სამი ერთში. ყვავილის მტვერი.

29,00 GEL
Включая налог

ყვავილის მტვერი, დინდგელი, ფუთკრის რძე

ყვავილის მტვერი, ფუტკრის რძის და დინდგელის საუკეთესო კომბინაცია. ბიოლოგიური დოპინგი. ტელ: 579143811

რაოდენობა შეფუთვაში
100 ტაბ.


შემადგენლობა:
ყვავილის მტვერი: 500mg.
დინდგელი-პროპოლისი: 100 mg.
ფუტკრის რძე: 100 mg.


ფასი ცალობით: 30 აბი: 29 ლ.

ფასი კოლოფის: 100 აბი - 96 ლარი.

შეძენის პირობები
30 ან 60 აბი შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება სპეციალურ - დახურულ პარკში.

პროდუქტის მწარმოებელი
მწარმოებელი კომპანია : tnvitamins.
მწარმოებელი კომპანია დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში.
მწარმოებელი უშვებს მაღალ ხარისხიან , ეკოლოგიურად სუფთა და მხოლოდ ნატურალურ ( ბიო ) - პროდუკტებს.

შეკვეთილი პროდუქტის მოწოდება ხდება უშუალოდ ადგილზე მიტანით.
ადგილზე მიტანა ხდება იმავე დღეს.
ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე: 579143811

კომბინირებული "ბიო დოპინგი"

ყვავილის მტვერი
ფუტკრების ძირითად საკვებს წარმოადგენენ: ყვავილების მტვერი და ყვავილების ნეკტარი.
ყვავილის მტვერი – შეიცავს ამინომჟავებს, ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მიკროელემენტებს და სხვა ფუტკრისათვის და ადამიანისათვის აუცილებელ ნივთიერებებს.
მტვრის შეგროვებისას, ფუტკრები ასველებენ მას ნექტრითა და ნერწყვით, აგორგლებენ დაახლოვებით 2 მმ-იან ბურთულებად და ათავსებენ ფეხებზე არსებულ პატარა კალათებში. ასე, ფეხებზე მიმაგრებული ორი პატარა ბურთულით, ბრუნდებიან სკაში.
ყვავილის მტვრის შეგროვების მიზნით, მეფუტკრეები საფრენთან აყენებენ სპეციალურ მტვრის შესაგროვებელ მოწყობილობებს და ფუტკერი, სკაში შესვლისას ტოვებს იქ ბურთულებს. შემდეგ მათ აშრობენ ტემპერატურის, წნევის და ტენიანობის რეჟიმის დაცვით და ინახავენ. ყვავილის მტვერი კარგად ინახება თაფლში არეულ მდგომარეობაშიც.

ვიტამინები (მგ) 100 გრამ ყვავილის მტვერში:
კაროტინი ( A ) – 0,66-212;
ტიამინი (B1) — 0,55—1,50;
რიბოფლავინი (В2) — 0,50—2,20;
ნიკოტინმჟავა (B5 , PP) — 1,30—2,1;
პანტოტენის მჟავა (В3) — 0,32—5,00;
პირიდოქსინი (В6) — 0,30—0,90;
ბიოტინი (Н) — 0,06—0,60;
ფოლიის მჟავა (В9) — 0,30-0,68;
ინოზიტი (B8) — 188-228;
ასკორბინმჟავა (C) – 0,5-0,8.


ფარმაკოლოგიური თვისებები
40 გრამ ყვავილების მტვერში იმდენია დღე-ღამის დოზა ვიტამინი P-ა (რუტინა), რომ შეუძლია რამდენიმე ადამიანის გადარჩენა და დაცვა თავში სისხლჩაქცევისაგან, თვალის ბადურის დაზიანებისა და გულის დაავადებისგან.

ყვავილის მტვრის ფლავონიდებს და ფენოლმჟავებს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, ხელს უწყობენ კაპილარების კედლის გამაგრებას.
ყვავილის მტვერის შემადგენლობაშია ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი დაახლოვებით 200 ნივთიერება. 50-მდე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება მონაწილეობს ორგანიზმის დარღვეული ფუნქციების აღდგენაში.
ფუტკრები, შეგროვებისას და სკაში გადატანისას, ამდიდრებენ ყვავილის მტვერს მათ მიერ გამომუშავებული ნივთიერებებით, ამიტომ იგი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე ყვავილიდან მექანიკურად შეგროვილი მტვერი.
ყვავილის მტვერი პროტეინების, კაროტინის, რუტინისა და С -ვიტამინის წყაროა. მის შემადგენლობაშია ვიტამინები და მიკროელემენტები, და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომელთა წყალობით ყვავილის მტვერს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიათეროსკლეროზული და რადიოპროტექტორული მოქმედება. მას აგრეთვე გააჩნია ნაღველისა და შარდმდენი ეფექტი, ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას.
ყვავილის მტვერი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის რეგულირებას, აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და აძლიერებს სხვა სამკურნალო პრეპარატების მოქმედებას.

ასეთ სამკურნალო ეფექტს მეცნიერი მიაწერდა ყვავილის მტვერში მრავლად არსებულ ნივთიერებებს, კერძოთ კი სასიცოცხლო პროცესების დამარეგულირებელ ფერმენტებს.
ყვავილის მტვერი ზრდის ერითროციტების, ლეიკოციტების და ჰემოგლობინის ოდენობას, ამიტომ გამოიყენება ანემიების (სისხლნაკლებობა) და რადიაციული დაავადებისას.
ყვავილის მტვერი ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილის რეგენერაციას, მათ რიცხვში ღვიძლის ქსოვილისაც. იგი აფერხებს მიკროორგანიზმების ზრდას, არეგულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციას, ამიტომ გამოიყენება ენტეროკოლიტების, დისბაქტერიოზების დროს.
ყვავილის მტვერი არეგულირებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას, კერძოდ ააქტიურებს ინსულინის გამოყოფას კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედებით, რაც გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას.
ყვავილის მტვერი გამოიყენება მიკროცირკულაციის მოშლის დროს, გულის რითმის შენელებისას, დიურეზის დარღვევისას, ჰემატურიის, გლაუკომის, ეკზემის, ფსორიაზის, ჰიპერტონიის მკურნალობის დროს.
იმის გამო, რომ ყვავილის მტვერი აღადგენს და არეგულირებს ცვლის პროცესებს, იგი ანელებს დაბერების პროცესს.
ყვავილის მტვერი მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, რის გამოც ორგანიზმი დაავადებების მიმართ უფრო გამძლე ხდება; მატულობს მადა, გონებრივი და ფიზიკური მუშაობისუნარიანობა, ძლიერდება სქესობრივი ლტოლვა, პოტენცია.
ყვავილის მტვერი სასიკეთოდ მოქმედებს ნაბახუსევის სინდრომის მოსახსნელად.
ყვავილის მტვერი სასარგებლოა გადაღლისას, ნერვული დაძაბულობისას, ანემიის და ღვიძლის დაავადებების დროს, მსხვილი და წვრილი ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს. განსაკუთრებით სასიკეთოდ მოქმედებს იგი დაავადებით დასუსტებულ ადამიანებზე და მოხუცებზე.


დინდგელი
დინდგელს ფუტკრის წებოსაც უწოდებენ, რადგან დინდგელით ფუტკრები ავსებენ სკის ნაპრალებს, ამაგრებენ ფიჭებს, ლესავენ სკაში მოხვედრილ უცხო სხეულებს.
მაგრამ დინდგელი არა მხოლოდ საშენი მასალაა, არამედ, სკაში მჭიდროდ ცხოვრებისას, როგორც ინფექციებისაგან დამცავი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები
დინდგელი – უნივერსალური ბაქტერიციდული და ბაქტერიოსტატიკური ნივთიერებაა. დინდგელის ანტიმიკრობული ძალა განპირობებულია მცენარეთა სამკურნალო თვისებებით. აქტივობის დონით, იგი ხშირად უფრო ძლიერი მოქმედებისაა, ვიდრე ანტიბიოტიკები და მოქმედებს ანტიბიოტიკებისადმი მდგრად მიკრო ორგანიზმებზეც. იგი ანადგურებს ტუბერკულოზის, სტაფილოკოკს და სტრეპტოკოკებს , სალმონელოზის, ტიფის გამომწვევებს, ტრიქამონადებს, სოკოებს; აფერხებს ანთებითი პროცესის განვითარებას, ამცირებს ქავილს. ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოებს არ აქვთ დინდგელისადმი ადაპტირების უნარი.
მნიშვნელოვანია, აგრეთვე, რომ ანტიბიოტიკების გამოყენებისას ნადგურდება ყველა ბაქტერია, მათ შორის ორგანიზმისათვის საჭირო ბაქტერიები, რაც იწვევს მრავალ გვერდით, არასასურველ მოვლენას, მაგ. დისბაქტერიოზს. დინდგელიტ მკურნალობისას ასეთი რამ გამორიცხულია.
ეფეკტურია ანთებითი პროცესის მკურნალობისას.
იმის გარდა, რომ დინდგელი, უშუალო მოქმედებით ხოცავს პათოგენურ მიკროორგანიზმებს, იგი აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას და ამ გზითაც ზემოქმედებს არასასურველ ფლორაზე.
დინდგელი – ქსოვილის რეგენერაციული (აღდგენის) ფუნქციის ძლიერი სტიმულატორია. აღსანიშნავია, რომ დინდგელში შემავალი მიკროელემენტები, ადამიანისთვის სასიკეთო პროპორციებითაა წარმოდგენილი. მინერალური ნივთიერებები ააქტიურებენ ორგანიზმის ბიოლოგიურ ცენტრებს და უზრუნველყოფენ მათ ნორმალურ ფუნქციონირებას, მონაწილეობენ ორგანიზმის ფიზიოლოგიურ პროცესებში, არეგულირებენ ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას. მაგ. ცინკი, მანგანუმი და სპილენძი ასტიმულირებენ ზრდისა და გამრავლების პროცესებს, ხოლო კობალტთან ერთად ხელს უწყობენ სისხლის პროდუცირებას და და დადებითად მოქმედებენ სასქესო ფუნქციაზე. ცინკის ზემოქმედებით, ხდება ინსულინის მოქმედების გახანგრძლივება და მხედველობის გაუმჯობესება.
დინდგელი აფერხებს უჯრედშიდა ცხიმების დაჟანგვას, ანელებს დაბერების პროცესს, აფერხებს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.
დინდგელს გააჩნია ანტიტოქსიკური, გამწმენდი და მომატებული მგრძნობელობის დამარეგულირებელი თვისებები. იგი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, შლაკების განდევნას. დინდგელის მიღებისას ქვეითდება სისხლის შედედება, იხსნება სისხლძარღვების სპაზმები და განსაკუთრებული დოზირებისას, მცირდება არტერიული წნევა.
დინდგელი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი და ენდოკრინული სისტემების ფუნქციონირებას, ხელს უწყობს ნაღველის გადასვლას. მცირე კონცენტრაციით,დინდგელის ექსტრაქტი აძლიერებს კუჭის მოტორულ და სეკრეტორულ ფუნქციებს, ხოლო დიდი კონცენტრაციით – აქვეითებს მათ. დინდგელით მკურნალობენ ლორწოვანი გარსისა და კანის დაავადებებს. მისი ზემოქმედებით ხდება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის შეხორცება. გამოიყენება თვალის დაავადებებისას და ანდროლოგიაში.
დინდგელს გააჩნია ძლიერი ანესთეზიური ეფექტი, რომელიც კოკაინზე 3,5- ჯერ, ხოლო ნოვოკაინზე 5-ჯერ ძლიერია. კოკაინთან დამატებული დინდგელი, 14-ჯერ აძლიერებს მის მოქმედებას. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ძლიერი სუნი აქვს დინდგელს, მით მეტია მისი გამაყუჩებელი მოქმედება.


ფუტკრის რძე
ეს კონკრეტული ნივთიერება რომელიც "სამეფო ჟელეს" სახელწოდებითაა ცნობილი,მწერების მიერ შთამომავლობის გამოსაკვებად გამოიყენება,რაც იმას ნიშნავს რომ მასში გაერთიანებულია ყოველივე კარგი რაც კი ფუტკარს შეუძლია აჩუქოს თავის შთამომავლობას.ნამდვილად რთულია იპოვო სხვა მსგავსი ნივთიერება,რომელიც ისეთივე სამკურნალო თვისებებს ფლობს როგორც ფუტკრის რძე,გასაკვირი არც არის რომ ამ ელექსირმა თავისი მდიდარი შემადგენლობის გამო,ასეთი დიდი ყურადღება მიიქცია ადამიანებში.

პირველ რიგში, პროდუქტს ახასიათებს იმუნოგამაძლიერებელი და მატონიზირებელი ეფექტი ორგანიზმზე.მისი ყოველდღიური გამოყენებით თქვენ მომენტალურად შეამჩნევთ შედეგს,იგრძნობთ ძალების მატებას და დილით ადგომაც კი იოლი გახდება თქვენთვის.პროდუქტის გამოყენების შედეგად დაფიქსირდა მეხსიერების საგრძნობლად გაუმჯობესება,შრომისუნარიანობის მატება,უმჯობესდება ძილის ხარისხიც.რძე ასევე ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას გრიპისა და გაციების დროს.

ფუტკრის რძე გამოიყენება ისეთი სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა:
გული და სისხლძარღვთა სისტემა ( ჰემოგლობინის ნაკლებობა, ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია, სტენოკარდია, ანემია, იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი, ენდარტერიიტი, მიოკარდის დისტროფია) კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (გასტრიტი, კოლიტი, გასტროდუოდენიტი, კუჭის წყლული და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქოლეცისტიტი, ცხიმოვანი სტეატოზი, ქოლელითიაზი) სასუნთქი სისტემა(ლარინგიტი, სინუსიტი, რინიტი, ფარინგიტი, ბრონქიტი, ტრაქეიტი, ასთმა, ტუბერკულოზი) საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა(ართრიტი, ოსტეოპოროზის, ოსტეოქონდროზი, მიოზიტი) მამრობითი შარდსასქესო სისტემა (ერექციული დისფუნქცია, ადენომა,პროსტატიტი, იმპოტენცია, უნაყოფობა) ქალის რეპროდუქციული სისტემა (საშვილოსნოს ყელის ეროზია, მენსტრუალური დარღვევები, უშვილობა, მენოპაუზა),მხედველობის ორგანოები(კონიუნქტივიტი, კატარაქტა, გლაუკომა, ბლეფარიტი, ირიდოციკლიტი, კერატიტი, რქოვანას წყლული, ბადურის დაავადება) პირის ღრუ (სტომატიტი, პაროდონტიტი, გინგივიტი) კანის დაავადებები (ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, წყლულები, წითელი მგლურა).ფუტკრის რძე განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება გინეკოლოგიაში. მაგ. ქალებზე

პროდუქტი შემდეგნაირად მოქმედებს:
იგი არეგულირებს ჰორმონალურ ბალანსს და მენსტრუალურ ციკლს, მწყობრში მოყავს ოვულაცია, შედეგად, იზრდება ჩასახვის შანსები.ორსულობის დროს ფუტკრის რძე გამორიცხავს ტოქსიკოზის სიმპტომებს და უზრუნველყოფს ნაყოფის უსაფრთხო განვითარებას,ხოლო პატარას გაჩენის შემდეგ აძლიერებს ლაქტაციას.

ფუტკრის რძე სასარგებლოდ მოქმედებს მამაკაცებზეც:
ის ზრდის სექსუალურ აქტივობას,აუმჯობესებს სპერმატოზოიდების აქტივობას და სპერმის ხარისხს.

გარდა ამისა, "სამეფოს ჟელეს" სამკურნალოდ თვისებები შეინიშნება შემდეგ შემთხვევებშიც:
სიმსუქნე ან ანორექსია პოსტოპერაციულ პერიოდში ან მძიმე ტრავმის დროს,ვიტამინის დეფიციტის, დიაბეტის,ნერვული სისტემის დარღვევების, ლაქტაციის შემცირების,ქრონიკული დაღლილობის და ასევე ფრჩხილების მტვრევადობისა და კბილები სისუსტის დროს.
პროდუქტი ასევე ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში - ანელებს დაბერების პროცესს.




ჩვენება
- ენერგიის მოსამატებლად. ( ბუნებრივი - "ბიო დოპინგი")
- ვიტამინების და მინერალების აღსადგენად (საუკეთესო - ბუნებრივი საშუალება).
- უნაყოფობის სამკურნალოდ
- არტერიულ წნევის რეგულირება.
- მეხსიერების გაძლიერება.
- იმუნიტეტის ასამაღლებლად .
- კერატომალაცია.
- ანემიის მკურნალობისთვის.
- ლაქტაციის გასაუმჟობესებლად.
- კლიმაკსი .
- პროსტატის მკურნალობისთვის.
- ცისტიტის მკურნალობისთვის.
- ტუბერკულოზი.
- ტროფიკული წყლულები.
- ფსორიაზი.
- სისხლის შედედება.
- პერიართრიტი. - სისხლის გაწმენდა.
- სხვადასხვა სახის ანთებები. - ჰეპატიტი.
- უშვილობა.
- გასტრიტი და კუჭის წყლული.
- სიმსივნის დროს.
- ანემიის მკურნალობისთვის.


მიღების წესი
დღეში ორი ან ერთი აბი სასურველია ჭამის დროს ორჯერ დღეში.

კურსის ხანგრძლიობა
ინდივიდუალურია ( არ არის დადგენილი ).

რეკომენდირებული არ არის
არ არის მისაღები ორსულობის პერიოდში.
არ არის მისაღები მენსტრუალური ციკლის პერიოდში.
არ არის მისაღები ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

შეკვეთილი პროდუკტის მოწოდება ხდება უშუალოდ სახლში მიტანით.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

ნებისმიერი მცენარეული ან სხვა ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე ჩვენ გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ მითითებებს. მწვანე აფთიაქი ჩვენ წარმოვადენთ ონლაინ მაღაზიას და შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს არანაირი საწყობი და არ ვინახავთ პროდუქციას. საწყობები ჩვენს მომწოდებლებს ეკუთვნით (სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს კურიერებს პროდუქციით), შესაბამისად ნებისმიერი პროდუქტი ჩვენი მომწოდებლების ხელთაა. აქედან გამომდინარე გვინდა ხაზი გავუსვათ : ჩვენი ონლაინ მაღაზია და ჩვენი საიტი მთლიანობაში წარმოადგენენ ერთგვარ ვიტრინას, დახლს . შეძენის პროცესი. 1) თქვენ ირჩივთ პროდუქტს ჩვენი ვიტრინიდან–საიტიდან. 2) ტელეფონით გვატყობინებთ თქვენს მისამართს. 3) იმავე დღეს კურიერი ნებისმიერი საწყობიდან იღებს მცენარეულ პრეპარატს და მოაქვს თქვენთან. 4) თქვენ მხოლოდ მას შემდეგ იხდით პრეპარატის საფასურს როდესაც მას სახლში მიიღებთ და მხოლოდ ნაღდი ფულით.

82 other products in the same category