ელეუტეროკოკი. 50მლ:

0,00 GEL
Включая налог

დეპრესიის, ნევროზის სამკურნალოდ. ამაღლებს იმუნიტეტს და ტონუს. ტელ: 577228225

ფასი
50 მლ – 16.00 ლარი.


პროდუქტის მწარმოებელი
რუსეთი.

შეკვეთილი პროდუკტის მოწოდება ხდება უშუალოდ სახლში მიტანით.
ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.

ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე: 577228225

აღწერილობა
ელეუტეროკოკი მიეკუთვნება არალიასებრთა ოჯახს. ბუჩქოვანი, დეკორაციული და სამკურნალო მცენარეა. ამ მცენარის თხევად ექსტრაქტებს გააჩნიათ მასტიმულირებელი და მატონიზებელი მოქმედება. შეიცავს გლიკოზიდებს, ეთერზეთებს, ანტოციანებს და სხვა. 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ელეუტეროკოკის პრეპარატებს აქვთ ზოგადგამაჯანსაღებელი და მასტიმულირებელი მოქმედება, რაც ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის, სხეულის მასის, ფიზიკური ძალისა და სისხლში ჰემოგლობინის დონის მომატებით გამოიხატება. მათი გავლენით იზრდება აგრეთვე ორგანიზმის გამძლეობა და ადაპტაციის უნარი გარემოს არასასურველი ფაქტორების მიმართ. ოპერაციის შემდგომ პერიოდში ელეუტეროკოკის პრეპარატები ხელს უწყობს სისხლის პლაზმის ცილოვანი შედგენილობის სწრაფ აღდგენას და აჩქარებს ქსოვილების შეხორცებას.
ელეუტეროკოკის ფესვის ნაყენი ინიშნება:
პროფილაქტიკის მიზნით მწვავე რესპირატორული ინფექციის მასობრივი აფეთქების დროს;
ნევროზისა და ფსიქიკურ დაავადებათა გამწვავების თავიდან ასაცილებლად;
ონკოლოგიურ დაავადებათა კომპლექსური მკურნალობისას;
ქალა-ტვინის ტრავმის ნარჩენი მოვლენების მოსახსნელად;
ძნელად შეხორცებადი ჭრილობების შემთხვევაში;
შაქრიანი დიაბეტისა და მძიმედ მიმდინარე კლიმაქსის დროს;
გულის რევმატული დაზიანების დროს;
ნაღვლის ბუშტისა და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებისას.
გამოიყენება არტერიული ჰიპოტენზიის, ასტენიური სინდრომის, ფიზიკური და ფსიქიური გადაღლის დროს.

ჩვენება
- ცენტრალური ნერვული სისტემის რეგულირება. (აგრეთვე იხილეთ "CoQ-10")
- ნევროზისა და ფსიქიკურ დაავადებათა გამწვავების თავიდან ასაცილებლად. (აგრეთვე იხილეთ "CoQ-10")
- ქალა-ტვინის ტრავმის ნარჩენი მოვლენების მოსახსნელად. (აგრეთვე იხილეთ "გინკო ბილობა ")
- ძნელად შეხორცებადი ჭრილობების შემთხვევაში. (აგრეთვე იხილეთ "ფუტკრის რძე ")
- შაქრიანი დიაბეტისა და მძიმედ მიმდინარე კლიმაქსის დროს. (აგრეთვე იხილეთ "ხარისძირა")
- გულის რევმატული დაზიანების დროს. (აგრეთვე იხილეთ "CoQ-10")
- ნაღვლის ბუშტისა და მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთებისას. (აგრეთვე იხილეთ "მოცვის ექსტრაქტი კაფსულებში")
- ტონუსის ასამაღლებელ. (აგრეთვე იხილეთ "ფუტკრის რძე ")
- საჭმლის მომნელებელი სისტემის და ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციის. - იმუნიტეტი. (აგრეთვე იხილეთ "ფუტკრის რძე ")


მიღების წესი
მოზრდილებში 12 წლიდან და უფროსებში პროფილაქტიკისთვის დღეში 3 ჯერ 20-30 წვეთი. (გავაჩეროთ პირის ღრუში).
მწვავე შემთხვევებში ერთჯერადად 50 წვეთი, შემდეგ 10-20 წვეთი 1-2 სათში.
მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 8 კვირას.


უკუჩვენება
არ უნდა მივიღოთ პრეპარატი დღის მეორე ნახევარში, რათა თავიდან ავიცილოთ ძილის დარღვევა. მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

შეკვეთილი პროდუკტის მოწოდება ხდება უშუალოდ სახლში მიტანით.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

1 other product in the same category