გოგრის  ზეთი კაფსულებში
  • გოგრის  ზეთი კაფსულებში

გოგრის თესლის ზეთი.

95,00 GEL
Без налога

გოგრის თესლის ზეთის სასარგებლო თვისებები

გამოიყენება სამკურნალოდ ღვიძლის, ყაბზობის, გასტრიტის, წყლულის, კოლიტის, ადენომის ტელ: 598423001

შეფუთვაშა: 100 კაფსულა - 95 ლ

ერთი კაპსულის წონა: 1000 მილიგრამი.

შეკვეთილი პროდუქტის მოწოდება ხდება უშუალოდ ადგილზე მიტანით.
ადგილზე მიტანა ხდება იმავე დღეს.
ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე: 598423001

გოგრის თესლის ზეთის სამკურნალო თვისებები

ქიმიური შემადგენლობა
ბიოქიმიური შემადგენლობა, რომელიც ხასიათდება დიდი რაოდენობით ადვილად ასათვისებელი ცილების, ვიტამინების( A, F, E, B1, B( B2, B3, B6, B9), P,, K, T), 50-ზე მეტი სხვადასხვა მაკრო და მიკროელემენტების( თუთია, კალციუმის, მაგნიუმის, რკინის, ფოსფორის, სელენი) და სხვა შესაბამისი ჯანმრთელობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - ფოსფოლიპიდებს, phytosterols, chlorophylls, ფლავონოიდებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სისხლის წარმომქმნელი სისტემა.
ვიტამინი C, B მიკროელემენტები რკინა, თუთია, სპილენძი ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისათვის. ამის გამო, რეკომენდირებულია გოგრის ზეთის რეგულარული მიღება ანეემიის შემთხვევაში.

საჭმლის მომნელებელი სისტემა.
გოგრის თესლის ექსტრაქტს და მის ზეთს აქვს დიურეზული მოქმედება. ასევე შეიძლება ჰქონდეს ანტიპარაზიტული მოქმედება.
გოგრის თესლის ზეთში შედის უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ფოსფოლიპიდები, მცენარეული ფლავონიდები, ვიტამინები A, T, E. კომპლექსში ისინი არეგულირებენ ნაღვლის წვენის გამოყოფის პროცესს, აუმჯობესებენ ნაღვლის წვენის შემადგენლობას, ხელს უწყობენ ღვიძლის სტრუქტურის აღდგენას, ეწინააღმდეგებიან ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას და ანთებითი პროცესების განვითარებას, როგორც ღვიძლში, ასევე ნაღვლის ბუშტში და სანაღვლე მილებში. უჯერი ცხიმოვანი მჟავები, ვიტამინები A და E ქლოროფილი, ფოსფოლიპიდები და ფიტოსტეროლები ახდენენ კუჭის და ნაწლავების კედლებზე ანთების საწინააღმდეგო და შემახორცებელ მოქმედებას. ვიტამინ B არეგულირებს კუჭის წვენის მჟავიანობას, გოგრის ზეთს ახასიათებს მსუბუქი საფაღარათო მოქმედება. სახალხო მედიცინაში იგი ცნობილია, როგორც ჭიების გამომდევნი საშუალება. გოგრის ზეთი გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის შემდეგი დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში:
გასტრიტები,ეზოფაგიტები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული , გასტროდუოდენიტი, კოლიტი, ენტეროკოლიტი, შეკრულობა, ნაღვლკენჭოვანი დაავადება, ქოლეცესტიტი, ქოლეცისტოქოლანგიტი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ჰეპატიტი, ცეროზი .

მამაკაცებში
გოგრის ზეთი, რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, სასიკეთო ზემოქმედებას ახდენს მამაკაცის შარდსასქესო სისტემაზე. სამედიცინო კვლევებით დამტკიცებულია გოგრის თესლის ზეთის ეფექტურობა პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს. ის ამცირებს სიმპტომებს. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ანდროგენული, შარდმდენი და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. აუმჯობესებს სპერმატოგენეზს და ერექციას. გოგრის ზეთის გამოყენება რეკომენდირებულია წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, ერექციული ფუნქციის, პროსტატიტის,თირკმლის, შარდის ბუშტის დაავადებების და მამაკაცის უშვილობის პროფილაქტიკისა და კომპლექსური მკურნალობისთვის.

ქალებში
გოგრის ზეთს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ჭრილობების შემახორცებელი მოქმედება, მისი რეგულარული გამოყენება ხსნის პრედმენსტრუალური სინდრომის ნიშნებს. აუმჯობესებს ქალების საერთო მდგომარეობას კლიმაქტერულ პერიოდში. გოგრის ზეთის შემადგენლობაში შედის B, E და F ვიტამინების კომპლექსი, ფიტოსტეროლები და თუთია, რომლებიც უშუალოდ ახდენენ ზეგავლენას ჰორმონალურ ფონზე.
გოგრის ზეთი გამოიყენება საშვილოსნოს ყელი ეროზიის, კოლპიტის ენდოცერვიციტის და სხვა გინეკოლოგიური დაავადებების და ქალთა უშვილობის კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში. იგი შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, ფოსფოლიპიდებს, ვიტამინებს და მინერალების კომპლექსს, რომლებიც აუცილებელია დედის მუცელში ნაყოფის სრულფასოვანი განვითარებისათვის. მშობიარობის შემდგომ პერიოდში გოგრის ზეთის საჭმელში რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს დედის რძის ხარისხს და იცავს როგორც დედას, ასევე ახალშობილის სხვადასხვა ინფექციებისგან.

ბავშვისთვის
გოგრის ზეთი შეიძლება გამოიყენოთ ახალშობილისთვის: გამოყელვის, ალერგიული რექციების დროს, მწერების ნაკბენების შემთხვევაში. არავისთვის არ არის დამალული, რომ ყოველ მეორე მოზარდს აქვს მხედველობის პრობლემა. თქვენ ბავშვს სწორედ გოგრის ზეთი გაუწევს არსებით დახმარებას, როგორც მხედველობის ორგანოებისთვის საჭირო ნივთიერებების მდიდარი წყარო. გოგრის ზეთი აუმჯობესებს, ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილისთვის საჭირო კალციუმის შეწოვის უნარს.

კანის დაავადებები.
ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ გოგრის ზეთს კანის დაავადებების სამკურნალოდ. ამ ზეთს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, ანტიალლერგიული და მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.
რეკომენდირებულია გოგრის ზეთის გამოყენება დიათეზების, ჭინჭრის ციების, ჰიპერკერატოზების, აკნეს, სებორეას, ეგზემის, ფსორიაზის, ჰერპესის, დერმატომიკოზების, დამწვრობის, ნაწოლების, დამბლის, ტროპიკული წყლულების მკურნალობის დროს.

სუნთქვის სისტემა.
გოგრის ზეთი გამოიყენება კატარის, ბრონქიტის, პნევმონიის, ტუბერკულოზის კომპლექსური მკურნალობის შემთხვევაში.

იმუნიტეტი.
გოგრის ზეთს ნორმაში მოყავს ჩვენი ორგანიზმის იმუნური სისტემა. რეგულარული გამოყენებისას მატულობს ორგანიზმის მდგრადობა ინფექციური და ვირუსული დაავადებების მიმართ. მცირდება ქრონიკული, ანთებითი დაავადებების რისკი. გოგრის ზეთი ხელს უწყობს ორგანიზმის გასუფთავებას შლაკებისგან, ტოქსინების და კონცეროგენებისაგან.

ცივი გამოწურვის გოგრის თესლის ზეთი კაფსულირებული ფორმით უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების ყველაზე ხანგრძლივ და მაქსიმალურ დაცვას ჰაერის ზემოქმედებისგან. გოგრის ზეთი წარმოადგენს ძვირფასს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას რომელიც მოქმედებს კომპლექსურად.

კოსმეტოლოგია
ცივი გამოწურვით მიღებული გოგრის თესლის ზეთი წარმატებით გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. ვნახოთ რა ზემოქმედებას ახდენს იგი კანზე, თმებზე და ფრჩხილებზე:
1) აქტიურად ატენიანებს კანს;
2) კვებავს კანს და თმებს;
3) არბილებს კანს;
3) რეგულარული გამოყენებისას უბრუნებს კანს სიმკვრივეს და ელასტიურობას;
5) აძლიერებს ( ამაგრებს) კანქვეშა კაპილარებს;
6) ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისაგან;
7) აქვს გამოხატული რეგენარაციული მოქმედება;
8) ეფექტურად იცავს კანს ნაადრევი სიბერისაგან;
9) იცავს კანს სხვადასხვა ანთებითი პროცესებისა და გაღიზიანებებისაგან;
10) აქტიურად ებრძვის კანის ალლერგიულ რეაქციებს;
11) აქტიურად ებრძვის ნახეთქებს ტუჩებთან;
12) არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციას;
13) იცავს კანს მზის დამწვრობისაგან;
13) რეგულარული გაოყენებისას ამაგრებს, აღადგენს ფრჩხლების სტრუქტურას და აჩქარებს მათი ზრდის პროცესს;
15) ამაგრებს თმის ძირებს, აღადგენს სტრუქტურას, აჩქარებს მათი ზრის პროცესს.

კოსმეტიკური მიზნით გოგრის ზეთი გამოიყენება მშრალი, ნორმალური და კომბინირებული კანის მოსავლელად. ის არაჩველებრივად უხდება მგრძნობიარე, გაღიზიანებულ, აქერცლილ, გაუხეშებულ და ასაკოვან კანს. ზეთის გამოყენების ყველაზე ხელსაყრელი მეთოდი, არის რამოდენიმე წვეთის დამატება უკვე მზა კოსმეტიკურ საშვალებებში, უშვალოდ გამოყენებს წინ. ასეთი კოსმეტიკური საშვალებები შეიძლება იყოს მკვებავი მალამოები, როგორც სახისთვის ისე ხელებისთვის, ლოსიონები ნიღბები, ტონიკები, ბალზამები თმისათვის, ტუჩებისთვის და შამპუნები. კოსმეტიკური მიზნით გოგრის ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ, აგრეთვე სუფთა სახით. ამისათვის წინასწარ გასუფთავებულ კანზე წავისვათ გოგრის ზეთის თხელი ფენა. 30–30 წუთის შემდეგ კანიდან ხელსახოცით მოვიშოროთ ზეთის ზედმეტი ფენა.
ეს პროცედურა უხდება მშრალ და მობერებულ კანს. გოგრის ზეთის, სუფთა სახით გამოყენების კიდევ ერთი მეთოდი არსებობს. ეს ნიღაბი რეკომენდირებულია კანის დეკორატიული კოსმეტიკისაგან დასაცავად. მარლის საფენები დავასველოთ თბილ წყალში (30–50 გრადუსი) გავწუროთ, შემდეგ დავასველოთ გოგრის თესლის ზეთში, ნიღაბი დავიდოთ სახეზე, ზემოდან დავიფაროთ თბილი პირსახოცი და 30 წუთი გავიჩეროთ. ასეთი ნიღბის გაკეთება საკმარისია 2–ჯერ თვეში. ნიღბის შემდეგ კანი ხდება ხავერდოვანი და მკვრივი. ეს ნიღაბი სასარგებლოა ცხიმიანი კანისთვისაც. ამ შემთხვევაში ნიღაბი უნდა გავიჩეროთ მხოლოდ 10 წუთი, შემდეგ პირი დავიბანოთ ცივი წყლით. რეკომენდირებულია ასეთი ნიღბის გაკეთება 2–3 ჯერ კვირაში. ნიღაბი არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას, აუმჯობესებს კანის გარეგან სახეს, ასუფთავებს ფორებს. ეფექტური საშვალებაა აკნეს წინააღმდეგ. გოგრის თესლის ზეთს აქვს ძლიერი რეგენერაციული მოქმედება, ამიტომ გამოიყენება კანის ნებისმიერი დაზიანების დროს ( ჭრილობები, აქერცვლა, აკნე, ჰემატომა, დამწვრობა).
დაზიანებულ ზედაპირს უნდა წავუსვათ გოგრის ზეთი. ამის გარდა, რეკომენდირებულია 1ჩ/კ ზეთის მიღება 2–3 ჯერ დღეში ჭამამდე 1 საათით ადრე. მზის დამწვრობის დროს გოგრის ზეთი გამოიყენება მკურნალობის ბოლო სტადიაზე. ასეთ დროს გოგრის ზეთი ეწინააღმდეგება პიგნმენტური ლაქების წარმოქმნას და უნარჩუნებს კანს თანაბარ ფერს. ის ეფექტურად იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისაგან. თუ თქვენ ქცვივათ თმები, მაშინ გოგრის ზეთი გაგიწევთ შეუფასებელ დახმარებას.
შეიზილეთ იგი თმის ძირებში 30 წუთით ადრე დაბანამდე შემდეგ ჩმოიბანეთ თავი შამპუნით, პროცედურა გაიმეორეთ2–3 ჯერ კვირაში. თმის გასაჯანსაღებლად, გასამაგრებლად და ზრდის დასაჩქარებლად რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ თმის ძირებში გოგრის ზეთის შეზელვა, რის შემდეგაც უნდა დავიხუროთ პოლიეთილენის ქუდი და დავიტოვოთ მთელი ღმის განმალობაში. დილით თავი დავიბანოთ შამპუნით.
ნიღაბი არაჩვეულებრივად კვებავს თმებს, იგი ხდება ხავერდოვანი და მბზინვარე.
გოგრის ზეთი გამოიყენება მასაჟისთვის სუფთა გოგრის ზეთი წარმატებით გამოიყენება სახლის პრობებში სხვადასხვა კოსმეტიკური საშვალებების დასამზადებლად.


ჩვენება
- ამცირებს მავნე ქოლესტერინის რაოდენობას.
- უშლის თრომბების წარმოქმნას.
- გულის იშემიური დაავადებების დროს.
- ათეროსკლეროზის მკურნალობის დროს.
- ამაგრებს გულის კუნთს და სასარგებლოა გულის მუშაობისთვის.
- იცავს სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისგან.
- თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს ასტიმულირებს გაფილტვრის სისტემას.
- შეკრულობის მკურნალობა
- დაბლა წევს კუჭის სიმჟავეს თუ მომატებულია.
- ხელს უშლის გაზების წარმოქმნას.
- კლავს ნაწლავის პარაზიტებს.
- წყლულის დროს.
- გასტრიტის და გულძმარვის დროს.
- ბუასილისა და კოლიტის დროს.
- ჰეპატიტის დროს.
- იცავს ღვიძლს ტოქსიკური ნივთიერებებისგან.
- პროსტატის სამკურნალოდ.
- ეგზემის დროს.
- ფსორიაზის დროს.
- ჰერპესის დროს.
- დერმატიტის, დერმატოზების, დერმატომიკოზების (სოკო) დროს.


მიღების წესი
რეკომენდირებულია გოგრის ზეთის მიღება ერთი საათით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან ორი სააათის შემდეგ. 1 კაფსულა 2 - ჯერ დღეში სასურველია ჭამის დროს ან ჭამამდე.
ცისტიტის დროს, მკურნალობის კურსი 3 კვირა.


უკუჩვენება
უკუჩვენებები გამოვლენილი არ არის.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

შეკვეთილი პროდუკტის მოწოდება ხდება უშუალოდ სახლში მიტანით.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

24 other products in the same category