ვიტექსი - ავრაამის ხის ექსტრაქტი
  • ვიტექსი - ავრაამის ხის ექსტრაქტი

ვიტექსი - აბრაამის ხე :

115,00 GEL
Без налога

ვიტექსის თვისებები

ვიტექსი - აბრაამის ხე, გამოიყენება ჰორმონალური დარღვევების და დისბალანსის დროს. ვიტექსი ასტიმულირებს პროგესტერონის გამომუშავებას, ახდენს მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას, აღადგენს ჰორმონალურ ბალანს.
ვიტექსი გამოიყენება ესტროგენის მაღალი დონის შემთხვევაში და მასტოპათიის მურნალობის შემთხვევაში. ხალხურ მედიცინაში ქალბატონებში ეფექტურია უნაყოფობის პრემენსტრუალური სინდრომის დროს.

598 42 30 01 




  შემადგენლობა

✔ ვიტექსი: 300 მგ.
✔ კოხოში: 50 მგ.
✔ დუდნიკის: 50 მგ.
✔ ლაკრიცას: 20 მგ.
✔ სალბის: 20 მგ.
✔ ნარშავის: 10 მგ.

✔ ჟოლოს: 10 მგ.
✔ იამსის: 10 მგ.
✔ ბაბუაწვერას: 10 მგ.
✔ აშვაგანდას: 10 მგ.
✔ ლიმნის პიტნის: 10 მგ.
✔ შავი პიმპილის: 5 მგ.

 აშვაგანდის ფასი

 60 კაფსულა : 115 ლ.

   

 წარმოების ადგილი

 აშშ

   

 ვიტექსის მწარმოებელი

DedicaD

   

 აშვაგანდის ხარისხი

✔ ვიტექსის მწარმოებელი კომპანია, მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი ბრენდი უშვებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის: ნატურალურ (ეკოლოგიურად სუფთა), მცენარეულ, ბიოლოგიურ და მინერალურ ბიო დანამატებს.

 მიტანის სერვისი

✔ თბილისში უფასოა

 ანგარიშსწორება

✔ მიტანის შემდეგ

 სამუშაო საათები

-













აბრაამის ხე

 ვიტექსის აღწერილობა

ვიტექსი წმინდას ყველა ნაწილის ქიმიურ შემადგენლობაში შედის ალკალოიდები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები _ კემპფეროლი, კასტიცინი, კვერცატაგეტინი, ვიტამინები და მიკროელემენტები, ეთერზეთები, რომლებიც შეიცავს ლინოლენს, ცინეოლს, საბინენს, პინენს და ორგანულ მჟავებს _ ვალერიანის, პროპიონის, პალმიტინის, კაპრონის, ცხიმოვან, ძმრის და ჭიანჭველის მჟავებს. სხვადასხვა ნივთიერებებით ყველაზე მდიდარია ვიტექსი წმინდას ნაყოფი _ მასში 0.5%-მდე ალკალოიდია, 3.5%-მდე მთრიმლავი ნივთიერებები, 0.6%-ზე მეტი ეთერზეთები და 1.3%-მდე მჟავებია.

ვიტექსის ექსტრაქტი

ვიტექსი - აბრაამის ხე

ვიტექსი წმინდას სამკურნალო თვისებების გარშემო ძირითადი კვლევები განახორციელეს გერმანელმა მეცნიერებმა. შედეგებმა აჩვენა, რომ მცენარის ექსტრაქტი ახდენს პროგესტერონის მსგავს მოქმედებას, ასტიმულირებს მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამონთავისუფლებას და ხელს უწყობს ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის გამომუშავებას, ასევე მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას, გამოიყენება მენოპაუზის პერიოდში, საშვილოსნოს მიომის და ფიბრომების დროს.
ვიტექსი წმინდას ახასიათებს დოფამინერგული აქტივობა, ნორმაში მოჰყავს გონადოტროპინების და სასქესო ჰორმონების კონცენტრაცია, შეიცავს რეკომბინანტურ დოფამინურ რეცეპტორებს და თრგუნავს პროლაქტინის სეკრეციას, უკავშირდება რა ჰიპოფიზის D2 დოფამინერგულ რეცეპტორებს. პროლაქტინი სტრესის ჰორმონია, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ ქცევაზე. ვიტექსის ექსტრაქტი ამცირებს პროლაქტინის დონეს, რომელიც თავის მხრივ არეგულირებს გონადოტროპინების და სასქესო ჰორმონების დონეს. პროლაქტინის მომატებულმა კონცენტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევა და მასტოპათია. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ხალხურ მედიცინაში ვიტექსი გამოიყენება მასტოდინიის სამკურნალოდ, პრემენსტრუალური სინდრომის, საკვერცხეების დისფუნქციის და დისმენორეის, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათიის, მენსტრუალური ციკლის დარღვევების და/ან ყვითელი სხეულის უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობის დროს.
დღესდღეობით ფიტოესტროგენების მაღალი შემცველობის გამო ვიტექსი ითვლება მნიშვნელოვან სამკურნალო მცენარედ ჰორმონალური მოქმედების დასარეგულირებლად, იგი ასტიმულირებს ყვითელი სხეულის და ქალური ესტროგენების წარმოქმნას, რასაც ნორმაში მოყავს მენსტრუალური ციკლი. ეს პრეპარატები გამოიყენება კლიმაქსის გამოვლინებების შესამსუბუქებლად, მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად, ასაკობრივი ჰორმონების გამომუშავების დაქვეითების თანმდევი მოვლენების თავიდან ასაცილებლად.
ვიტექსს იყენებენ ნარჩენი ლაქტაციის შესაწყვეტად, პროლაქტინის (ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია რძის გამომუშავებაზე) დონის დასაქვეითებლად, ასევე პრემენსტრუალურ პერიოდში მკერდის ტკივილების დროს. ვიტექსის ექსტრაქტს აქვს გამოხატული პროგესტერონული მოქმედება.
წყვილს, რომელსაც ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს, კვლავ ბუნება ეხმარება. მათთვის, ვისაც სურს დაფეხმძიმება, არსებობს მთელი რიგი მცენარეული საშუალებები. ვიტექსი წმინდა, იგივე აბრაამის ხე, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად რეკომენდებული მცენარეა პრემენსტრუალური სიმპტომების შესამცირებლად. თანამედროვე კვლევებმა დაამტკიცა, რომ ვიტექსი წმინდა ეფექტურია ზოგიერთი სახის უნაყოფობის შემთხვევაშიც. აბრაამის ხის ნაყოფი ექსტრაქტის სახით გამოიყენება სასქესო ჰორმონების დონის ნორმალიზებისთვის ჰორმონალურ კონტრაცეპტივებზე უარის თქმის შემთხვევაში, ასევე ენდომეტრიოზის და ჩასახვასთან დაკავშირებული პრობლემების დროს. აბრაამის კენკრა მოქმედებს უშუალოდ ჰიპოფიზზე, აინჰიბირებს ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციას და ასტიმულირებს მალუთეინიზირებელი ჰორმონის წარმოქმნასა და გამოყოფას. მალუთეინიზირებელი ჰორმონი აუმჯობესებს ყვითელი სხეულის ზრდას, რაც ასტიმულირებს პროგესტერონის სეკრეციას. ამგვარად, აბრაამის კენკრა ახდენს მალუთეინიზირებელი ჰორმონის სტიმულირებას, რის შედეგადაც იზრდება პროგესტერონის დონე და ნორმალიზდება ესტროგენის და პროგესტერონის ბალანსი.
პრეპარატი გამოიყენება ესტროგენ-პროგესტერინული ჰორმონალური ბალანსისთვის, მასტოპათიის კომპლექსურ თერაპიაში, ენდომეტრიოზის, კისტების, მიომების, ფიბრომების, პროსტატიტების, დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაცია), ამენორეის (მენსტრუაციის შეწყვეტა) და სხვ. დროს.
ვიტექსის პრეპარატები მოქმედებს ჰიპოთალამუსის რეცეპტორებზე, აქვეითებს პროლაქტინის სეკრეციას, ზრდის მალუთეინიზირებელი და ფოლიკულ- მასტიმულირებელი ჰორმონების გამომუშავებას ჰიპოფიზში, აძლიერებს ციკლის პროგესტერონულ ფაზას. ამასთან ერთად ჰიპოფიზი ასევე მოქმედებს საკვერცხეებზე და ასტიმულირებს მათ, რომ გამოიმუშავონ პროგესტერონი. ამგვარად, მცირდება ესტროგენების მომატებული რაოდენობა, რაც ბევრი ქალური დაავადების განვითარების მთავარი მიზეზია. მიიღწევა ჰორმონალური ბალანსი, რაც სამკურნალო მოქმედებას ახდენს სარძევე ჯირკვლების ჯირკვლოვან-ფიბროზული სტრუქტურების სიმკვრივეზე, მენსტრუალურ ციკლზე, ენდომეტრიუმის სისქეზე და ა.შ. ვიტექსს იყენებენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ხანგრძლივად მიღების შემდეგ ბუნებრივი ჰორმონალური ბალანსის აღსადგენად და ასევე ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის სახით.
ვიტექსის ექსტრაქტი ცნობილია, როგორც მსხვილი ნაწლავის, ფილტვების, კუჭის, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს საწინააღმდეგო საშუალება, მიელოლეიკოზის და ლეიკოზის, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის კარცინომის, თავის ტვინის გლიომების, ბრტყელუჯრედოვანი კიბოს კომპლექსურ მკურნალობაში. ვიტექსი იწვევს სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტს აპოპტოზის და კიბოს უჯრედების მიტოტური შებოჭვის გზით.
პრემენსტრუალური სიმპტომების (პმს) შემცირება. ხშირად იყენებენ ნაყოფის წვნიან ექსტრაქტს, რომელსაც პმს-ს შემთხვევების 70-90%-ში დადებითი შედეგი მოაქვს. ესტროგენის დონის შემცირებას მოსდევს ნეირომედიატორ სეროტონინის დონის დაქვეითება, რომელიც ამცირებს გაღიზიანებადობას, ნევროტულობას, სარძევე ჯირკვლების დაავადებებებს, მუცლის შებერვას, თავის ტკივილებს და სხვ. კლინიკური კვლევებით მტკიცდება, რომ ვიტექსის პრეპარატების დახმარებით წარმატებით მკურნალობენ პრემენსტრუალურ და პრეკლიმაქტერულ მასტალგიას. ნაყოფის ექსტრაქტი აინჰიბირებს ქოლესტერინაცილტრანსფერაზას, ამგვარად ამცირებს ჰიპერქოლესტერინემიას და შეიძლება გამოყენებულ იქნას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ.
ხალხური მედიცინა. წმინდა ვიტექსმა ფართო გამოყენება ჰპოვა ხალხურ მედიცინაში. ყველაზე ხშირად რეკომენდებულია ჰორმონალური დისბალანსის რეგულირებისათვის, კლიმაქსის სიმპტომების და მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად, პრემენსტრუალური მდგომარეობის შემსუბუქებისთვის. სახალხო მკურნალების აზრით, ქალთა უნაყოფობის დროს ვიტექსი წმინდა ერთგვარი « ჯადოსნური ჯოხია ».

 ვიტექსის მოქმედება

✅ პროლაქტინის ნორმალიზება


პროლაქტინის  ნორმალიზება
დოფამინერგული მოქმედება: ვიტექსი ხელს უწყობს პროლაქტინის დონის შემცირებას და მენსტრუალური ციკლის ნორმალიზებას; ვიტექსის ექსტრაქტს შეუძლია გაუმკლავდეს ტკივილს სარძევე ჯირკვლებში პროლაქტინის გადაჭარბებული გამოყოფის ინჰიბირებით, ენდოკრინული ჯირკვლის - ჰიპოფიზის ჯირკვლის უჯრედებში დოფამინის რეცეპტორებზე მოქმედებით.
ამ ეფექტებს ასტიმულირებს ფლავონოიდები, კერძოდ კასტიცინი, რომელიც მოქმედებს როგორც ტკივილგამაყუჩებელი და პროლაქტინის შემამცირებელი აგენტი. შედეგად, ამ ჰორმონის დონე მცირდება.
ვიტექსის სამკურნალო თვისებები განპირობებულია მისი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით და ამ ნივთიერებების უნიკალური კომბინაციით.
✔ ვიტექსი აქრობს პრემენსტრუალური სინდრომის (PMS) და მასტოპათიის სიმპტომებს;
✔ ამ მცენარის ექსტრატი ამცირებს ოქსიდაციური სტრესის დონეს სხეულის ქსოვილებში;
✔ აბრაამის ხის ნაყოფის ექსტრაქტი ხსნის ანთებას, ტკივილს, შეშუპებას.

✅ პროგესტერონის აღდგენა


პროგესტერონის აღდგენა
ვიტექს გააჩნია გამოხატული ესტროგენ - მოდულატორის ეფექტი. ეს გამოწვეულია ფიტოესტროგენების შემცველობით, როგორიცაა ვიტიკოსტერონი, ბ-როზატეროლი, ასევე ფლავონები, რომლებსაც აქვთ ესტროგენის მსგავსი ეფექტი. ეს უკანასკნელი მოიცავს აპიგენინს, ვიტექსინს. მოქმედება განპირობებულია ესტროგენის რეცეპტორების მონაწილეობით.
ვიტექსი გავლენას ახდენს ესტროგენულ აქტივობაზე, რაც შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას პმს ის სამკურნალოდ და მენოპაუზის სიმპტომების შესამსუბუქებლად. პრემენსტრუალური სინდრომი არის სიმპტომების მთელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს განწყობის ცვალებადობას, მომატებულ შფოთვას, დეპრესიის ნიშნებს, ტკივილს სარძევე ჯირკვლებში.
ვიტექსის ექსტრაქტი ეხმარება გაუმკლავდეს პმს-ის გამოვლინებებს. მცენარე ახდენს პროლაქტინის ჭარბი გამომუშავების ნორმალიზებას და მენსტრუალური ციკლის შემცირებული ლუტეალური ფაზის ხანგრძლივობას, ზრდის პროგესტერონის დონეს და 17-ბეტა-ესტრადიოლის რაოდენობას. ამრიგად, ვიტექსი ზრდის ქალის რეპროდუქციულ პოტენციალს.

✅ ანთების საწინააღმდეგო


ანთების საწინააღმდეგო | ანტიბაქტერიული მოქმედება
ვიტექსი არის ანტიბაქტერიული მოქმედების მცენარე. იგი შეიცავს ნივთიერებებს ბაქტერიციდული მახასიათებლებით. მის კომპონენტებს აქვთ ანტიმიკრობული, ფუნგიციდური (სოკოს საწინააღმდეგო), ანტიპარაზიტული მოქმედება.
მცენარის ცალკეულ კომპონენტს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ეს გამოიხატება შემდეგნაირად:
✔ პოლიფენოლების, ტერპენების, ფლავონოიდების ანტიოქსიდანტური მოქმედების გამო;
✔ მცენარეული ექსტრაქტები გავლენას ახდენენ ანთებითი პროცესის რეგულირების ძირითად მექანიზმებზე - ციტოკინების გამომუშავებაზე და პროსტაგლანდინების გაცვლაზე;
✔ შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედების გამო.

✅ სიმსივნის საწინააღმდეგო


ჯანსაღი ნერვული სისტემა
ვიტექსის ექსტრაქტი ცნობილია თავისი კომპონენტის მოქმედების გამო, რომლებიც ციტოტოქსიურია პათოლოგიური, დეგენერირებული უჯრედებისთვის. ამრიგად, დადგენილია მათი ციტოტოქსიურობა ძუძუს კიბოს, კუჭის კარცინომის, მსხვილი ნაწლავის კიბოს და ფილტვების უჯრედებისთვის.
სიმსივნის საწინააღმდეგო აქტივობა ვლინდება კასტიცინით, ვიტექსინით და სხვა ნაერთებით. ვიტექსის ექსტრაქტი სიმსივნის საწინააღმდეგო და იმუნიტეტის ასამაღლებელი საშუალებაა. სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტით და იმუნიტეტის გაზრდით მცირდება ენდომეტრიოზის განვითარების რისკი, სარძევე ჯირკვლების და საკვერცხეების სიმსივნეების გამოჩენა.

 დამატებით
• ზრდის პროგესტერონის დონეს ;
• ამცირებს პროლაქტინის დონეს ;
• აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს ;
• ყვითელი სხეულის უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობა ;
• ნარჩენი ლაქტაციის შესაწყვეტად.
• მოქმედება ოპიოიდურ რეცეპტორებზე:
ვიტექსის რამდენიმე კომპონენტი ავლენს ტკივილგამაყუჩებელ და სედატიურ თვისებებს. საუბარია ვიტექსინზე, კასტიცინზე, იზოორიენტინზე, კემპფეროლზე.
საანესთეზიო ეფექტი დაკავშირებულია ოპიოიდური რეცეპტორების აქტივობის მოდულაციასთან, რაც განსაზღვრავს ვიტექსის ეფექტურობას PMS-ის მკურნალობაში. მცენარის შემადგენლობაში შემავალი კასტიცინი თავისი ეფექტით ახლოს არის ენდორფინებთან.
თანამედროვე კვლევებმა გვაჩვენა, რომ ვიტექსი ეფექტურია მენსტრუალური დარღვევის შემთხვევაში: ამენორეა, დისმენორეა; ამცირებს ნეგატიურ სიმპტომებს მენოპაუზის დროს, განსაკუთრებით პრემენსტრუალურ დაძაბულობას (შფოთვა, ნერვიულობა, უძილობა და განწყობის ცვლილებები).
• ვიტექსი წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის აღმდგენ მცენარეს - ჰორმონების რეგულატორს. აბრაამის ხის ექსტრაქტი აბალანსებს და არარეგულირებს მენსტრუაციის პროცესებს და გამოიყენება უნაყოფობის სამკურნალოდ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარე არ შეიცავს ჰორმონებს ან ჰორმონის მსგავს ნივთიერებებს, მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ქალის სხეულის ჰორმონალურ ბალანსზე ჰიპოფიზის ჯირკვლის სტიმულირებით და ლუტეინირების ჰორმონის წარმოების გაზრდით. ეს ირიბად იწვევს პროგესტერონის წარმოების ზრდას და არეგულირებს პროგესტერონისა და ესტროგენის ბალანსს , რითაც ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლის რეგულირებას. ქალის სხეულში უნდა არსებობდეს ბალანსი პროლაქტინს, ფოლიკულის მასტიმულირებელ და ლუტეინირების ჰორმონებს შორის. პროლაქტინის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ამენორეა (მენსტრუალური ციკლის არარსებობა). ამ შემთხვევაში დარღვეული მენსტრუალური ციკლის აღდგენაში გვეხმარება ვიტექსის გამოყენება, რომელიც ამცირებს პროლაქტინის დონეს.
მენსტრუაციის დაწყებამდე ბევრი ქალი ხდება გაღიზიანებული, განიცდის დეპრესიისა და შფოთვის შეტევებს. პრემენსტრუალური სინდრომის ეს ტიპიური სიმპტომები ვლინდება პროგესტერონის არასაკმარისი წარმოების გამო მენსტრუაციის დაწყებამდე პერიოდში.
• ვიტექსი ხელს უწყობს ესტროგენისა და პროგესტერონის თანაფარდობის ნორმალიზებას და ამით ამცირებს პმს-თან დაკავშირებულ დისკომფორტს. ვიტექსი, პროლაქტინის დონის შემცირებისა და პროგესტერონისა და ესტროგენის ბალანსის რეგულირების უნარის გამო, მნიშვნელოვნად ამსუბუქებს და ხსნის ტკივილებს სარძევე ჯირკვლებში.
• ვიტექსი ხელს უწყობს ჰორმონის პროლაქტინისა და სასქესო ჰორმონების ბალანსის შენარჩუნება - აღდგენაში, ხელს უწყობს რეგულარული ციკლის აღდგენაში. პრეპარატი ხელს უწყობს ქალის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და იცავს მას ჰორმონალური დისბალანსის შესაძლო შედეგებისგან : სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი დაავადებების განვითარებისგან, PMS, ციკლის დარღვევისგან და უნაყოფობისგან. ვიტექსს ექსტრაქტი გამოიყენება პრემენსტრუალური სინდრომის, სარძევე ჯირკვლების ციკლური ტკივილის შესამსუბუქებლად, ჰიპერპროლაქტინემიისა და პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის წინააღმდეგ საბრძოლველად, აგრეთვე იმუნომოდულაციისთვის.

 ჩვენება

• პრემენსტრუალური სინდრომი ;
• მენსტრუალური ციკლის დარღვევა ;
• ციკლის დარღვევა კონტრაცეპტივების გამოყენების შემდეგ ;
• ანოვულატორული ციკლები ;
• ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია ;
• საშვილოსნოს მიომა და ფიბრომა;
• პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი ;
• ჰორმონალური დისბალანსი ;
• პროგესტერონის ნაკლებობა ;
• პროლაქტინის მაღალი დონე (გადაჩარბებული) ;
• უნაყოფობის ზოგიერთი ფორმა ;
• გულმკერდის ტკივილები ;
• ჰიპერპროლაქტინემია ;
• ენდომეტრიოზი ;
• საკვერცხეების დისფუნქცია და დისმენორეა ;
• აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს ;
• ყვითელი სხეულის უკმარისობით გამოწვეული უნაყოფობა ;
• ნარჩენი ლაქტაციის შესაწყვეტად .
• საშვილოსნოს მიომა და ფიბრომა ;
• მასტოდინია ;
• ენდომეტრიოზი ;
• საკვერცხეების დისფუნქცია და დისმენორეა ;
• ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია ;

 მიღების წესი

• თითო კაფსულა ჭამის დროს.
დღეში ერთხელ.
მიაყოლეთ ერთი ჭიქა 200 მლ წყალი.

 უკუჩვენება

•  ინდივიდუალური აუტანლობა.

 შენახვის პირობები

•  ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

 რჩევა

•  ნებისმიერი ბიო დანამატის გამოყენებამდე, გირჩევთ: კონსულტაცია გაიარეთ თქვენს მკურნალ ექიმთან .

73 other products in the same category