ხერხემლის მკურნალობა

0,00 GEL
Без налога

ხერხემლის მკურნალობა

კისრის / წელის / ზურგის

თუ თქვენ გაწუხებთ ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, დისკის თიაქარი ან შაკიკი ე.ი თქვენ გესაჭიროებათ ატლასპროფილაქს-პროცედურა (ხერხემლის პირველი მალის-ატლანტის სწორ პოზიციაში დაბრუნება).
ჩვენს გამაჯანსაღებელ ცენტრში ოსტეოქონდროზის მკურნალობა იწყება პირველი მალის გასწორების პროცედურით. თუ პაციენტი მიჰყვება ექიმის რეკომენდაციებს, იღებს სტაბილურ და მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. რა თქმა უნდა, ატლასპროფილაქს–პროცედურის შემდგომ საჭიროა დრო და ძალისხმევა, რათა სხეულმა შეძლოს ცვლილებების მოოხდენა.
თუმცა, ამ ძალისხმევას უმეტეს შემთხვვევაში მოაქვს კარგი შედეგი!

მკურნალობა ყოველთვის კომპლექსურია და ითვალისწინებს:
✔ ატლასთერაპიას-პირველი მალის სწორ პოზიციაში დაბრუნებას
✔ საჭიროების შემთხვევაში დამატებით გამაჯანსაღებელ პროცედურებს:
✱ რელაქსაციური მასაჟი;
✱ გამაჯანსაღებელი ვარჯიში;
✱ აუტოგრავიტაციული თერაპია;
(იხ. მეტი ატლასის ქვეამოვარდნილობის აღმოფხვრა და რეაბლიტაციის პროცესი).
ატლასპროფილაქს-პროცედურის შემდეგ საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში იწყება თვითრეაბილიტაციის პროცესი.ამ დროს ხდება ხერხემლის სწორი მოძრაობების აღდგენა,იხსნება კუნთების პათოლოგიური სპაზმი, რასაც ნერვული იმპულსაციისა და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება მოჰყვება.
ატლასთერაპიის შემდეგ ტკივილები ხშირ შემთხვევებში სრულიად ქრება ან მნიშვნელოვნად მცირდება. რთულ შემთხვევებში,როგორიცაა სქოლიოზი, მალთაშორის დისკის თიაქარი,კიფოზი საჭიროებს უფრო მეტ დროს,რადგან ცვლილებები ხდება თანდათანობით.
მკურნალობის შემდეგ რეკომენდირებულია პერიოდულად კონტროლი ატლასსპეციალისტთან,მასაჟი და სპეციალური ვარჯიშები.

ხერხემლის დაავადებების მკურნალობის უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი
მოსახლეობის 90 % აწუხებს ხერხემლის დაავადებები : სქოლიოზი(ხერხემლის სვეტის გამრუდება), ოსტეოქონდროზი, მალთაშორის დისკის თიაქარი. ასევე ისეთი დაავადებები როგორიცაა დაძაბულობის თავის ტკივილი და შაკიკი.
რატომ არის ხერხემლის დაავადებების მკურნალობა უმეტეს შემთხვევაში არაეფექტური?
ხშირად ხერხემლის დაავადებების მკურნალობას იწყებენ მიზეზის მოგვარების გარეშე.
გახსოვდეთ!!!
ხერხემლის დაავადებების გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის პირველი მალის - ატლასის არასწორი მდებარეობა!
იხილეთ მეტი ამ ბმულზე ► ხერხემლის მკურნალობა
გამოსავალი არსებობს!
ევროპაში უკვე 20 წელზე მეტია დანერგილია ხერხემლის პირველი მალის ქვეამოვარდნილობის დიაგნოსტიკა და მისი ეფექტურად და უსაფრთხოდ აღმოფხვრის მეთოდი. 2014 წლიდან ეს მეთოდი დაინერგა სქართველოში. გამაჯანსაღებელი ცენტრი ატლასპროფილაქსი არის ატლასპროფილაქს-მეთოდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. რატომ უნდა დავიწყოთ ხერხემლის დაავადებების მკურნალობა ატლასპროფილაქს-პროცედურით?
ატლასთერაპიის შემდეგ საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში იწყება თვითრეაბილიტაციის პროცესი, რაც იწვევს ცვლილებებს ხერხემალსა და კუნთოვან სისტემაში, შედეგად ვიღებთ:
● ტანდეგობის გაუმჯობესებას;
● ტკივილების სრულად ან ნაწილობრივ მოხსნას;
● სქოლიოზის(ხერხემლის გამრუდების) ხარისხის შემცირებას;
● ხერხემლის სახსრებში მოძრაობის გაუმჯობესებას;
● მალთაშორის დისკის თიაქრის ნაწილობრივ ან სრულად გაწოვას;
● თავის ტვინის სისხლით მომარაგების გაუმჯობესებას;
● ორგანიზმის ფიზიკური შესაძლებლობების გაზრდას;
● საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაში კორდინაციისა და ბალანსის დარეგულირებას;
ჯანმრთელი ხერხემალი – ჰარმონიული სხეული!

ჩვენი ექიმი–ატლასსპეციალისტი მზად არის გაგიწიოთ კონსულტაცია და დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. თუ თქვენ ან თქვენს ახლობლებს გაწუხებთ ხერხემლის დაავადებები გაიარეთ კონსულტაცია ჩვენს სპეციალისტთან. კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

ჩვენი საიტის მისამართი: atlasprofilax.ge

დაგვიკავშირდით
მობილური ☎ : 599 48 44 52
ქალაქი ☎ : (032) 224 20 80
მისამართი: ქ.თბილისი, მცხეთის ქუჩა N6 ( ვაკეში, მრგვალ ბაღთან)

გისურვებთ ჯანმრთელობას.

84 other products in the same category