გინგკო ბილობა, კუნელი, ზეთისხილი
  • გინგკო ბილობა, კუნელი, ზეთისხილი

გინგკო, კუნელი, ზეთისხილი

110,00 GEL
Включая налог

გინგკო ბილობა, კუნელი, ზეთისხილი

გინგკო ბილობა, კუნელი, ზეთისხილი - გამოიყენება: გულ - სისხლძარღვთა სამკურნალოდ, თავის ტვინის ნერვული დაბოლოებების მკურნალობის დროს, ☎ 579143811.

შემადგენლობა
გინგკო ბილობას ექსტრაქტი.
კუნელის ექსტრაქტი.
ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი.


კაპსულის წონა: 435 მილიგრამი.

ფასი კოლოფის: 100 კაფსულა - 110 ლ.

პროდუქტის მწარმოებელი
ამერიკული კომპანია : Nature's Sunshine
მწარმოებელი კომპანია დაფუძნებულია ამერიკაში.
მწარმოებელი უშვებს მაღალ ხარისხიან , ეკოლოგიურად სუფთა და მხოლოდ ნატურალურ ( მცენარეულ ) - პროდუქტებს.

შეკვეთილი პროდუქტის მოწოდება ხდება უშუალოდ ადგილზე მიტანით.
ადგილზე მიტანა ხდება იმავე დღეს.
ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე: 579143811

სამკურნალო თვისებები

აღწერილობა
კუნელი
კუნელის ნაყოფის შემადგენლობაში შედის მცენარეული შაქრები, მთრიმლავი ნივთიერებები, ფიტოსტერინები, საპონინები, ფლავონოიდები, გლიკოზიდები, ქოლინი, კაროტინი, ასევე - ორგანული მჟავები: ასკორბინისა, ლიმონისა, ვაშლისა, ღვინისა და სხვა.

კუნელის თესლი შეიცავს ძვირფას ეთერზეთებს და მეტად სასარგებლო ნივთიერებას - ამიგდალინს. ყვავილებში უხვადაა სასარგებლო მჟავები - კოფეინისა, ქლოროგენისა და სხვა, ასევე - ეთერზეთები, ფლავონოიდები და საპონინები.
ხელს უწყობს გულის კუნთის მუშაობას. კარგ ეფექტს იძლევა ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა ჰიპერტონია, ათეროსკლეროზი, არითმია, ტაქიკარდია, სტენოკარდია. უხდება გულის სისუსტეს, აძლიერებს გულის კუნთის შეკუმშვას და, იმავდროულად, აქვეითებს მის აგზნებადობას, დაბლა სწევს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას როგორც გულის, ასევე თავის ტვინის სისხლძარღვებში, აწესრიგებს გულის რიტმს, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტთა საერთო მდგომარეობას. მეცნიერული კვლევები მოწმობს, რომ კუნელის ნაყოფი აქვეითებს სისხლში მავნე ქოლესტერინის დონეს, ასტიმულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ყოველივე ეს კი ათეროსკლეროზული პროცესის შეფერხებას უწყობს ხელს.
კუნელის ექსტრაქტს იყენებენ გინეკოლოგიაშიც – მენსტრუალური ციკლის დარღვევების დროს და ასევე კლიმაქსის პერიოდში ნევროზებისას.

გინკო ბილობა
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატი, რომელიც საუკეთესოდ აუმჯობესებს ტვინისა და პერიფერიულ სისხლის მიმოქცევას.გინგკოს პრეპარატები აუმჯობესებს არტერიულ, ვენურ და, რაც მთავარია, კაპილარულ სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, ხელს უშლის კაპილარების შესუსტებას.მისი აქტიური კომპონენტები ახდენენ ანტიოქსიდანტურ, ვაზოდილატაციურ, ანტი-იშემიურ, შეშუპების საწინააღმდეგო, ანტიაგრეგატულ, დიურეტიკული(შარდსადენი) და ნეიროპროდუქციული მოქმედება, და ასევე იმოქმედებს მიტოქონდრიულ სუნთქვაზე და არეგულირებს სისხლძარღვთა ტონუსს.პრეპარატი გავლენას ახდენს ნორადრენალინის,სეროტონინისა და დოპამინის გაცვლით პროცესებზე, რითაც ახდენს ანტიდეპრესანტულ ეფექტს.
გინგკო ბილობას ექსტრაქტის ნოუტროპული ეფექტი დაკავშირებულია ქოლინერგიული სისტემის აქტივობასთან.სისხლის მოძრაობის დარღვევა შეიძლება შინაგანი ორგანოების დაავადების მიზეზი გახდეს.სისხლის ნაკადის ნორმალიზებით, გინგკო იცავს ორგანოებსა და ქსოვილებს დაზიანებისგან. სწორედ ამიტომაა, მცენარის ექსტრაქტი ეფექტური ინფაქტისა და ინსულტის თავიდან ასაცილებლად.თვალის დაავადებების, ვარიკოზული ვენებისა და პერიფერიული სისხლმიმოქცევით გამოწვეული დაავადებების თავიდან ასაცილებლად.სისხლის მიმოქცევის დარეგულირებით, გინგკო ბილობა ხსნის თავბრუსხვევას, ყურებში ხმაურს და შუილს,რომელიც ცნობილია როგორც ტინიტუსი, ჰიპოაქუზია და სხვა სისხლძარღვთა კომპონენტების კოქლიარული ვესტიბულური დარღვევები.
თავის ტვინის სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრით, გინგკოს პრეპარატები ეფექტურად ებრძვიან შაკიკს.პრეპარატი ეხმარება გაუმკლავდეს დემენციას და ანელებს ალცჰეიმერის დაავადების პროცესს.

ზეთისხილის ექსტრაქტი
თუ ზეთისხილის ექსტრაქტს ყოველდღიურად მიიღებ, გარკვეული დროის შემდეგ იმუნიტეტის გაძლიერებას იგრძნობ:
ადრინდელივით ადვილად აღარ გაცივდები და აღარც გრიპი დაგემართება ხშირად. ცოტა ხანში, ასევე, კანის, თმის და ფრჩხილების სტრუქტურაც გაგიუმჯობესდება. ზეთისხილში შემავალი ნივთიერებები ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების გაჩენის პროცესს აფერხებს, შედეგად ზეთისხილის ექსტრაქტის სისტემატური მიღებით დაბერების პროცესებს დიდი ხნით გადაავადებ. ამასთანავე, ზეთისხილის ექსტრაქტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ბალანსირებულ მუშაობასაც უწყობს ხელს.
ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტის გავლენა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებზე. უფრო ზუსტად კი, მათ შეუძლიათ ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირება ორგანიზმში. ამიტომ ის კარგი საპრევენციო საშუალებაა ათეროსკლეროზის წინააღმდეგ. ზეთისხილის ფოთლების ექსტრაქტი აჯანსაღებს მთლიან გულ-სისხლძარღვთა სისტემას და იცავს მას სხვადასხვა პათოლოგიური პროცესისგან.

შედარებისთვის რომ წარმოიდგინო, C ვიტამინი ადამიანის საკვები რაციონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის გარეშე სრულყოფილად ფუნქციობას ვერ ახერხებს ვერც კუნთოვანი, ვერც — ძვლოვანი ქსოვილი.
ზეთისხილის ექსტრაქტის კი ხუთჯერ მეტი ანტიოქსიდანტური შესაძლებლობები აქვს, ვიდრე C ვიტამინს. თანაც მის შემადგენლობაში ორმოცჯერ მეტი პოლიფენოლი შედის, ვიდრე უმაღლესი ხარისხის არარაფინირებულ ზეითუნის ზეთში, რაც ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესების აღდგენას უწყობს ხელს.


გამოიყენება (ხალხურ მედიხინაში)
• არითმია
• სტენოკარდია
• ტაქიკარდია
• ათეროსკლეროზი
• არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა, განსაკუთრებით კარგია ამ დროს კუნელის ყვავილები)
• ნერვული გადაღლილობა
• გასტრიტები
• ეზოფაგიტები (საყლაპავი მილის დაავადებები)
• ღვიძლის პათოლოგიები
• სისხლძარღვების სპაზმები
• გლუვი კუნთების სპაზმები
• ანგიონევროზები
• ჰიპერთირეოზი
• დისპნოე (სუნთქვის პრობლემები)
• სისხლძარღვების გენეზის მქონე თავის ტკივილები
• თავბრუსხვევა
• გახშირებული შარდვა, დარღვევები შარდვის პროცესში
• ციებ–ცხელება
• კუნთების ტკივილი
• იშიასი
• ლუმბაგო (წელკავი)
• საჭმლის მომნელებელი სისტემის წყლულოვანი დაავადებები (კერძოდ, კუჭის წყლული)
• ინტოქსიკაცია (მოწამვლისას)


მიღების წესი
ზრდასრული ადამიანებისთვის 1 კაფსულა სამჯერ დღეში ჭამის დროს.

მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე , სიმძიმის ხარისხზე და მიმდინარეობაზე და არ არის შეზღუდული დროით . მინიმალური პერიოდი ერთი/ორი თვე .

რეკომენდირებული არ არის
ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ტახიკარდიის, ჰიპერტონიის ან გულის დაავადებების დროს.


შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

შეკვეთილი პროდუკტის მოწოდება ხდება უშუალოდ სახლში მიტანით.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

შეკვეთილი პროდუკტის მოწოდება ხდება უშუალოდ სახლში მიტანით.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

ყურადღება
• ნებისმიერი მცენარეული, ბიო ან სხვა პრეპარატის გამოყენებამდე გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
• ნებისმიერი ინფორმაცია რომელიც ცარმოდგენილია ჩვენ საიტზე - (ბალახის, მინერალების თუ ბიო თვისებების აღწერა), აღებულია სხვადასხვა ელექტრონულ ენციკლოპედიებიდან და ონლაინ სივრციდან, ხოლო ჩვენი საიტი - მაღაზია სარგებლობდა, სარგებლობს და მომავალშიც ისარგებლებს ზუსტად ამ რესურსებით და ცყაროებით და აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვაგებთ პასუხს წარმოდგენილ კომპონენტების (შემადგენლობის) აღწერაზე.


ნებისმიერი მცენარეული ან სხვა ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე ჩვენ გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ მითითებებს. ჩვენ წარმოვადენთ ონლაინ მაღაზიას და შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს არანაირი საწყობი და არ ვინახავთ პროდუქციას. საწყობები ჩვენს მომწოდებლებს ეკუთვნით (სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს კურიერებს პროდუქციით), შესაბამისად ნებისმიერი პროდუქტი ჩვენი მომწოდებლების ხელთაა. აქედან გამომდინარე გვინდა ხაზი გავუსვათ : ჩვენი ონლაინ მაღაზია და ჩვენი საიტი მთლიანობაში წარმოადგენენ ერთგვარ ვიტრინას, დახლს . შეძენის პროცესი. 1) თქვენ ირჩივთ პროდუქტს ჩვენი ვიტრინიდან–საიტიდან. 2) ტელეფონით გვატყობინებთ თქვენს მისამართს. 3) იმავე დღეს კურიერი ნებისმიერი საწყობიდან იღებს მცენარეულ პრეპარატს და მოაქვს თქვენთან. 4) თქვენ მხოლოდ მას შემდეგ იხდით პრეპარატის საფასურს როდესაც მას სახლში მიიღებთ და მხოლოდ ნაღდი ფულით - მწვანე აფთიაქი

79 other products in the same category