ომეგა-3

110,00 GEL
Без налога
ომეგა-3 გაძლიერებული
ტვინის მკვებავი — ომეგა-3, არის იმუნიტეტის გამაძლიერებელი, შეიცავს 750 EPA + 350 DHA !გულის კუნთის მკვებავი და სისხლის გამათხელებელი ბუნებრივი საშუალება. თევზის ქონი ქოლესტერინის საწინააღმდეგო და მხედველობის გასაუმჯობესებელი.
შემადგენლობა
ინგრედიენტები:
თევზის ქონი: 1400mg
ომეგა-3: 1050mg
EPA: 700 mg
DHA: 350 mg
წარმოება
აშშ
მიწოდება
უფასო
130,90 ₾
ფასი
60 კაფ · 110 ₾

✓ზოგადი აღწერა

ომეგა-3 — ორგანიზმისთვის აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფია, რომლის დამოუკიდებლად წარმოება ჩვენს სხეულში შეუძლებელია, ამიტომ მისი რეგულარული მიღება გარე წყაროებიდან არის საჭირო. ომეგა-3 მჟავები ყველაზე ხშირად თევზის ცხიმიდან (თევზის ქონიდან) მოიპოვება და კრიტიკულ როლს თამაშობს გულის, სისხლძარღვებისა და იმუნური სისტემის ნორმალურ მუშაობაში. ომეგა-3 საკვები დანამატი — ორგანიზმის მთლიანი ჯანმრთელობის სანდო მხარდაჭერა.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აქტიურად მონაწილეობენ ჰორმონალური ბალანსის დარეგულირებაში და ქრონიკული დაავადებების პრევენციაში. ომეგა-3 პრეპარატების მიღება რეკომენდებულია როგორც მოზრდილებისთვის, ასევე ბავშვებისთვის.
თევზის ცხიმი (თევზის ქონი) შეიცავს ორ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს — EPA-ს და DHA-ს, რომლებიც ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ღირებული EPA მჟავა აკონტროლებს თრომბოციტების შეჯგუფებას (თრომბების წარმოქმნას), ხელს უშლის ანთებით პროცესებს და მონაწილეობს ქოლესტერინის ცვლაში.
მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ EPA-ს მაღალი კონცენტრაციით რეგულარული მიღება ამცირებს ინფარქტის, ინსულტისა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკს, რადგან მას გულის მიმართ დამცავი თვისებები აქვს.
ომეგა-3 მაღალი კონცენტრაციით, EPA-ს დიდი დოზით, ხშირად „გულისა და სისხლძარღვების ელექსირად“ ითვლება.

DHA (დოკოზაჰექსაენოის მჟავა) — ომეგა-3-ის კიდევ ერთი ძირითადი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც აუცილებელია ტვინის, ნერვული სისტემისა და მხედველობის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. DHA ხელს უწყობს აზროვნების პროცესებს, მეხსიერებასა და ყურადღების კონცენტრაციას, იცავს თვალის ბადურას.
ომეგა-3-ის ეს კომპონენტი არეგულირებს უჯრედის მუშაობასა და ფიზიოლოგიურ პროცესებს.
DHA პასუხისმგებელია უჯრედული მემბრანების მოქნილობასა და მათ ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
DHA-ს მაღალი დოზა ხელს უწყობს ნეიროტრანსმიტერების გამოთავისუფლებას, გენების აქტიურობას და ნეირონების ზრდას; იყენებენ ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

✓ომეგა-3 ტვინისთვის

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია მიელინის გარსის ჩამოყალიბებისთვის ნეირონების გარშემო. ტვინის ჯანმრთელობისთვის თევზის ქონი მოიცავს ღირებულ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ტვინის უჯრედების სტრუქტურასა და ნორმალურ აქტივობას უჭერენ მხარს.

თევზის ცხიმში შემავალი EPA და DHA ხელს უწყობენ ნერვული იმპულსების გადაცემას ნეირონებს შორის და ხელს უწყობენ ნერვული სისტემის მდგრადი მდგომარეობის შენარჩუნებას. ომეგა-3 რეგულარული მიღება ტვინის ჯანმრთელობასა და მის ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
ცნობილია, რომ თევზის ქონი აუმჯობესებს ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარს, აძლიერებს მეხსიერებას და ზრდის სტრესგამძლეობას.

დეპრესიასთან ბრძოლაში დახმარება:
მაღალკონცენტრირებულ ომეგა-3-ში შემავალი დიდი დოზის EPA და DHA ხელს უწყობენ დეპრესიული აშლილობების მდგომარეობის შემსუბუქებას. მცირდება შფოთვა, ქრება აპათიური მდგომარეობა და საგრძნობლად სუბუნდება დეპრესიული მდგომარეობა.

✓გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის

ომეგა-3 ხანგრძლივი მიღება შეამცირებს გულისა და სისხლძარღვების სხვადასხვა პათოლოგიის განვითარების საფრთხეს.
EPA და DHA არეგულირებენ თრომბოციტების სინთეზს და ამცირებენ თრომბების წარმოქმნის რისკს.

ომეგა-3 დანამატების მიღებისას მკვეთრად მცირდება ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური ცვლილებების ალბათობა, ნორმალურდება ქოლესტერინის ცვლა, დაბლდება არტერიული წნევა. ომეგა-3-ს მიმღებ პაციენტებში მცირდება მიოკარდიუმის ფიბროზის ალბათობა და ანთებითი პროცესები.
თევზის ცხიმი უჯრედების განახლების საუკეთესო დანამატია; ის ანელებს ოქსიდაციურ რეაქციებს ქსოვილებში.
მაღალი კონცენტრაციის ომეგა-3 ხელს უწყობს გულის რიტმის ნორმალიზაციასა და სისხლძარღვების ელასტიურობის შენარჩუნებას. ომეგა-3 ასევე მონაწილეობს ანთებითი პროცესების რეგულირებაში და ხელს უწყობს ენდოთელიუმის — სისხლძარღვების შიგნითა გარსის ნორმალურ ფუნქციონირებას, რასაც თან ახლავს სისხლძარღვების მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
ომეგა-3-ში EPA-ს მაღალი დოზა ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდების დონეს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ათეროსკლეროზის მქონე პაციენტებისთვის. EPA ქოლესტერინსამცირებელი თვისებით გამოირჩევა თევზის ქონში. ომეგა-3 ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს და მაქსიმალურად თავიდან იცილებს თრომბების წარმოქმნის რისკს.

✓ანთებებთან ბრძოლა

თევზის ქონში შემავალი EPA და DHA დიდი დოზებით შეუძლიათ ანტიოქსიდანტური სიგნალური გზების მარეგულირებლად მოქმედება და ანთებითი რეაქციების შეკავება.

კვლევების საფუძველზე ომეგა-3-ის მაღალი დოზით მოხმარება ამცირებს ან უშლის ხელს ქრონიკული დაავადებების განვითარებას, რომლებიც მომატებული ანთებით ხასიათდება — მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებები.
მაღალი კონცენტრაციის ომეგა-3, დიდი დოზებით EPA-სა და DHA-სთან ერთად, ხელს უწყობს მედიატორების წარმოქმნას, რომლებიც ანთებითი რეაქციების კონტროლსა და დასრულებას ეხმარებიან. ომეგა-3 დიდი დოზით EPA-სა და DHA-სთან ერთად მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ, ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენას და იმუნური სისტემის ნორმალურ მუშაობას.
EPA განსაკუთრებით იფასება ქრონიკულ ანთებასთან დაკავშირებული მექანიზმების სამკურნალო გავლენის გამო.

✓ჰორმონალური რეგულაცია

ომეგა-3 კომპონენტები აქტიურად მონაწილეობენ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში და ყველა პროცესის ნორმალიზაციას უწყობენ ხელს.

იმის გამო, რომ EPA და DHA მონაწილეობენ ანთებითი პროცესებისა და ჰორმონალურ სისტემასთან დაკავშირებული უჯრედული მექანიზმების რეგულირებაში, ომეგა-3 ხელს უწყობს საკვერცხეების ჯანსაღ ფუნქციონირებასა და მეტაბოლიზმს.
ორგანიზმში ომეგა-3-ის საკმარისი რაოდენობის რეგულარული მიღება ხელს უწყობს ჰორმონების ბალანსის აღდგენას — მათ შორის მამაკაცისა და ქალის სასქესო ჰორმონების, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და აღადგენს გლუკოზის ტოლერანტობას.
რეპროდუქციული სისტემა: მაღალი კონცენტრაციის ომეგა-3 შესამჩნევად აუმჯობესებს სპერმის ხარისხს, ზრდის სპერმატოზოიდების მოძრაობადობას და ამცირებს პროსტატის ჯირკვლის ანთებების რისკს. იზრდება ჩასახვის ალბათობა უშვილობისას.

✓ენერგიის წყარო

ომეგა-3-ში EPA-სა და DHA-ს მაღალი კონცენტრაცია ხელს უწყობს კუნთების, გულისა და ენერგეტიკული მეტაბოლიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას, რადგან ხელს უწყობს კუნთების სწრაფ აღდგენას დატვირთვის შემდეგ. თევზის ქონში EPA-სა და DHA-ს მაღალი კონცენტრატი ზრდის გამძლეობას და კორტიზოლის დამწევი ეფექტით გამოირჩევა.

ომეგა-3-ის EPA და DHA პასუხისმგებელია ნერვული იმპულსების გადაცემაზე, უჯრედული მემბრანების მოქნილობასა და ქსოვილების სტრუქტურის შენარჩუნებაზე. ისინი ასევე არეგულირებენ ნერვული სისტემის მდგომარეობას, არტერიულ წნევას, სისხლის შედედებასა და გლუკოზის ათვისებას, რაც ენერგიის ხარჯვისთვის მნიშვნელოვანია.
პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები EPA და DHA ფიზიკური დატვირთვის დროს გავლენას ახდენენ ჩონჩხის, კუნთებისა და სახსრების მეტაბოლურ რეაქციებზე.
ომეგა-3 მჟავების ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური აქტივობა აუმჯობესებს მთელი სხეულის ფიზიკურ პარამეტრებს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ფიზიკურად დატვირთულ და აქტიურ ცხოვრებას ეწევა. ომეგა-3 წარმოადგენს ჟანგბადის წარმოქმნისა და მოხმარების სტიმულატორს და საუკეთესო წყაროს.
ფიზიკური პარამეტრების ოპტიმიზაცია, ძალების მომატება: გაძლიერებული ომეგა-3 ხელს უწყობს კუნთების აღდგენას ფიზიკური დატვირთვების შემდეგ. სპორტსმენები ხშირად მიიღებენ თევზის ქონის გაძლიერებულ კონცენტრატს კუნთების ტკივილის შესამცირებლად; მისი დადებითი თვისება გამოიხატება აგრეთვე მიტოქონდრიების მოქმედების აღდგენასა და ტესტოსტერონის ამაღლებაში.
ომეგა-3 იდეალური საშუალებაა გამძლეობისა და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

✓კანის, თმისა და ფრჩხილების

გლუვი კანი, ჯანსაღი თმა და მტკიცე ფრჩხილები — ეს ყველაფერი ხარისხიანი, მაღალკონცენტრირებული თევზის ქონის მოქმედების შედეგია.

ომეგა-3-ის EPA და DHA ძლიერი ანტიოქსიდანტებია, რომლებიც ხელს უწყობენ მეტაბოლიზმსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. შედეგად უმჯობესდება კოლაგენის სინთეზი, კანი უფრო ელასტიური ხდება, წვრილი ნაოჭები ნაკლებად გამოხატულია, მცირდება გამონაყარი და კანის ანთებები, ნორმალურდება კანის ცხიმოვანი სინთეზი. თმისა და ფრჩხილების მდგომარეობა უმჯობესდება: მცირდება მტვრევადობა, მცირდება თმის ცვენა, მტკიცდება კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურა.

✓ომეგა-3 სახსრებისთვის

ომეგა-3 შესაძლოა სასარგებლო იყოს რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების შემსუბუქებაში.

ომეგა-3 შეუძლია შეამციროს სახსრებში სიმტკიცე და დისკომფორტი, ხელს შეუწყოს მათ მოძრაობადობასა და ქსოვილების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას. განსაკუთრებით EPA-ს მაღალი დოზები გავლენას ახდენენ სახსრებისა და ორგანო-მოძრაობითი სისტემის ანთებით პროცესებზე.

ჩვენებები

✓ დაქვეითებული იმუნიტეტი;

✓ მაღალი ქოლესტერინი;

✓ თრომბოზი;

✓ სისხლის გასქელება;

✓ არტერიული წნევა;

✓ გონებრივი ჩამორჩენილობა;

✓ ანთებითი პროცესები;

✓ ცუდი მხედველობა;

✓ კუნთების ატროფია;

✓ მოტეხილობა;

✓ სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

✓ იშემია;

✓ ტაქიკარდია;

✓ სიმაღლეში ზრდა;

✓ ჰორმონალური დარღვევები;

საჭირო ინფორმაცია
მიღება • რეკომენდაცია • უკუჩვენება • შენახვა
✓გამოყენების წესი
• თითო კაფსულა დღეში ერთხელ ჭამის დროს.
✦რეკომენდაცია
• ნებისმიერი ბიო-დანამატის გამოყენებამდე გირჩევთ, გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
⛔უკუჩვენება
• ინდივიდუალური შეუთავსებლობა.
❄შენახვის პირობები
• შეინახეთ მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
შეკვეთის გაფორმება
შეკვეთისთვის დაგვიკავშირდით
ტელეფონის ნომერი

65 other products in the same category