

ქლოროფილი თხევადი
შემადგენლობა
თხევადი ქლოროფილი: 473 მლ.
წარმოების ადგილი
კანადა
აშშ
ქლოროფილის მწარმოებელი
Swanson / Horbaatch
მწარმოებელი უშვებს მაღალ ხარისხიან: ეკოლოგიურად სუფთა (ნატურალურ), მცენარეულ, ბიოლოგიურ და მინერალურ ბიო დანამატებს.
ქლოროფილის ფასი
105 ლარი
მიტანის სერვისი
თბილისში უფასოა.
ანგარიშსწორება
მიტანის შემდეგ.
სამუშაო საათები
-
შეკვეთა ნომერზე
ქლოროფილის თვისებები
აღწერა
თხევადი ქლოროფილი არის მცენარეული პიგმენტი, რომელიც აუცილებელია ფოტოსინთეზისთვის - მზის სხივის მონაწილეობით არაორგანული ნივთიერებებისგან ორგანული ნივთიერებების წარმოქმნის პროცესისთვის.
ქლოროფილი თხევადი მცენარეული და ბიოლოგიური სამყაროს ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია.
ფოტოსინთეზის პროცესში ხდება ნახშირორჟანგის გარდაქმნა ქიმიურ ნახშირწყლებად, გამოიყოფა ჟანგბადი, რაც დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვისაა აუცილებელი მათ შორის ბიოცენოზისთვის. ფოტოსინთეზის პროცესს სამართლიანად შეგვიძლია ვუწოდოთ ბუნების უდიდესი სასწაული.
სწორედ რომ ქლოროფილი (ბერძნულად chloros - მწვანე, phyllon - ფოთოლი), აძლევს მცენარეებს მწვანე შეფერილობას. მისი რაოდენობა მცენარეებში 1. 7-დან 5. 0% -მდე მერყეობს (მშრალ წონაზე).
ქლოროფილის წყარო
ქლოროფილის შემცველ პროდუქტებს შეიძლება სუპერ საკვებიც ვუწოდოთ, რადგან მათ ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში. ქლოროფილის წყარო - მწენარეებია .
თხევადი ქლოროფილის დამზადება
პირველი გახლავთ ალფალფა იგივე ლუცერნა - ქართულად იონჯა - იგი მცენარეებში ყველაზე მდიდარია ქლოროფილით.
ხოლო მეორე არის კონცენტრატი, რომელიც იონჯასგან (ალფალფა) მზადდება. მის შემადგენლობაში ორგანიზმისთვის ყველა საჭირო მინერალი და ქიმიურ ელემენტია, მათ შორის ბევრი იშვიათი ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებიც.
მცენარის მდიდარი შემადგენლობა განპირობებულია მისი უჩვეულოდ განვითარებული ფესვთა სისტემით, რითაც მას შეუძლია ნიადაგში არსებული ყველაზე ღრმა ფესვებიდანაც კი გამოიტანოს საკვები ნივთიერებები.
გასული საუკუნის 70-იან წლებში იაპონიაში დაამტკიცეს თხევადი ქლოროფილის ეფექტურობა ინფექციურ დაავადებების დროს. 1976 წელს ებრაელმა მეცნიერებმა თხევადი ქლოროფილის გამოყენებით თაგვებზე წარმატებული ექსპერიმენტები ჩაატარეს მწვავე პანკრეატიტის განხრით. 1979 წელს შეერთებულ შტატებში ჩატარდა არაერთი კვლევა, რის შედეგადაც დადგინდა რომ თხევადი ქლოროფილს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ექსპერიმენტის დროს მათ თაგვებს მსხვილი ნაწლავის სიმსივნე განუვითარეს. იმ ცხოველებს რომლებთაც ისინი საკვებში თხევად ქლოროფილს უმატებდნენ, სიმსივნე არ უვითარდებოდათ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მწვანილისა და ბოსტნეულის გამოყენება ხელს უშლის კიბოს განვითარებას და, უპირველეს ყოვლისა, ნაწლავის კიბოს განვითარებას. მეცნიერებმა შეისწავლეს დაახლოებით 60 მცენარეული სახეობა და დაამტკიცეს, რომ მათ უმრავლესობას სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აქვს. თუმცაღა, მათი მაღალ ტემპერატურაზე გათბობა ან დუღილი მათ ამ თვისებებს ართმევს. მხოლოდ და მხოლოდ თხევადი ქლოროფილი ითვლება მთავარ ანტიკარცინოგენულ ფაქტორად, რადგან მას შეუძლია თავიდან აიცილოს დნმ-ს სტრუქტურის რღვევა. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ ქლოროფილი თხევადი, ანტიმუტაგენია. იგი დაწყებით სტადიაშივე ბლოკავს ჯანსაღი უჯრედების სიმსივნედ გადაქცევის პროცესს.
მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში, მიჩიგანის შტატის(აშშ) სტომატოლოგებმა შეისწავლეს თხევადი ქლოროფილის მოქმედება პირის ღრუს მიკრობიოცენოზზე (მიკროეკოლოგიაზე). დოქტორ რობერტ ნარამ შეიმუშავა სტომატოლოგიური კარიესის პროფილაქტიკის პროგრამა, გამოიყენა კბილის პასტა, რომელიც შეიცავს ქლოროფილს თხევად ფორმაში. მეცნიერმა ივარაუდა, რომ ქლოროფილი თხევადი, რომელიც მონაწილეობს ფოტოსინთეზში, უშუალოდ არის დაკავშირებული ჟანგბადის წარმოებასთან, და შესაძლოა სწორედ რომ ჟანგბადი წარმოადგენს ყველაზე ძლიერ ანტიბაქტერიულ საშუალებას, მათ შორის ბაქტერიებისასაც რომლებიც კარიესს იწვევენ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
თხევადი ქლოროფილის შესახებ ამ და მრავალი სამეცნიერო მონაცემების შეჯამებით, ჩვენ შეგვიძლია გამოვყვოთ ჩვენს ორგანიზმში მისი ძირითადი ფუნქციები:
ქლოროფილი თხევადი ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას;
ხელს უწყობს ქსოვილების განახლებას და ჭრილობის სწრაფ შეხორცებას;
ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედება;
ხელს უწყობს და ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნას;
ფლობს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას;
ანეიტრალებს და გამოდევნის ტოქსინებს ორგანიზმიდან;
ქლოროფილი თხევადი სამკურნალოა სისხლისთვის
დამტკიცებულია, რომ ქლოროფილი თხევადი ეფექტურია ანემიის დროს, რადგან იგი ააქტიურებს სისხლის წარმოქმნას. ქლოროფილი თხევადი ასტიმულირებს ძვლის ტვინს, რის შედეგადაც იზრდება ერითროციტების - სისხლში ყველაზე მრავალრიცხოვანი წითელი უჯრედების წამოქმნა.
თხევადი ქლოროფილი ააქტიურებს ფერმენტების მოქმედებას, რომლებიც მონაწილეობენ K ვიტამინის სინთეზში, რაც აუცილებელია სისხლის ნორმალური კოაგულაციისთვის. გარდა ამისა, ქლოროფილის სითხე თავისთავად მდიდარია ბუნებრივი K ვიტამინით. თხევადი ქლოროფილის მიღება სასარგებლოა ცხვირის და მენსტრუალური ძლიერი სისხლდენის დროს.
როგორც დეტოქსიკატორი, ქლოროფილი თხევადი ხელს უწყობს სისხლიდან ტოქსინებისა და დაგროვილი მედიკამენტული პრეპარატების გამოდევნას.
ქლოროფილის ანტიოქსიდანტური და დეტოქსიკაციული თვისებები
თხევადი ქლოროფილი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. როგორც ყველა ანტიოქსიდანტი, იგი ებრძვის თავისუფალ რადიკალებსა და კანცეროგენებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან დნმ-ს და ახდენენ ორგანიზმში სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების განვითარებას, როგორიცაა ავთვისებიანი უჯრედების უკონტროლო ზრდა. ქლოროფილს შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს ქიმიურ კანცეროგენებსა და საკვებ ტოქსინებს, შეამციროს წამლებით გამოწვეული გვერდითი მოვლენები. წინ აღუდგეს რადიაციულ დაზიანებებს და დაიცვას ორგანიზმი ულტრაიისფერი გამოსხივების უარყოფითი ზეგავლენისგან. ასევე შეამციროს რისკ ფაქტორები თამბაქოს მოხმარების დროს.
ქლოროფილს აქვს ჰეპატოპროტექტორული თვისებები, აღადგენს ღვიძლის მუშაობას, უზრუნველყოფს რეალურ დახმარებას ალერგიის დროს ორგანიზმიდან ტოქსინებისა და ალერგენების გამოდევნით. ქლოროფილი თხევადი კურნავს თირკმელებს, ხელს უშლის მათში ქვიშისა და ქვების წარმოქმნას, მოქმედებს როგორც სუსტი შარდმდენი საშუალება.
თხევადი ქლოროფილი საუკეთესოდ ხსნის ნაბახუსევის სინდრომს
ქლოროფილი და იმუნიტეტი
ფაგოციტოზის სტიმულირებით, თხევადი ქლოროფილი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ ფუნქციას. ზრდის ორგანიზმის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს მრავალ დაავადებას, მათ შორის ვირუსულ ინფექციებს. ეფექტურია ჰერპესის, გაზრდილი დაღლილობისა და ხშირი გაციების დროს.
ქლოროფილის ანტიბაქტერიული მოქმედება
ქლოროფილის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი თვისება, მისი ანტიბაქტერიული მოქმედებაა. სწორედ მას ეფუძნება აზოტის ცვლის აქტივაცია ორგანიზმში. არ აქვს მნიშვნელობა ბანალურ გაციებაზე თუ რომელიმე ქრონიკულ დაავადებაზე ვსაუბრობთ, ქლოროფილი თხევადი თავისი ანტიბაქტერიული თვისებებით ებრძვის ნებისმიერ დაავადების გამომწვევ ორგანიზმებს, ზრდის ქსოვილების რეგენერაციას და ჭრილობის შერორცების პროცესს.
თხევადი ქლოროფილი აჩერებს ანაერობული ბაქტერიებისა და ნაწლავის სოკოს ზრდას, ეფექტურია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. ყველანაირი სახის პათოლოგიების დროს თხევადი ქლოროფილი არამარტო შინაგანი გამოყენებისთვისაა საუკეთესო არამედ ყელში სავლებ საშუალებადაც. თხევადი ქლოროფილი გამოიყენება ასევე გარეგანი დაზიანებების დროს ჭრილობის შეხორცების მიზნით, დამწრობის, კანის ანთების, ნაწოლებისა და ა. შ.
თხევადი ქლოროფილი ბლოკავს კარიესს და ღრძილების ანთებას. საუკეთესო დამხმარეა პაროდონტოზისა და გინგივიტის დროს. ქლოროფილის როგორც საკვები დანამატის მიღება სეზონურ ინფექციებს აგარდებთ თავიდან.
ქლოროფილი საჭმლის მომნელებელი ორგანოებისთვის
ქლოროფილი არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას შემდეგნაირად:
ებრძვის მიკროორგანიზმების პათოგენების, ხელს უშლის ნაწლავში პორტრაქტიული და დუღილის პროცესების განვითარებას;
ზრდის კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების გამომუშავებას. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
იცავს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსს, ხსნის ანთებას, აჩქარებს წყლულების შეხორცებას;
მხარს უჭერს ჯანმრთელ ნაწლავურ ფლორას;
ქლოროფილი კარგი სტიმულატორია ცუდი მადის მქონე ბავშვებისთვის.
ქლოროფილის ანტისიმსივნური თვისებები
რადგანაც ქლოროფილი იმუნოსტიმულატორი და ანტიოქსიდანტია, იგი იცავს კანს კანცეროგენების ფართო სპექტრისგან (ლათ. cancer - კიბო), ქლოროფილი საუკეთესოა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის. ქლოროფილის ონკოპროტექტორული თვისებები ასევე სძენს მას უნარს მწყობრში მოიყვანოს კისლოტ-მჟავის ბალანსი.
მაგნიუმი, რომელითაც მდიდარია ქლოროფილით, არის ტუტე მინერალი და ხელს უშლის ორგანიზმში მჟავიანობის მომატებას. და როგორც მოგეხსენებათ, ტუტე გარემო ხელს უშლის კიბოს უჯრედების ზრდას.
ქლოროფილი ქალებისთვის
თხევადი ქლოროფილის გამოყენება ამსუბუქებს რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულ ქალთა მდგომარეობას, რომელიც გამოწვეულია საშვილოსნოს სისხლდენით ან მძიმე მენსტრუაციით.
რა დროს გამოიყენება
იმუნიტეტის დაქვეითების დროს.
ანთების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება.
ანემიის მკურნალობსი დროს.
სისხლის მკურნალობის დროს.
დეტოქსიკაციის დროს.
პანკრეატიტის დროს.
ღვიძლის მკურნალობის დროს.
თირკმელების მკურნალობის დროს.
სიმსივნის დროს.
ანტიკონცეროგენი, ტოქსინების მოდაცილებლად.
პირის ღრუს დაავადებების დროს.
ბაკტერიების საცინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება.
ვირუსების მკურნალობის დროს (მაგალითად ჰერპესი).
ნაწლავების მკურნალობის დროს.
ნაწლავის სოკოს მკურნალობის დროს.
წყლულის მკურნალობის დროს.
მიღების წესი
1 ჩაის კოვზი დღეში ორჯერ ან სამჯერ ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
უკუჩვენება
ინდივიდუალური აუტანლობა.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
მიტანის სერვისი
შეკვეთის მიწოდება ხდება უშუალოდ ადგილზე მიტანით.
ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა თბილისის მასშტაბით.
ანგარიშსწორება
მიტანის შემდეგ.
შეკვეთა ნომერზე
რჩევა !