ფიტო აფთიაქი


ფიტოთერაპია ეს არის მკურნალობის ისეთი მეთოდი, რომლის დროსაც სამკურნალო საშუალებებად მცენარეები გამოიყენება.
მრავალი მცენარე შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მათ რიცხვს მიეკუთვნება არომატული ნივთიერებები , რომელთაგან უმრავლესობა არის ფენოლები (არომატული ნახშირწყალბადი) და ტანინები.
ფიტოთერაპია შეიძლება განისაზღვროს, როგორც სამკურნალო ღონისძიებათა ერთობლიობა მცენარეებიდან მიღებული სამკურნალო საშუალებების გამოყენებით.უნდა აღინიშნოს, რომ ფიტოთერაპია როგორც კლინიკური დისციპლინა, აუცილებლად გულისხმობს მკურნალობის პროცესს. როგორც ყველა კლინიკური მიმართულება ფოკუსირებას ახდენს ცოდნათა ერთობლიობაზე, უპირველესად ბიოლოგიური და სამედიცინო თვალსაზრისით, სამკურნალო პროცესის არგუმენტირებულად ჩასატარებლად. თეორიული საფუძვლების ცოდნა აუცილებელი პირობაა ფიტოთერაპიის შესასწავლად და პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ტერმინი ფიტოთერაპია და ფიტოპრეპარატები პირველად გამოიყენა ფრანგმა ექიმმა ანრი ლეკლერკმა (1870-1955). განმარტების თანახმად ფიტოპრეპარატები ეს არის სამკურნალო საშუალებები რომლებიც მიიღება უშუალოდ მცენარეული მასალისაგან: ბალახისგან, მთლიანი მცენარისგან (ფესვებისგან, თესლებისგან და სხვა) ან მისი ექსტრაქტებისგან და გამოიყენება სამკურნალოდ. თანამედროვე დროში ფიტოპრეპარატების მისაღებად დაახლოებით 500-ზე მეტი სახეობის სამკურნალო მცენარე გამოიენება.
მცენარეების ძირითადი ფარმაკოლოგიური მოქმედება ( და მითუმეტეს მათი კომბინირება) მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ამცირებენ სხვადასხვა ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანების სივრცეს და მოცულობას, და მთლიანობაში ზრდიან ორგანიზმის მდგრადობას წინააღმდეგობა გაუწიოს მავნე ზემოქმედებას. ამისი კარგი მაგალითია წარმოდგენილია მთავარ გვერდზე: ბიო აფთიაქი. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი სამკურნალო მცენარე გარკვეულ დოზებში შხამიანია, ამიტომ მათი მიღება შეუზღუდავად და ექიმის კონტროლის გარეშე არ შეიძლება.

ტრადიციები და თანამედროვეობა.


მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ძველ დროში ადამიანები დაახლოებით 21 000 სახეობის მცენარეებს იყენებდნენ. კაცობრიობის განვითარების ჯერ კიდევ ადრეულ სტადიაში მცენარეები ადამიანების არა მხოლოდ კვების წყარო იყო , არამედ დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში.
ფოტოთერაპია , როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო ღონისძიება უპირველესად უნდა განიხილებოდეს პროფესიონალურ სამედიცინო სფეროდ: უნდა გვესმოდეს , რომ მედიცინა ერთია. დაყოფა „ტრადიციული“ და „არატრადიციული“ პირობითია. ამ ტერმინების სხვაობა მხოლოდ ისტორიულ - ეთნოგრაფიულ ხასიათს ატარებს: ის თუ რამდენად დამახასიათებელია ეს მეთოდი მოცემული ადგილისთვის და როგორია კონკრეტული მხარისთვის მისი გამოყენების ისტორიული ტრადიციები.
ფილოსოფიური კომპონენტებიც კი ადაპტირებული უნდა იყოს თანამედროვე სამეცნიერო მედიცინასთან, რამდენადაც ფილოსოფია (იდეოლოგია) მნიშნელოვან გავლენას ახდენს სამედიცინო მიმართულების მეთოდოლოგიაზე. ზოგჯერ იქმნება სიტუაციები, როდესაც ტერმინების გამოყენებას „ტრადიციული“ და „არატრადიციული მედიცინა“, ფიტოთერაპია და ზოგიერთი სხვა მიმართულებები (რეფლექსოთერაპია, მანუალური თერაპია) გამოჰყავს პროფესიონალური სამეცნიერო სფეროდან ; აცხადებენ რა, რომ მათ აქვთ საკუთარი თეორიული საფუძვლები და განვითარების გზები. რათქმაუნდა, შეხედულებები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ძირითადად მეცნიერება არის იმ შემეცნების სისტემა, რომელიც ირეკლავს ობიექტურ რეალობას. ის მსახურობს, როგორც ფილტრი და ოპერაციული გარემო ნებისმიერი იდეის განსავითარებლად.
თანამედროვე ფიტოთერაპია - ეს არის მკურნალობა, რომლის დროსაც გამოიყენება მცენარეული პრეპარატები. ისინი მიიღება როგორც მთლიანი მცენარეებისგან ასევე მათი ნაწილებისგან - ფესვებისგან, ფოთლებისგან, ყვავილებისგან და ასე შემდეგ. ფიტოთერაპია უძველესი დროიდან იყენებს არაბულ, ევროპულ, ტიბეტურ , ინდურ , ჩინურ ტრადიციულ ცოდნას. ფიტოთერაპიაში უფრო ხშირად გამოიყენება ის სამკურნალო პრეპარატები რომლებიც მზადდება სპირტზე (ნაყენი და ექსტრაქტი) და წყალზე (ნაყენი და ნახარში), და ასევე გამოიყენება ფხვნილი, კაფსულები და სხვა მინარევები. ფიტოთერაპია სრული საფუძვლით შეიძლება განვაკუთნოთ ბიოლოგიური მკურნალობის მეთოდს (ბიოთერაპიას), რადგან ზეგავლენა ხდება ბიოსაშუალებების მეშვეობით ბიოლოგიურ სფეროში და ბიოლოგიურ ობიექტებზე.
ფიტოთერაპია მიეკუთვნება მედიცინის იმ მიმართულებას, რომელიც კურნავს „არა დაავადებას, არამედ ავადმყოფს “ და აღწევს მაღალ ინდივიდუალიზაციას გამოცდილი ექიმის ხელში.
შემთხვევითი არ იყო , რომ კლასიკური ჩინური და ტიბეტური მცენარეული რეცეპტები იქმნებოდა კონკრეტული პაციენტის მდგომარეობის ღრმად შესწავლის საფუძველზე.
მაგალითი :
თანამედროვე მედიკამენტოზური თერაპიისგან განსხვავებით , ფიტოთერაპია არ იყენებს სინთეტიკურ სუბსტანციებს, საღებავებს, არომატიზატორებს, ხელოვნურ კონსერვანტებს ან გენური ინჟინერიის პროდუქტებს. სწორად გამოყენების შემთხვევაში ის აღადგენს ორგანიზმის ჰარმონიას და აძლევს საშუალებას თავად გაუმკლავდეს დაავადებას გვერდითი მოვლენების გარეშე. მცენერეებით მკურნალობა „ფიტოთერაპია“ შეიძლება სრულიად საფუძვლიანად მივაკუთვნოთ მკურნალობის ბიოლოგიურ მეთოდს (ბიოთერაპიას), რადგან მოქმედება ხდება ბიოლოგიურ გარემოში , ბიოსაშუალებებით ბიოობექტებზე (ბიოსისტემებზე). ბიოთერაპიას ჩვენ განსაზღვრავთ როგორც ორგანიზმის სტრუქტურასა და ფუნქციის მიზანშეწონილ ბიომოდიფიკაციას, ყველა დონეზე საკუთარი რესურსებისა და ბიომატერიალების გამოყენებით.
ბევრი ნივთიერება მეორადი მეტაბოლიტია, ხშირ შემთხვევაში ეს ნივთიერებები (კერძოდ ალკოლოიდები) მცენარეებში დამცავ როლს ასრულებენ და იცავენ მათ მიკროორგანიზმებისგან, მწერების და ცხოველებისგან. ბევრი ბალახეული და სანელებლები, რომლებსაც ჩვეულებრივ ადამიანები საკვებში იყენებენ შეიცავენ სასარგებლო სამედიცინო შენაერთებს.
ფიტოთერაპიას აქვს საკმარისად რეალური განმასხვავებელი ნიშნები, რომელიც ისტორიული ტრადიციების გათვალისწინებით გვაძლევს უფლებას განვიხილოთ ის როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა. პრაქტიკულ მედიცინაში ფიტოთერაპია განიხილება ,როგორც მკურნალობის მეთოდი, თუმცა სწორი იქნებოდა მოცემულ შემთხვევაში ის განგვეხილა , როგორც სპეციფიკური მეთოდების კომპლექსი. ფიტოთერაპიული საშუალებების გამოყენება შეუძლიათ სხვადასხვა სპეციალობების ექიმებს.
ფიტოთერაპიას ხშირად მიაკუთვნებენ ხალხურ მედიცინას და ამის საფუძველზე აკეთებენ დასკვნას, რომ ეს არის მკურნალობის არა მეცნიერული მეთოდი. ეჭვების გასაქარწყლებლად დავაზუსტოდ ტერმინის „სახალხო მედიცინა“ მნიშნელობა. ხალხური მედიცინა უნდა განიხილებოდეს , როგორც ცოდნის , უნარების, ტრადიციების, ჩვევების ერთობლიობა, რომლებსაც იყენებენ გარკვეული ტერიტორიის მაცხოვრებლები გამოსაჯანმრთელებლად, სამკურნალოდ და დაავადებების პროფილაკტიკისთვის.

ფიტოთერაპიის საინფორმაციო ბაზა.



თანამედროვე ფიტოთერაპიაში, როგორც დამოუკიდებელ სამეცნიერო დისციპლინაში, შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ძირითადი შემადგენლობა, რომლებიც განსაზღრავენ მის განვითარებას.

წარსულის მემკვიდრეობა.


სხვადასხვა სამედიცინო სკოლების მიერ (ჩინური, ტიბეტური, ინდური, ბერძნული და სხვა) რეცეპტების შესწავლა და დაავადებების მკურნალობის აღწერა. სინამდვილეში ეს არის კაცობრიობის მრავალ საუკუნოვანი სამედიცინო გამოცდილების ანალიზი.
სამკურნალო პროტოკოლების ექსპერტული და სტატისტიკური დამუშავება, საარქივო მასალებს გარდაქმნის სამეცნიერო მტკიცებულებად, რომლებიც შემდგომში ექვემდებარებიან ეკსპერიმენტალურ და კლინიკურ შემოწმებას. ამასთანავე ინფორმაცია მცენარეებით მკურნალობის შესახებ , რომელიმე დაშორებულ ციმბირის სოფელში თუ პატარა კუნძულზე ინდოეთის ოკეანეში შეიძლება არანაკლებ მნიშვნელოვანი იყოს , ვიდრე დიდ სამეცნიერო ცენტრებში მიღებული ინფორმაცია. მონაცემები სამკურნალო მცენარეებით მკურნალობის ეფექტურობაზე ფასდაუდებელია განსაკუთრებით მაშინ, თუ ის მიეკუთვნება მძიმე დაავადებებს (კიბო, დიაბეტი და სხვა). ეს მონაცემები სინამდვილეში არის შედეგი რთული და ძვირად ღირებული ფარმაკოლოგიურ - კლინიკური კვლევების. ასეთ ინფორმაციას შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა და უამრავი ადამიანის განკურნება. აი რატომ მივიჩნევთ არამიზანშეწონილად ხალხური გამოცდილების (მცენარეების გამოყენება ) აბუჩად აგდებას. თუნდაც ის მიღებული იყოს ემპირიული გზით. ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშნელობას იძენენ საინფორმაციო წყაროს კომპენტენტურობა და თავად ფიტოთერაპევტის კვალიფიკაცია. როგორც მინიმუმ ასეთი გამოცდილება არის იდეის წყარო და ფაქტობრივი მასალა შედარებითი ანალიზისთვის სამკურნალო საშუალებების და მეთოდების.
დაავადებების სია და სამკურნალო პრეპარატების დათვალიერება შეგიძლიათ ამ გვერდზე: უსაფრთხო მკურნალობა..

ფარმაკოგნოზია.


შეისწავლის სამკურნალო მცენარეებს , ასევე მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პირველადი გადამუშავების პროდუქტებს. ადამიანი - ბიოსისტემაა, ხოლო ბიოსისტემის სამარაგო ნაწილები მხოლოდ ცოცხალ ბუნებაშია . თუ წარსულ დროებში ემპირიული გამოცდილება დომინირებდა იმის განსასაზღვრავად, რამდენად მიზანშეწონილი იყო ამა თუ იმ მცენარის გამოყენება, დროთა განმავლობაში ბიოლოგიის და ქიმიის განვითარებამ შესაძლებელი გახადა სამეცნიერო ბაზის შექმნა.
გაჩნდა ახალი კოორდინატების სისტემა მთელი ბიოლოგიური და ქიმიური ნიშნებით, რომლებიც დამახასიათებელი იყო ამა თუ იმ მცენარისთვის, ან მათგან მიღებული სამკურნალო ფორმებისთვის .ეს არის მუდმივად ცოდნით შევსებადი რთული სისტემა რომელიც ბოლომდე ვერ შეისწავლეს სრულად გამოსაყენებლად.

ფიტოფარმაკოლოგია.


შეისწავლის მცენარეებს და ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთქმედებას. ასეთი განსაზღვრების ფორმულირებით , ჩვენ ვიღებთ პირდაპირ ანალოგიას ზოგადად მიღებული ტერმინის „ფარმაკოლოგია“ ახსნას (ბერძნული pharmacon - წამალი , logos- სწავლა) - მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ქიმიური შენაერთებისა და ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთქმედებას. ფიტოფარმაკოლოგია ფიტოთერაპიის შემადგენელი მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაწილია. მათი განხილვა შეიძლება მხოლოდ ურთიერთ კავშირში და საჭიროა, რადგან სწორედ ფიტოფარმაკოლოგია ხდის თანამედროვე ფიტოთერაპიას დამამტკიცებელ სამეცნიერო დისციპლინად. ფარმაკოთერაპიული თვისებების ცოდნა ნებას გვრთავს საფუძვლიანად გამოვიყენოთ მცენარეები სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. ამ მონაცემების მიღება შეიძლება მხოლოდ ექსპერიმენტული და კლინიკური კვლევებით . ყურადღება უნდა მიექცეს პათომორფოლოგიის და პათოფიზიოლოგიის ყველა უახლეს მიღწევებს. რამდენადაც სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე ყალიბდება ზუსტი წარმოდგენა დაავადების შესახებ. ფიტოსაშუალება შეიძლება განიხილებოდეს როგორც თავისებური ინსტრუმენტი ორგანიზმის შესასწავლად.
ფიტოსაშუალებების გამოყენების კლინიკური „საექიმო“ გამოცდილება მნიშვნელოვანი ინფორმაციული კომპონენტია მოქმედი ფიტოთერაპევტისთვის. მის საფუძველზე ყალიბდება ფიტოთერაპიის პრინციპები, იქმნება ამა თუ იმ დაავადებების მკურნალობის ალგორითმი . დაგროვილი სამკურნალო გამოცდილება ობიექტური მონაცემების ანალიზის დინამიური კონტროლი (ულტრაბგერითი კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია, რენდგენოგრაფია, ენდოსკოპიური კვლევები და სხვა) ნებას გვრთავს დამაჯერებლად ვილაპარაკოთ ქსოვილების ფარმაკოლოგიური რეკონსტრუქციის შესაძლებლობაზე ფოტოსაშუალებებით.
ისტორიულად ცნობილია , და ამავ დროულად დამტკიცებულია ფუტკრის რძის.. ან იგივე ჟენშენის.. ძლიერი ფარმაკოლოგიური თვისებები, რაც გვაძლევს საშუალებას მეტი ყურადღება მივაქციოთ მცენარეულ და ბუნებრივი პრეპარატების ფართოდ გამოყენებას, რადგან არსებობს ამისი ფაქტობრივი - დოკუმენტალური საშუალებები.

ფიტოთერაპიის სამკურნალო ფაქტორები.


მკურნალობის ალგორითმების შესწავლის დროს ,მიზანშეწონილია მივმართოთ მსოფლიოში მოქმედი ფიტოთერაპევტების მიერ დადგენილ შეხედულებებს, რომლებიც მათ გამოიმუშავეს თავიანთი სამეცნიერო და პრაქტიკული მოღვაწეობის განვალობაში.
ადამიანის ორგანიზმი არის თვითრეგულირებადი ბიოლოგიური სისტემა. მკურნალობას (მცენარეების ჩათვლით) ჩვენ განვიხილავთ როგორც გააზრებულ მობილიზაციას, იმისათვის, რომ სრულად ან ნაწილობრივ აღვადგინოთ სტრუქტურული თუ ფუნქციური რღვევები ორგანიზმში და აგრეთვე მოვახდინოთ სიცოცხლის ამტანობის ამაღლება.
ნებისმიერ ბიოლოგიურ პროცესს (სიცოცხლის ჩათვლით) აქვს საკუთარი ვექტორი. ერთობლივი მკურნალობის შედეგად ჩვენ ვაყალიბებთ თერაპიულ ვექტორს. ფარმაკოლოგიური ზემოქმედებით ( ფიტოსაშუალებების ზემოქმედების ჩათვლით) ვქმნით ფარმაკოლოგოიურ ვექტორს, ამა თუ იმ ეფექტის მეშვეობით. ფიტოთერაპიის სამკურნალო ვექტორებს შორის ჩვენ გამოვყოფთ ფსიქოთერაპიულ და ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს.

ფსიქოთერაპიული ვექტორები.


ფსიქოთერაპიული ზემოქმედების ფორმირება და რეალიზება პაციენტთან ურთიერთობის პერიოდში.მნიშვნელოვნად ითვლება შემდეგი ფსიქოთერაპიული სამკურნალო ფაქტორები :
1) რწმენა ფიტოსაშუალებების. ფიტოთერაპევტებს მიმართავენ უპირატესად ორი კატეგორიის პაციენტები : ვინც გააზრებულად აკეთებს არჩევანს, რადგან თვლის რომ მცენარეებით მკურნალობა სასარგებლოა და მეორე, ვისაც იმედი დაკარგული აქვს სხვა მეთოდებით მკურნალობის. საერთო ჯამში ორივე კატეგორიის პაციენტებს სჯერათ, რომ ფიტოთერაპია მათ დაეხმარება. ადამიანებისთვის საყვარელი მცენარეები განიხილება როგორც კეთილი მეგობრები, რომლებსაც შეუძლიათ მათ დაეხმარონ.
2) ავადმყოფის განწყობა მკურნალობის მიმართ. ფიტოთერაპევტი ავადმყოფთან ატარებს გასაუბრებას, უხსნის როგორ მოიქცეს, აწვდის ინფორმაციას მცენარეების სამკურნალო მოქმედების თაობაზე და მათი გამოყენების შესახებ. ექიმი აზუსტებს ავადმყოფის მიზანს, განსაზღვრავს მკურნალობის პროგრამას - ამით პაციენტი აქტიურად ერთვება მკურნალობის პროცესში და იწყებს საკუთარ თავზე მუშაობას. სამკურნალო ფორმების მომზადების რიტუალი, მათი რეგულარული მიღება ეხმარება პაციენტებს გამოიმუშაონ თვითდისციპლინა. როცა პაციენტი ამ მხრივ შრომობს ეს იმას ნიშნავს, რომ იმედი აქვს. ხოლო იმედი და საკუთარ თავზე მუშაობა ძლიერი ფსიქოთერაპიული მკურნალობის ფაქტორებია.

ფარმაკოლოგიური ფაქტორები.
შემდეგი ჯგუფი სამკურნალო ფაქტორების - ფარმაკოლოგიურია. ფიტოთერაპიის ერთერთი უმთავრესი თვისება იმაში მდგომარეობს , რომ მისი ფარმაკოლოგიური მოქმედება ბევრად აღემატება თავისი მრავალფეროვნებით ქიმიოთერაპიის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას.

ეთიოტროპული და პათოგენეტიკური.


მიმართულია იმ მიზეზების და ძირითადი მექანიზმების აღმოსაფხვრელად, რომლებიც წარმოშობენ დაავადებებს. განსაზღვრული სიმპტომების და სინდრომების(ჰიპერტენზია , შეშუპება , სისხლდენა და ა.შ) გამოვლენის დროს ძირითადად გამოიყენება განსაზღვრული მოქმედების რამოდენიმე მცენარე ერთად (არტერიული წნევის დამწევი, შარდმდენი, სისხლდენის შემაჩერებელი და სხვა). მცენარეებიდან მიღებული სამკურნალო ფორმები ჩვეულებრივ შეიცავენ მრავალ ქიმიურ შენაერთებს, უფრო კონკრეტულად: ბუნებრივ შენაერთებს, რომლებიც თავისი სტრუქტურით ახლოა ადამიანის ორგანიზმის კომპონენტებთან. ორგანიზმი მათგან არჩევს და იყენებს იმას, რომელიც მას არყოფნის ფუნქციის ნორმალიზებისათვის (მაგალითად ვიტამინები). ექიმის ამოცანაა ზუსტად განსაზღვროს აუცილებელი ქიმიური შენაერთების სპექტრი, შეარჩიოს მცენარეები ამ შემადგენლობით, შესაბამისი სამკურნალწამლო ფორმებით და შესთავაზოს ავადმყოფს. შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა თუ როგორ ურთიერთიმოქმედებს სხვადასხვა მცენარეებიდან მიღებული ქიმიური შენაერთები სამკურნალწამლო ფორმაში(ფარმაცევტული ურთიერთქმედება) და ორგანიზმში (ფარმოკოლოგიური ურთიერთქმედება) , და ეს რა ცვლილებებს გამოიწვევს ორგანიზმში. მაგრამ გამოცდილი ფიტოთერაპევტი , რომელიც სწორად არჩევს ამა თუ იმ კომპოზიციას, ქმნის ახალ ხარისხს და ხდება განკურნება. ასეთი პროგნოზი პირდაპირ დამოკიდებულია მეცნიერულ ცოდნაზე, თუმცა მნიშნელოვანია ექიმის გამოცდილებაც . უნდა ვაღიაროთ , რომ ეს საკითხები არასაკმარისადაა შესწავლილი. მაგალითად, არ არსებობს საკმარისად არგუმენტირებული აღწერა ამა თუ იმ მცენარეების შეუთავსებლობის.

ეკოლოგიური ზემოქმედება.


ადამიანი არის კონკრეტული ადგილის ბიოცენოზის ნაწილი.
ბუნება ადამიანზე პირდაპირ ან ირიბად მოქმედებს. აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ მცენარეებიდან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტები ადამიანის ორგანიზმში ხვდება არა მარტო მცენარეული საკვებიდან , არამედ ხორციდან, რძიდან და იწვევენ სასურველ ან არასასურველ ფარმაკოლოგიურ ეფექტებს, როგორც ჩვეულებრივი წამლები.
ამიტომ ექიმ-ფიტოთერაპევტმა უნდა შეაფასოს და დააპროგრამოს გარემო ფაქტორების ზემოქმედების ფარმაკოლოგიური მნიშვნელობა, როგორიცაა საკვები, წყალი, ჰაერი - ისინი შეიცავენ ბუნებრივ ქიმიურ ნაერთებს და ამიტომ ისინიც უნდა განიხილებოდეს, როგორც ფარმაკოლოგიური ზემოქმედების ვარიანტები. საკვები უნდა განიხილებოდეს არა მხოლოდ როგორც ენერგიის წყარო, არამედ ასევე როგორც წამალი.
ბოლო წლებში აქტიურად ფორმირდება ფიტოთერაპიის და დიეტოლოგიის სპეციალური მიმართულება - ფიტოდიეტეტიკა.
მცენარეებით მკურნალობის მრავალწლიანი პრაქტიკა მოწმობს იმაზე , რომ თუ სწორად არის შეფასებული ორგანიზმში არსებული გადახრები და ადეკვატურადაა შერჩეული ფიტოკომპოზიციის კომპონენტები, მაშინ დარღვევების უმეტესი ნაწილის კორექცია ხდება და იზრდება ალბათობა სასურველი ფარმაკოლოგიური ეფექტის მიღწევის.. როგორც ჩანს ეს ხდება ფარმაკოლოგიური ეფექტების დუბლირებით (ერთი და იგივე მიმართულების მოქმედებების მცენარეები გამოიყენება);გამოსაყენებელი მცენარეების მთელი ფარმაკოლოგიური პოტენციალის გამოყენებით (ათასი ქიმიური შენაერთები); ორგანიზმში ფუნქციის მრავალჯერადი დუბლირების სრული გამოყენებით.
ფიტოთერაპია - ურთულესი ღრმა სამეცნიერო მიმართულებაა. ვინც სრულად გამოიყენებს ბუნებრივ ფარმაკოლოგიურ პოტენციალს, ვინც იპოვის ფიტოსაშუალებების გამოყენების რაციონალურ ალგორითმს ის გაიხანგრძლივებს და აიმაღლებს სიცოცხლის ხარისხს.
გისურვებთ ჯამრთელობას !