ფუტკრის რძე
  • ფუტკრის რძე

ფუტკრის რძე. კაფსულა-1000მგ:

2,50 GEL
Включая налог

ფუტკრის რძის სასარგებლო თვისებები

ვიტამინების სრული კომპლექსი. ნორმაში მოყავს სისხლის ფორმულა, ნივთიერებათა ცვლა, კუნთები. ზრდის აქტიურობას. ტელ: 579143811


რაოდენობა შეფუთვაში: 300 კაფსულა.


კაპსულის წონა: 1000 მილიგრამი.


ფასი ცალობით: ერთი კაფსულა - 2.50 ლარი.


ფასი კოლოფის: 300 კაფსულა - 750 ლარი.


შეძენის პირობები: 10, 20, 30 , 40 , 50 კაფსულის შეძენის შემთხვევაში, კაფსულები მოთავსებული იქნება სპეციალურ - დახურულ პარკში.


პროდუქტის მწარმოებელი
მწარმოებელი კომპანია : Everhealth.
მწარმოებელი კომპანია დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში.
მწარმოებელი უშვებს მაღალ ხარისხიან , ეკოლოგიურად სუფთა და მხოლოდ ნატურალურ ( მცენარეულ ) - პროდუკტებს.

შეკვეთილი პროდუქტის მოწოდება ხდება უშუალოდ ადგილზე მიტანით.
ადგილზე მიტანა ხდება იმავე დღეს.
ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

შეკვეთისთვის დარეკეთ ნომერზე: 579143811

ფუტკრის რძის სამკურნალო თვისებები

აღწერილობა
რძეს გამოყოფს 5-15 დღის ასაკის ძიძა ფუტკარი.
ინტენსიური კვერცხმდებლობის დროს რძით იკვებება არა მარტო სადედე ბარტყი, არამედ დედა ფუტკარიც.
ფუტკრის რძე წარმოადგენს არაჟნისებურ, გაუმჭირვალე, თეთრ ან კრემისფერ მასას მოტკბილო-მომჟავო გემოთი და სპეციფიკური არომატით.
ლიოფილური რძე მაღალჰიგროსკოპიული, თეთრი ან კრემისფერი ფხვნილია, რომელიც ტენიანობის დროს წებოვანი ხდება.
გამოკვლევებით დადგენილია, რომ ფუტკრის რძე კომპლექსური და მდიდარი შედგენილობის პროდუქტია, რომლის ხარისხიც დამოკიდებულია ბარტყის ასაკზე, ფუტკრის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე, ოჯახის სიძლიერეზე, შეგროვების პერიოდზე, შენახვის პირობებსა და სხვა ფაქტორებზე.
ფუტკრის რძე მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ამინომჟავებით და სხვ. მასში 45% ცილებია; 20% თავისუფალი ამინომჟავებია, 20% - ნახშირწყლები და 15% - ცხიმები.
ის შეიცავს ცოცხალი ორგანიზმის მშენებლობისათვის საჭირო ყველა ძირითად ნივთიერებას: ცილებს, ცხიმებს და ნახშირწყლებს, აგრეთვე ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, ჰორმონებს და ფერმენტებს. მასში აღმოჩენილია 22 ამინომჟავა (არგინინი, გლიცინი, ცისტეინი, ჰისტიდინი, ლიზინი, ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, თრეონინი, სერინი, მეთიონინი, გლუტამინის მჟავა, ტრიფტოფანი და სხვ.).
ფუტკრის რძის ცილები მდიდარია შეუცვლელი ამინომჟავებით და ამიტომაც სრულფასოვანი არიან. მასში ბევრია С, B1, B2, B5, B6, B8 ვიტამინები, ბიოთინი, ფოლის მჟავა, ინოზიტი და ნაკლები- A, D, E ვიტამინები. ფუტკრის რძე შეიცავს 5,46% ცხიმებსა და 12,7% ნახშირწყლებს. მიკროელემენტებიდან საინტერესოა რკინა, მანგანუმი, თუთია და კობალტი, როგორც ნივთიერებები, რომლებიც აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის. ფუტკრის რძის შემადგენლობაში შედის აცეტილქოლინი, ქოლინესტერაზა, საჭმლისმომნელებელი ფერმენტები, ჰორმონები და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები - საერთო რაოდენობით 3,9%.
მინერალური ნივთიერებებიდან ფუტკრის რძე შეიცავს კალიუმის მარილებს, კალციუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, რკინას, გოგიდს, ოქროს, ვერცხლს და სხვ., ენზიმებიდან - ამილაზებს, კატალაზას, ასკორბინოქსიდაზას და სხვ.


ფარმაკოლოგიური თვისებები
ფუკტკრის რძე გამოიყენება გულსისხლძარღვთა, ათეროსკლეროზის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ბრონქული ასთმის, ნერვოზის, სტენოკარდიის დროს. თაფლთან შერეული ფუტკრის რძე კარგი საშუალებაა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დაავადების სამკურნალოდ.
ფუტკრის რძე ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეგულირებასა და ორგანიზმის გამძლეობას ინფექციის წინააღმდეგ, აწესრიგებს სისხლის წნევას, ავითარებს მეხსიერებასა და მხედველობას.
ფუტკრის რძე ახდენს მასტიმულირებელ მოქმედებას უმაღლეს ნერვულ სისტემაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობას, ამცირებს შაქრის შემცველობას სისხლში დიაბეტით დაავადებულებში. იგი წარმატებით გამოიყენება 54 დაავადების მკურნალობისას. მათ შორისაა ბრონქიალური ასთმა, ქრონიკული ყაბზობა, ნევროზები, ღვიძლის დაავადებები, კლიმაქსური დარღვევები, უმადობა და სხვ.
ზრდის კუნთოვან მასას.
ნორმაში მოყავს სისხლის ფორმულა.
არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
ასტიმულირებს პოტენციას და ზრდის აქტიურობას.
(კვლევებმა აჩვენა რომ სადედე ფუტკრის რძე არის მნიშვნელოვანი ფაქტორი წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) დაავადებების პროფილაქტიკისთვის).
რეკომენდირებულია ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის, რადგანაც ხელს უწყობს ორსულობის ნორმალურ მიმდინარეობას და აძლიერებს ლაქტაციას.
არეგირულირებს არტერიულ წნევას.
აუმჯობესებს მეხსიერებას.
ხსნის უძილობას და დაღლილობას.
ამაღლებს შრომისუნარიანობას.
დედა ფუტკრის რძე საქვეყნოდ აღიარებულია, როგორც ათეროსკლეროზის მძლავრი.
საპროფილაქტიკო საშუალება. ასევე მისი მიღება რეკომენდირებულია პოსტინფაქტურ და პოსტინსულტურ პერიოდებში.
სადედე რძე არაჩვეულებრივად მოქმედებს ჩვენს იმუნიტეტზე, ხოლო კარგი იმუნიტეტი არის დაცვა ავთვისებიანი სიმსივნეებისგან და მუტაციებისგან. ეს არის ახალგაზრდობის შენარჩუნება და თავის დაცვა სხვადასხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისაგან.


ჩვენება
- ენერგიის მოსამატებლად
- უნაყოფობის სამკურნალოდ
- არტერიულ წნევის რეგულირება.
- მეხსიერების გაძლიერება.
- იმუნიტეტის ასამაღლებლად .
- კერატომალაცია.
- დიზბაკტერიოზი .
- ჰეპატიტი .
- დიაბეტის მკურნალობისთვის.
- ტოქსინების მოშორება .
- ასთმის მკურნალობისთვის.
- ანემიის მკურნალობისთვის.
- ლაქტაციის გასაუმჟობესებლად.
- კლიმაკსი .


მიღების წესი
1 ან 2 კაპსულა დღეში ერთხელ ან ორჯერ, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

რეკომენდირებული არ არის
არ არის რეკომენდებული ძილის წინ მისი მიღება.
ინდივიდუალური აუტანლობა.


შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

შეკვეთილი პროდუკტის მოწოდება ხდება უშუალოდ სახლში მიტანით.
ანგარიშსწორება ხდება ადგილზე მოტანის შემდეგ.

13 other products in the same category