ბ ვიტამინების კომპლექსი
  • ბ ვიტამინების კომპლექსი
  • B ვიტამინები
  • B ვიტამინები

ანტი-სტრესი. 30 აბი:

25,00 GEL
Включая налог

B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი

B ჯგუფის ვიტამინების სრული კომპლექსი: ნერვული სისტემის დაავადებების მკურნალობა - დეპრესია, სტრესი, შიში, ტელ: 579143811


შემადგენლობა:
ვიტამინი C : 200 მგ.
ვიტამინი B1 : 100მგ.
ვიტამინი B-2: 20მგ.
ვიტამინი B-3 ანუ ნიაცინი: 25მგ.
ვიტამინი B-5 ანუ პანტოტენის მჟავა: 5.5მგ.
ვიტამინი B-6: 3მგ.
ვიტამინი B-7 ანუ ბიოტინი: 300მკგ.
ვიტამინი B-9 ანუ ფოლიუმის მჟავა: 400მკგ.
ვიტამინი B-12: 100მკგ.
სოდიუმი: 90მგ.
კალიუმი: 30მგ.



რაოდენობა შეფუთვაში: 500 კაფსულა.


ფასი ცალობით: 30 კაფსულა - 25.00 ლარი


ფასი კოლოფის: 500 კაფსულა - 415 ლ.


შეძენის პირობები
30 ან 60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება სპეციალურ - დახურულ პარკში.

პროდუქტის მწარმოებელი
მწარმოებელი კომპანია : KIRKLAND .
მწარმოებელი კომპანია დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში.
მწარმოებელი უშვებს მაღალ ხარისხიან , ეკოლოგიურად სუფთა და მხოლოდ ნატურალურ ( მცენარეულ ) - პროდუკტებს.

შეკვეთილი პროდუქტის მოწოდება ხდება უშუალოდ ადგილზე მიტანით.
ადგილზე მიტანა ხდება იმავე დღეს.
ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე: 579143811

B ჯგუფის ვიტამინების სრული კომპლექსი

აღწერილობა
არსებობს რიგი ვიტამინებისა, რომელთა დეფიციტის დროს წარმოიქმნება დეპრესიის სიმპტომები. B-Complex ვიტამინები მნიშვნელოვანია მენტალური და ემოციური ჯანმრთელობისათვის. ისინი არ ინახებიან სხეულში, ამიტომაც აუცილებელია მათი მუდმივი, ყოველდღიური მიღება.
B ჯგუფის ვიტამინების კომბინირებულად გამოყენება იწვევს მათი მოქმედების სინერგიზმს.
B ჯგუფის ვიტამინები ამცირებენ სტრესს, არეგულირებენ მეტაბოლიზმს, გავსებენ ენერგიით და ზრუნავენ თქვენი კანის მდგომარეობაზე.
B ჯგუფის ვიტამინები ძირითადად ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე და შესაბამისად მენტალურ ჯანმრთელობაზე არიან პასუხისმგებელნი. B ვიტამინების დეფიციტს უსერიოზულესი შედეგი აქვს. მათი დეფიციტი იწვევს სისხლძარღვების, ნერვული სისტემის და სისხლში ქოლესტერინის დონის ცვლილებებით გამოწვეულ დაავადებებს.


ფარმაკოლოგიური თვისებები

B1 ტიამინი
ხელს უწყობს ნახშირწყლების, ცხიმების და ცილების ენერგიად გარდაქმნას, მას შეიცავენ: ღვიძლი, ღორის ხორცი, მარცვლეული, კაკალი და სხვა. ავიტამინოზი იწვევს დაავადებას ‘ბერიბერი’. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: დაღლილობა, აპათია, გაღიზიანებადობა, დეპრესია, ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ანორექსია, გულზიდვები, მუცლის ტკივილი (ადრეული სიმპტომები); პერიფერიული ნეიროპათია (მგრძნობელობის, რეფლექსების, მოძრაობის დარღვევა); კორსაკოვის სინდრომი (მეხსიერების დაქვეითება, დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა).

B2 რიბოფლავინი
მონაწილეობს ყველა ნივთიერებათა ცვლის პროცესში.მნიშვნელოვანი როლი აქვს მხედველობითი ფუნქციების კანის ნორმალური მდგომარეობის და ჰემოგლობინის სინთეზის უზრუნველყოფაში. მას შეიცავს ხორცი, რძის პროდუქტები, კვერცხი, ბოსტნეული, პური, მარცვლეული, კაკალი და სხვა. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: კანისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (ნახეთქები კანზე, ანგულარული სტომატიტი. გლოსიტი, ენის დვრილების ატროფია); თვალის დაზიანება (მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, წვის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა); სებორეული ეგზემა; ზრდის დარღვევები; ანემია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია; ნევროლოგიური დარღვევები
ავიტამინოზის დროს: არიბოფლავინოზი.

B3 ნიაცინი
თავისუფლებს ენერგიას ყველა საკვები ნივთიერებიდან რომელიც შეიცავს კალორიებს ახდენს ცილების და ცხიმების სინთეზს. მას შეიცავენ შინაური ფრინველები, ხორცი, კვერცხი, პური, კაკალი, მარცვლეული, თევზი და სხვა. ნეაცინის დეფიციტი ორგანიზმში ტრიპტოფანთან ერთად იწვევს პელაგრას. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: საერთო სისუსტე, ცხელი კერძების მიმართ ზედმეტი მგრძნობელობა, თავბრუხვევა (ადრეული სიმპტომები ვიტამინის 2-3-თვიანი დეფიციტის დროს); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება. კანის დაზიანება (კანის გაუხეშება, აქერცვლა ).

B5 კალციუმის პანტოტენანტი
ათავისუფლებს ენერგიას, წარმოქმნის ქოლესტერინს. მას შეიცავენ როგორც მცენარეული, ისე ცხოველური საკვები. დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს კანის დაავადებები და პარასტეზია. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: კანისა და მისი დანამატების დაზიანება (დერმატიტი, გაჭაღარავება, ალოპეცია); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა; თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

B6 პიროდოქსინი
მონაწილეობას იღებს ნახშირბადის ცვლის პროცესში, ჰემოგლობინის სინთეზში, ნერვული სისტემის აქტივობის რეგულაციაში ერითროციტების რეგენერაციაში და ანტი სხეულების წარმოქმნაში. მას შეიცავენ ყველა ცილით მდიდარი საკვები, ბანანი, ზოგიერთი ბოსტნეული, ხორცი და სხვა. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: კრუნჩხვები (უმეტესად - 2 წლამდე ასაკის ბავშვებში), მოუსვენრობა, დეპრესია; პერიფერიული ნევრიტი, ტერფების წვა; დერმატიტი (აქერცვლა ცხვირ-ტუჩისა და შუბლის ნაოჭების არეში, მოზარდებში - სებორეა და ჩვეულებრივი ფერიმჭამელები); მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება. ავიტამინოზმა შეიძლება გამოიწვიოს უჯრედული ანემია.

B7 ბიოტინი
ხელს უწყობს ენერგიის გათავისუფლებას ბმებისგან რომლებიც კალორიებს შეიცავენ. ის გვხვდება სხვადასხვა საკვებში და ასევე წარმოიქმნება კუჭის მიკრო ფლორის საშუალებით.მისი დეფიციტი ზრდასრულებში სიმპტომებსარ ავლენს მაგრამ ახალშობილებში შეუძლია ნევროპათოლოგიური დაზიანებები გამოიწვიოს. მას ტოქსიკურობა არ გააჩნია.

B9 ფოლიუმის მჟავა
ხელს უწყობს უჯრედების გაყოფას, ერითროციტების წარმოქმნას და ნაყოფის განვითარებას.მას შეიცავს ღვიძლი, ბოსტნეული, ხორბალი, ფორთოხალი, თევზი, ხორცი, რძე და სხვა. ავიტამინოზმა შეიძლება გამოიწვიოს უჯრედული ანემია.

B12 ციანკობალამინი
ხელს უწყობს ერითროციტების წარმოქმნას, ნერვული სისტემის ზრდასა და ფუნქციონირებას.მას შეიცავს ღვიძლი, თირკმელები, ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები და სხვა. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: მეგალობლასტური ჰიპოქრომული ანემია; ალოპეცია; პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (გლოსიტი, გინგივიტი). ვიტამინოთერაპია არსებობს როგორც მონოვიტამინური, ისე პოლივიტამინური პრეპარატები. მონოვიტამინები სამკურნალო მიზნით გამოიყენება, ხოლო პოლივიტამინებს ხშირად მოიხმარენ პროფილაქტიკურ საშუალებად.



ჩვენება
- ნერვული სისტემის სხადასხვა გენეზის დაავადებები:
( დეპრესია, სტრესი, შიში ) პერიფერიული ნევრიტი და პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები (მათ შორის, სახის ნერვის) და დამბლები, ლუმბაგო, პლექსიტები, რეტრობულბური ნევრიტი, ნეკნთაშორისი ნევრალგია (მათ შორის, სარტყლისებური ლიქენი), ნეიროპათია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა), გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, გაფანტული სკლეროზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმები, ენცეფალოპათია, მათ შორის დიაბეტური, ალკოჰოლური;
- იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია;
- სხვადასხვა გენეზის ანემიები;
- კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი;
- სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა;
- ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა;
- თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული;


მიღების წესი
დღეში 1 ტაბლეტი. მიზანშეწონილია კვების დროს.

კურსის ხანგრძლიობა
ინდივიდუალურია ( არ არის დადგენილი ).

რეკომენდირებული არ არის
არ არის მისაღები ორსულობის პერიოდში.
არ არის მისაღები მენსტრუალური ციკლის პერიოდში.
არ არის მისაღები ლაქტაციის პერიოდში.
არ არის მისაღები 10 წლამდე ბავშვთა ასაკში.
არ არის რეკომენდირებული თუ წნევიანი ხართ.


შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

შეკვეთილი პროდუკტის მოწოდება ხდება უშუალოდ სახლში მიტანით.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

ნებისმიერი მცენარეული ან სხვა ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე ჩვენ გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ მითითებებს. მწვანე აფთიაქი ჩვენ წარმოვადენთ ონლაინ მაღაზიას და შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს არანაირი საწყობი და არ ვინახავთ პროდუქციას. საწყობები ჩვენს მომწოდებლებს ეკუთვნით (სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს კურიერებს პროდუქციით), შესაბამისად ნებისმიერი პროდუქტი ჩვენი მომწოდებლების ხელთაა. აქედან გამომდინარე გვინდა ხაზი გავუსვათ : ჩვენი ონლაინ მაღაზია და ჩვენი საიტი მთლიანობაში წარმოადგენენ ერთგვარ ვიტრინას, დახლს . შეძენის პროცესი. 1) თქვენ ირჩივთ პროდუქტს ჩვენი ვიტრინიდან–საიტიდან. 2) ტელეფონით გვატყობინებთ თქვენს მისამართს. 3) იმავე დღეს კურიერი ნებისმიერი საწყობიდან იღებს მცენარეულ პრეპარატს და მოაქვს თქვენთან. 4) თქვენ მხოლოდ მას შემდეგ იხდით პრეპარატის საფასურს როდესაც მას სახლში მიიღებთ და მხოლოდ ნაღდი ფულით.

68 other products in the same category