დიაბეტის - "მულბერი". 30 კაფ:

28,00 GEL
Включая налог

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა მცენარეული საშუალებით. შეიცავს: ჯიმნემას, დარიჩინს, თუთას. ტელ 579143811

რაოდენობა შეფუთვაში: 90 კაფსულა.

კაფსულის წონა: 750 მილიგრამი.

ფასი ცალობით: 30 კაფსულა - 28 ლარი.

ფასი კოლოფის: 90 კაფსულა - 85 ლარი.

შეძენის პირობები
30 ან 60 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება სპეციალურ - დახურულ პარკში.

პროდუქტის მწარმოებელი
მწარმოებელი კომპანია : tnvitamins .
მწარმოებელი კომპანია დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში.
მწარმოებელი უშვებს მაღალ ხარისხიან , ეკოლოგიურად სუფთა და მხოლოდ ნატურალურ ( მცენარეულ ) - პროდუკტებს.

შეკვეთილი პროდუქტის მოწოდება ხდება უშუალოდ ადგილზე მიტანით.
ადგილზე მიტანა ხდება იმავე დღეს.
ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე: 579143811

ჯიმნემა, დარიჩინი, თუთა - თვისებები

აღწერილობა
დიაბეტის სამკურნალო კომბინირებული საშუალება შედგება სამი მცენარეული ბიოკომპონენტისაგან, ესენია:

1) ჯიმნემა (გურმარი).
2) თუთა.
3) დარიჩინი.



შიგთავსის ზემოქმედება - ზოგადად ცნობილი ინფორმაცია


ტყის ჯიმნემა (Gymnema)
მარადმწვანე ძლიერდატოტვილი ლიანა გრძელი ღეროებით, ელიფსის ფორმის ფოთლებით, წვრილი, მოყვითალო ყვავილებით. ეს მცენარე ფართოდ გამოიყენება აიურვედულ მედიცინაში, როგორც დიაბეტის საწინააღმდეგო საშუალება. მას აქვს ბევრი სასარგებლო თვისება, კერძოდ, შაქრის დამწევი მოქმედება.
როგორ მოქმედებს ჯიმნემა? ინდოეთისა და შრი-ლანკის ტროპიკულ ტყეებში იზრდება საოცარი მცენარე რძიანასებრთა ოჯახიდან უჩვეულო სახელით – ჯიმნემა სილვესტრა (Gყმნემა შყლვესტრე). მკვიდრი მოსახლეობა საუკუნეების მანძილზე იყენებს როგორც სისხლში შაქრის დამაქვეითებელ ეფექტურ საშუალებას. ადგილობრივი კილოდან ამ მცენარის სახელი ითარგმნება, როგორც “შაქრის გამანადგურებელი”.
ჯიმნემა სილვესტრას უნიკალური თვისებები აღმოაჩინეს ინდუსების შორეულმა წინაპრებმა და ფართოდ იყენებდნენ სამკურნალო მიზნებით. ამ მცენარის ფოთლების დაღეჭვისას პირის ღრუში სიტკბოს შეგრძნება ნიველირდება. მაგალითად, ჯიმნემას გასინჯვის შემდეგ ჩვეულებრივი შაქარი ქვიშის გემოთი შეიგრძნობა. ამ ტროპიკული მცენარის არაჩვეულებრივი შესაძლებლობების სერიოზულად შესწავლა მეცნიერებმა დაიწყეს მხოლოდ მე-20 საუკუნის ნახევრიდან. მაშინ მათ შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ჯიმნემას აქვს უნარი შეამციროს შაქრის შემცველობა დიაბეტით დაავადებულთა შარდში. ცოტა მოგვიანებით, სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჯიმნემა სილვესტრას მიღება ამცირებდა შაქრის შემცველობას სისხლშიც, ასევე ზრდიდა შრატში ინსულინის დონეს.
თანამედროვე მონაცემების მიხედვით ჯიმნემა სილვესტრა ხელს უწყობს უჯრედების მიერ გლუკოზის უკეთ ათვისებას, რაც მთავარი პრობლემაა მე-2 ტიპის დიაბეტის დროს. ამგვარად, ორგანიზმს აღარ ჭირდება დამატებით სტიმულირება ფქვილეულით და ტკბილით, რომ მიიღოს საჭირო ენერგია. Gყმნემა შყლვესტრე აქვეითებს მადას და ებრძვის ტკბილის მიღების სურვილს. ეს სასარგებლო კვების პროდუქტი ასტაბილურებს ლიპიდების დონეს სისხლში და ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას. ასეთი დაავადებები სწორედ შაქრის მომატებული დონის ლოგიკური შედეგია. ასევე დამტკიცებულია, რომ ჯიმნემა სილვესტრა საიმედოდ ბლოკავს შაქრის აბსორბციას (შეწოვას) კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მცენარის შემადგენლობაში შედის ფისები და ასევე მრავალი სხვა ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტი, მათ შორის: ქოლინი, ბეტაინი, ტრიმეთილამინი, ასკორბინის მჟავა, ქრომი, კობალტი, სილიციუმი, თუთია, სელენი, ფოსფორი, საპონინები.
ჯიმნემას მოქმედება ღვიძლზე და კუჭქვეშა ჯირკვალზე.
მთავარ როლს თამაშობს ჯიმნემის მჟავა, რომელიც ხელს უწყობს არა მხოლოდ ინსულინის გამომუშავებას სისხლში, არამედ შეუძლია აღადგინოს კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ინსულინს. ის ზრდის ინსულინის სინთეზს, ხელს უწყობს გლუკოზის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების აქტივაციას, აგრეთვე ბლოკავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შაქრის შეწოვას. ჯიმნემას ფოთლები აუმჯობესებს უჯრედების მიერ გლუკოზის ათვისებას და ამით აფერხებს ღვიძლის გაცხიმოვნებას.
ჯიმნემა აქვეითებს გემოვნებით შეგრძნებებს _ ენაზე მოხვედრილი გურმარინი ბლოკავს სიტკბოს შეგრძნებას. კალიუმის გიმნემატი, რომელიც გამოიყოფა ჯიმნემადან, აკარგვინებს ტკბილის აღქმის ეფექტს, რაც ხელს უწყობს ადამიანის მიერ ტკბილი პროდუქტების შემცირებას. ჯიმნემას აქვს ჰიპოგლიკემიური მოქმედება _ ჯიმნემის მჟავა ორგანიზმს ეხმარება ინსულინის წარმოებაში, არეგულირებს მის დონეს სისხლის შრატში, აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში. გარდა ამისა, ჯიმნემის მჟავა ხელს უწყობს კუჭქვეშა ჯირკვლის უჯრედების აღდგენას, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ. ჯიმნემას ასევე შეუძლია დაბლოკოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შაქრის აბსორბცია. ჯიმნემა ზრდის გლუკოზის მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების აქტივობას.
ჰიპოქოლესტერინული მოქმედება _ ჯიმნემა ახდენს შრატში ლიპიდების დონის ნორმალიზებას, რაც გვეხმარება ეფექტურად და დროულად ავიცილოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარება. ამასთან, მცენარე ავლენს დადებით მოქმედებას როგორც პირველი, ასევე მეორე ტიპის დიაბეტის დროს.

ხალხურ მედიცინაში ჯიმნემას იყენებენ არა მხოლოდ დიაბეტის სამკურნალოდ, არამედ კუჭქვეშა ჯირკვლის მრავალი დაავადების დროს, სისხლის ხარისხის და შემადგენლობის აღდგენისა და ნორმალიზებისათვის. ხალხურ მედიცინაში ჯიმნემა რეკომენდებულია, როგორც ძლიერ ეფექტური და სწრაფადმოქმედი საშუალება ორგანიზმის სრული გაჯანსაღებისა და ტონუსში მოსაყვანად.

თუთა (Mulberry)
თუთა სამკურნალო მცენარეა, რომელიც აქტიურად გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. ეს კენკრა მდიდარია რიბოფლავინით (ვიტამინი B2), ანტიოქსიდანტ რასვერატროლით, K, B3, B1, A, ჩ, PP ვიტამინებით. მის შემადგენლობაში შედის ასევე ფოლიუმის და პანთოტენის მჟავები, პიროდოქსინი, ტოკოფეროლი, ქოლინი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი, ნატრიუმი, რკინა, სპილენძი, მანგანუმი და სელენი.
თუთის ფოთლების გავლენა შაქრის დონეზე დიაბეტის დროს და სამედიცინო კვლევები. ჟურნალ PLoS ONE-ში გამოქვეყნებული ბოლო კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ თუთის ფოთლების ექსტრაქტი ამცირებს ნახშირწყლების დაყოფას მარტივ შაქრად, რითაც ხელს უშლის მეორე ტიპის დიაბეტის განვითარებას. თუთის ყველა ნაწილში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები (ძირითადად B1 და B2) ააქტიურებს ნივთიერებათა ნახშირწყლოვან ცვლას და ხელს უწყობს ქსოვილების მიერ გლუკოზის ათვისებას. ისინი არანაირ ზეგავლენას არ ახდენს ინსულინის სეკრეციაზე.
თუთა, როგორც სამკურნალო მცენარე, შესაძლებელია ეფექტური იყოს მე-2 ტიპის დიაბეტის დროს. ვიტამინი B1 (თიამინი) შედის იმ ფერმენტების შემადგენლობაში, რომლებიც არეგულირებენ ნახშირწყლოვან ცვლას, უზრუნველყოფს ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ასევე მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში. მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში, რიბოფლავინის შეყვანა იწვევს შაქრის დაქვეითებას სისხლში. ვიტამინი B3, რომელსაც შეიცავს თუთა, ხელს უწყობს სისხლძარღვების გაფართოვებას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ხოლო ასკორბინის მჟავა ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს. კვლევებმა აჩვენა, რომ თუთის ფოთლების ექსტრაქტი სტანდარტულ დოზებში (250მგ) 22%-ით აქვეითებს გლუკოზის დონეს სისხლში და 24%-ით ზრდის ინსულინის დონეს ადამიანის ორგანიზმში.

დარიჩინი (cinnamon)
პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ დარიჩინის ექსტრაქტის ყოველდღიური მიღება ერთი თვის მანძილზე დაახლოვებით 30%-ით აქვეითებს გლუკოზის დონეს სისხლში. ყველაფერთან ერთად დარიჩინი ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას, რომლებიც ხშირად დარღვეულია შაქრიანი დიაბეტის დროს და ეხმარება დიაბეტით გამოწვეულ ჭარბ წონასთან ბრძოლაში.
რა სარგებლობა მოაქვს დარიჩინს მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულთათვის? უპირველეს ყოვლისა თავისი შემადგენლობით. დარიჩინში საკმარისადაა პოლიფენოლები და ფლავონოიდები, რომლებიც სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე შაქრიანი დიაბეტის დროს.

დარიჩინის ეფექტების ჩამონათვალი:
ამცირებს გლუკოზის დონეს;
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირების ხარჯზე აქვეითებს ქოლესტერინის დონეს;
ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების დონეს ;
აქვეითებს ტრიგლიცერიდების დონეს ;
ათხელებს სისხლს ;
აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება.
დარიჩინი არეგულირებს შაქრის დონეს და ზრდის ინსულინის ეფექტურობას. დარიჩინის ექტრაქტის რეგულარული მოხმარება ორგანიზმში ააქტიურებს განსაზღვრულ ფერმენტებს, რომლებიც აუცილებელია უჯრედებში რეცეფტორების სტიმულირებისთვის, რათა მოახდინონ ადეკვატური რეაგირება ინსულინზე. ეს სანელებელი დიაბეტით დაავადებული ადამიანის ორგანიზმზე ახდენს მრავალმხრივ სასიკეთო ზეგავლენას.
დარიჩინის შემადგენლობაში შედის ფენოლი, რომელიც ხელს უწყობს გლუკოზის დონის შემცირებას სისხლში. ამ მცენარეული საშუალების ყოველდღიური მოხმარებიდანA ერთი თვის შემდეგ უმრავლესობას აღენიშნება გლუკოზის შემცველობის დაქვეითება 30%-ით. ამ სანელებელს აქვს თვისებები შეამციროს ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესები, რომლებიც ხშირია შაქრიანი დიაბეტის დროს. გარდა ამისა, დარიჩინი ახდენს ნივთიერებათა ცვლის პროცესების ნორმალიზებას და ამცირებს დიაბეტის მიერ პროვოცირებულ ჭარბ წონას.


ჩვენება ხალხურ მედიცინაში
• ამცირებს შაქრის დონეს ორგანიზმში ორივე ტიპის დიაბეტის დროს ;
• ორგანიზმში წარმოქმნის სწორ ნახშირწყლოვან ცვლას ;
• თავიდან აცილებს ჰიპერგლიკემიური ფორმის დიაბეტის განვითარებას;
• არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს დაავადების ფორმის მიუხედავად ;
• გამოიმუშავებს ინსულინს ;
• აღადგენს კუჭკვეშა ჯირკვლის მუშაობის ნორმალურ რიტმს ;
• ამცირებს ქოლესტერინს და სისხლძარღვებში პათოლოგიური ფოლაქების წარმოქმნას ;
• ამცირებს და ასტაბილურებს სხეულის მასას ;
• მკურნალობს ალიმენტურ გაცხიმოვნებას;
• აღადგენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უჯრედებს კუჭქვეშა ჯირკვალში და ნაწილობრივ ღვიძლში.


მიღების წესი
ჭამამდე 30 წუთით ადრე თითო კაფსულა.


რეკომენდირებული არ არის
არ არის მისაღები ორსულობის პერიოდში.
არ არის მისაღები მენსტრუალური ციკლის პერიოდში.
არ არის მისაღები ლაქტაციის პერიოდში.


შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

ყურადღება
• ნებისმიერი მცენარეული, ბიო ან სხვა პრეპარატის გამოყენებამდე გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
• ნებისმიერი ინფორმაცია რომელიც ცარმოდგენილია ჩვენ საიტზე - (ბალახის, მინერალების თუ ბიო თვისებების აღწერა), აღებულია სხვადასხვა ელექტრონულ ენციკლოპედიებიდან და ონლაინ სივრციდან, ხოლო ჩვენი საიტი - მაღაზია სარგებლობდა, სარგებლობს და მომავალშიც ისარგებლებს ზუსტად ამ რესურსებით და ცყაროებით და აქედან გამომდინარე ჩვენ არ ვაგებთ პასუხს წარმოდგენილ კომპონენტების (შემადგენლობის) აღწერაზე.


შეკვეთილი პროდუკტის მოწოდება ხდება უშუალოდ სახლში მიტანით.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

ნებისმიერი მცენარეული ან სხვა ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე ჩვენ გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ მითითებებს. მწვანე აფთიაქი ჩვენ წარმოვადენთ ონლაინ მაღაზიას და შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს არანაირი საწყობი და არ ვინახავთ პროდუქციას. საწყობები ჩვენს მომწოდებლებს ეკუთვნით (სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს კურიერებს პროდუქციით), შესაბამისად ნებისმიერი პროდუქტი ჩვენი მომწოდებლების ხელთაა. აქედან გამომდინარე გვინდა ხაზი გავუსვათ : ჩვენი ონლაინ მაღაზია და ჩვენი საიტი მთლიანობაში წარმოადგენენ ერთგვარ ვიტრინას, დახლს . შეძენის პროცესი. 1) თქვენ ირჩივთ პროდუქტს ჩვენი ვიტრინიდან–საიტიდან. 2) ტელეფონით გვატყობინებთ თქვენს მისამართს. 3) იმავე დღეს კურიერი ნებისმიერი საწყობიდან იღებს მცენარეულ პრეპარატს და მოაქვს თქვენთან. 4) თქვენ მხოლოდ მას შემდეგ იხდით პრეპარატის საფასურს როდესაც მას სახლში მიიღებთ და მხოლოდ ნაღდი ფულით.

82 other products in the same category