჰიპოგლიკემიური (შაქრის შემამცირებელი) მოქმედება უკავშირდება ინოზიტს, რომელიც ნეო-მირთილინის აგლიკონია. მისი ინსულინის მსგავსი ეფექტის წყალობით მოცვმა დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებს შორის მოიპოვა ადგილი.
მეცნიერები თქმით, არაერთი ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგები იძლევა იმის საბაბს გვჯეროდეს, რომ ანტიოქსიდანტებით მდიდარი მოცვი ადამიანის ორგანიზმში არაერთ პროცესს არეგულირებს, მაგ. მოცვი ხელს უწყობს სისხლის პლაზმაში გლუკოზის დონის ოპტიმიზაციას, რის შედეგადაც მცირდება სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის რისკი.

მოცვის ექსტრაქტი ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ მოცვი ხელს უშლის ქოლესტერინის დაჟანგვას, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ათეროსკლეროზის განვითარებას და გულის დაავადებებში.მოცვი აღიარებული იქნა, როგორც სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი სასარგებლო საშუალება,რაც განპირობებული იქნა მისი თვისებით, შეამციროს სისხლის შედედების რისკი. მოცვის ექსტრაქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მარტო სისხლში შაქრის შესამცირებლად, არამედ შაქრის დონის ნორმაში მოსაყვანადაც.მოცვის ფოთლებსა და ნაყოფს იყენებენ, როგორც ვიტამინის შემცველი პრეპარატი, ჰიპო და ავიტამინოზის, ასევე გარე სტომატიტის, გინგივიტის, როგორც ანტისეპტიკური საშუალება.

მოცვის კენკრას აქვს შემკვრელი, ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობული თვისებები.მოცვის ნაყოფში შემავალი ანტოციანი ამცირებს ერითროცითების აგრეგაციის უნარს.რეკომენდირებულია მოცვი,მოცვის კენკრის კისელის და მორსის გამოყენება, როგორც თრომბოზისა და მიოკარდის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის.განსაკუთრებული ნივთიერების წყალობით (ანტიკოაგულანტი), რომელიც მოცვის ნაწილია, მცირდება სისხლის შედედება.

საჭმლის მომნელებელი საშუალება
მოცვის ნაყოფის ძირითადი ფარმაკოლოგიური ეფექტი განპირობებულია ანტოციანისა და ტანინებისგან. ტანინებს ახასიათებს შემკვრელი, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამიტომ მოცვის პრეპარატი (ახალი ნაყოფი, ნაყენი ან ნახარში ) გამოიყენება კუჭ-ნაწლავის მწვავე და ქრონიკული დარღვევების დროს , რომელსაც თან ახლავს ფაღარათი, წონის დაკარგვა, მადის, დისპეფსიის, კოლიტი და ენტეროკოლიტი.
გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანგიოპროტექტურული მოქმედება, წარმოადგენს ბუნებრივი ლუტეინის წყაროს.
მოცვის ექსტრაქტის თვისება, მოადუნოს გლუვი კუნთები და გააფართოოს სისხლძარღვები, გამოყენებულია ქალებში მენსტრუალური ტკივილების შესამსუბუქებელ პრეპარატებში.
მრავალრიცხოვანი ლაბორატორიული კვლევებით დამტკიცებულია, რომ მოცვის ფლავონიდებს ახასიათებთ ანთებითი პროცესების საწინააღმდეგო მოქმედება. ფლავო-ნიდები იცავენ კუჭის ლორწოვან გარსს, ლორწოვანი ექსკრე-ციის შემცირებით. მცირდება ალკოჰოლისა და ასპირინის არასწორად გამოყენების შედეგად განპირობებული ლორ-წოვანი მემბრანის დაზიანების რისკი და, შესაბამისად, მცირდება პეპტიური წყლულების წარმოქმნის რისკიც. მოცვის ექსტრაქტი ასევე ხელს უწყობს გასტროინტესტინალური მდგომარეობის ნორმალიზებას დიარეის შემთხვევაში.



გამოიყენება - ზოგადად ცნობილი ინფორმაცია.
- ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას ;
- ხელს უშლის ანთებითი პროცესების წარმოქმნას;
- რეტინოპათიის დროს აღადგენს ბადურას.
- თვალის ნერვის ატროფიის დროს.
- შორს მხედველობა
- ახლომხედველობა
- მიოპათია
- ჰიპერმეტროფია
- თვალების სიმშრალე
- კონიუნქტივიტის დროს.
- მხედველობის გასაუჯობესებლად, დისტროფიული თვალის დაავადებების დროს, იმისდა მიუხედავათ თუ რა მიზეზით არის გაჩენილი
- აუმჯობესებს და არეგულირებს პანკრეასის აქტივობას;
- ატონიზირებს;
- ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.
- აძლიერებს სისხლძარღვებს
- აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას
- დიარეის დროს
- ენტეროკოლიტი.
- კუჭის დაავადებებსა და კოლიტს დროს
- აფერხებს უჯრედის დაზიანებებს
- საუკეთესო დამხმარეა რეტინოპათიასთან საბრძოლველად
- ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს
- ქრონიკული რევმატიზმის დროს
- ნაღვლის ბუშტის მკურნალობის დროს
- სპორტსმენებისთვის, როგორც ორგანიზმის ყველა პროცესის მარეგულირებელი და ტონუსის გაზრდის შესანიშნავი საშუალება.


მიღების წესი
1 კაპსულა დღეში 2 - ჯერ ჭამის დროს ან ჭამის მერე.

კურსის ხანგრძლიობა
ინდივიდუალურია ( არ არის დადგენილი ).

რეკომენდირებული არ არის
თუ მოცვზე ალერგიული ხართ, რეკომენდირებული არ არის.

შეკვეთილი პროდუკტის მოწოდება ხდება უშუალოდ სახლში მიტანით.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე:
ბიო აფთიაქი : 598-42-30-01

ნებისმიერი მცენარეული, ბიო ან სხვა დანამატის ან პრეპარატის გამოყენებამდე: გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან.

62 other products in the same category